ასაის გამაგრილებელი სორბეტის გემრიელი რეცეპტები
ბოლო წლებში ასაის ფხვნილი ჯანსაღი კვებისა და თანამედროვე დესერტების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინგრედიენტად იქცა. მისი ღრმა იისფერი შეფერილობა, გამორჩეული კენკროვანი გემო და ბუნებრივად არსებული ანტიოქსიდანტური ნაერთები სწორედ ის მახასიათებლებია, რომლებმაც ასაის მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა და სუპერფუდად აქცია.
ასაის ფხვნილის უნიკალური თვისებები
ასაი სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის რეგიონში გავრცელებული პალმის მუქი იისფერი კენკრაა. ახალი ნაყოფი მალფუჭებადია, ამიტომ მას ხშირად აშრობენ და ფხვნილის სახით ამუშავებენ. სწორედ ასე მიიღება ასაის ფხვნილი, რომელშიც შენარჩუნებულია კენკრისთვის დამახასიათებელი ფერი, არომატი და სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი. ასაის ფხვნილი ბუნებრივად შეიცავს ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, უჯრედისსა და მცენარეულ ცხიმებს, რის გამოც ჯანსაღი კვებით დაინტერესებულ ადამიანებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ ასაის ფხვნილისგან მომზადებული სორბეტის რამდენიმე პოპულარულ რეცეპტს, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში გამაგრილებელი და გამორჩეული დესერტების შექმნაში დაგეხმარებათ. გაიგებთ, როგორ მოამზადოთ კლასიკური, ტროპიკული, კენკროვანი, ციტრუსოვანი და კრემისებრი ასაის სორბეტი.
კლასიკური ასაის სორბეტი
ინგრედიენტები:
- 2 ჩაის კოვზი ასაის ფხვნილი
- 2 მწიფე გაყინული ბანანი
- 100 მლ ცივი წყალი ან ქოქოსის წყალი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1-2 ჩაის კოვზი თაფლი ან დამატკბობელი — სურვილისამებრ
მომზადების წესი:
- ბლენდერში მოათავსეთ გაყინული ბანანი, ასაის ფხვნილი, ლიმონის წვენი და წყალი.
- დააბლენდერეთ ერთგვაროვანი, კრემისებრი მასის მიღებამდე.
- თუ უფრო ტკბილი გემო გსურთ, დაუმატეთ თაფლი ან დამატკბობელი და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით საყინულეში 1-2 საათით.
- მირთმევის წინ სორბეტი ოთახის ტემპერატურაზე 5-10 წუთით დატოვეთ, რათა ტექსტურა უფრო ნაზი და კოვზით ადვილად ამოსაღები გახდეს.
რა უნდა იცოდეთ ასაის სორბეტზე?
ასაის სორბეტი გამორჩეულია ინტენსიური, ოდნავ მომჟავო კენკროვანი გემოთი და მუქი იისფერი შეფერილობით. მისი მთავარი ინგრედიენტი, ასაის ფხვნილი, ბუნებრივად შეიცავს ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, მათ შორის ანთოციანინებს, რომლებიც მრავალი მუქი ფერის ხილისა და კენკრის შემადგენლობაში გვხვდება.
ასაის სორბეტის კვებითი ღირებულება დიდწილად მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ნაკლები დამატებული შაქრითა და ხილის მაღალი შემცველობით მომზადებული სორბეტი ტრადიციულ, რძისა და ნაღების ბაზაზე დამზადებულ დესერტებთან შედარებით უფრო მსუბუქ ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ის მაინც დესერტია და მისი მიღება დაბალანსებული კვების ფარგლებშია რეკომენდებული.
ასაის სორბეტის მთავარი უპირატესობა გამაგრილებელი ტექსტურა, ხილის მდიდარი გემო და მრავალფეროვანი არომატების შეხამების შესაძლებლობაა. ასაი განსაკუთრებით კარგად ერწყმის მანგოს, ბანანს, მარწყვს, ჟოლოს, მოცვს, ლიმონს, ლაიმს, ქოქოსსა და სხვა ტროპიკულ თუ კენკროვან ინგრედიენტებს.
ტროპიკული ასაის სორბეტი
ინგრედიენტები:
- 2 ჩაის კოვზი ასაის ფხვნილი
- 1 ჭიქა გაყინული მანგო
- ½ ჭიქა გაყინული ანანასი
- 80-100 მლ ქოქოსის წყალი
- 1 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
- 1-2 ჩაის კოვზი თაფლი ან დამატკბობელი — სურვილისამებრ
მომზადების წესი:
- ბლენდერში მოათავსეთ გაყინული მანგო, ანანასი, ასაის ფხვნილი, ქოქოსის წყალი და ლაიმის წვენი. თუ უფრო ინტენსიური ასაის გემო გსურთ, ასაის ფხვნილის რაოდენობა 3 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ.
- დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან და კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
- სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ თაფლი ან დამატკბობელი და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით საყინულეში 1-2 საათით.
- მირთმევისას შეგიძლიათ დაამატოთ ქოქოსის ფანტელები, ახალი მანგოს ნაჭრები, ანანასი ან პიტნის ფოთლები.
კენკროვანი ასაის სორბეტი
ინგრედიენტები:
- 2 ჩაის კოვზი ასაის ფხვნილი
- 1 ჭიქა გაყინული მარწყვი
- ½ ჭიქა გაყინული ჟოლო
- ½ ჭიქა გაყინული მოცვი
- 80-100 მლ ცივი წყალი ან ქოქოსის წყალი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1-2 ჩაის კოვზი თაფლი ან დამატკბობელი — სურვილისამებრ
მომზადების წესი:
- ბლენდერში მოათავსეთ გაყინული მარწყვი, ჟოლო, მოცვი, ასაის ფხვნილი, წყალი და ლიმონის წვენი.
- დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან და კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
- სურვილის შემთხვევაში დაამატეთ თაფლი ან აგავის სიროფი და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით საყინულეში 1-2 საათით.
- კენკროვან ასაის სორბეტს განსაკუთრებით უხდება ახალი მოცვი, ჟოლო, მარწყვი, პიტნის ფოთლები ან ჩიას თესლი.
ციტრუსოვანი ასაის სორბეტი
ინგრედიენტები:
- 2 ჩაის კოვზი ასაის ფხვნილი
- 1 ჭიქა გაყინული ბანანი
- 50 მლ ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი
- 30 მლ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
- 50 მლ ცივი წყალი
- 1-2 ჩაის კოვზი თაფლი ან დამატკბობელი — სურვილისამებრ
მომზადების წესი:
- ბლენდერში მოათავსეთ გაყინული ბანანი, ასაის ფხვნილი, ფორთოხლის, ლიმონისა და ლაიმის წვენები, შემდეგ დაამატეთ წყალი.
- დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან, გლუვ და კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
- სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ თაფლი ან დამატკბობელი და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით საყინულეში 1-2 საათით.
- ციტრუსოვან ასაის სორბეტს განსაკუთრებულ არომატს შესძენს ცოტაოდენი გახეხილი ლაიმის ან ლიმონის ცედრა. მირთმევისას შეგიძლიათ დაამატოთ პიტნის ფოთლები ან ფორთოხლის თხლად დაჭრილი ნაჭრები.
კრემისებრი ასაის სორბეტი
ინგრედიენტები:
- 2 ჩაის კოვზი ასაის ფხვნილი
- 2 გაყინული მწიფე ბანანი
- 120 მლ ქოქოსის რძე
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1-2 ჩაის კოვზი თაფლი ან დამატკბობელი — სურვილისამებრ
რძის შერჩევისას შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- სრულცხიმიანი ქოქოსის რძე — უფრო მდიდარი ტექსტურისთვის;
- დაბალცხიმიანი ქოქოსის რძე — ნაკლები კალორიისთვის.
მომზადების წესი:
- ბლენდერში მოათავსეთ გაყინული ბანანი, ასაის ფხვნილი, ქოქოსის რძე, ვანილის ექსტრაქტი და ლიმონის წვენი.
- დააბლენდერეთ, სანამ გლუვ, ერთგვაროვან და კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
- სურვილის შემთხვევაში დაამატეთ თაფლი ან აგავის სიროფი და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით საყინულეში 1-2 საათით.
- მირთმევამდე სორბეტი 5-10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ, რათა ტექსტურა კიდევ უფრო ნაზი და კოვზით ადვილად ამოსაღები გახდეს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ქოქოსის ფანტელები, დაქუცმაცებული ნუში, გრანოლა ან ახალი მარწყვი.
თუ ნაყინის მსგავსი ტექსტურის დესერტი გსურთ, თუმცა ხილის ბაზაზე მომზადებულ ალტერნატივას ანიჭებთ უპირატესობას, კრემისებრი ასაის სორბეტი იდეალური არჩევანია.
ასაის ფხვნილი ონლაინ მაღაზია „ჩემს მარაგში“
ასაის ფხვნილის შეძენა ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ. აქვე დაგხვდებათ სორბეტის მოსამზადებლად და გასაფორმებლად საჭირო სხვადასხვა ინგრედიენტიც: ქოქოსის ფანტელები, ჩიას თესლი, თაფლი, ჩირი, თხილეული და სხვა.
შეუკვეთეთ სასურველი პროდუქცია ონლაინ, ხოლო ჩვენი კურიერი მას საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგაწვდით.