წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს შპს „აგრო ფუდ ტრეიდის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით რეგისტრირებული ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგით“ (www.chemimaragi.ge) სარგებლობის წესებს და პირობებს. ხელშეკრულება, ფორმდება მომხმარებელსა და შპს „აგრო ფუდ ტრეიდს“ შორის, რომელიც არის ორმხრივად მავალდებულებელი შპს „აგრო ფუდ ტრეიდის“ (ს.ნ. 404952618) ფაქტობრივი მისამართი: სამურზაყანოს 33, იურიდიული მისამართი: ყაზბეგის 3ა. შპს „აგრო ფუდ ტრეიდი“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „ჩემი მარაგი”. ჩემი მარაგის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და ჩემი მარაგის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ჩემი მარაგის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან ჩემი მარაგი მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე info@chemimaragi.ge.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. „ჩემი მარაგის“ გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

 ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
• ჩემი მარაგი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „აგრო ფუდ ტრეიდი“, საიდენტიფიკაციო კოდი 404952618, რეგისტრირებული: სამურზაყანოს 33
• მომხმარებელი - იურიდიული ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია.
• მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების (რაც საჭიროა მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვს) დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
• მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
• პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
• რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.
• ანგარიში - მომხმარებლის მიერ ჩემი მარაგის ვებ გვერდზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს ჩემი მარაგის მიერ განთავსებული პროდუქცია.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „აგრო ფუდ ტრეიდი“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

რეგისტრაცია
ჩემი მარაგის პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
• სახელი
• მისამართი
• ელექტრონული ფოსტა
• სისტემაში შესასვლელი პაროლი

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც. ასევე, მომხმარებელს პროდუქტის შეძენა შეუძლია რეგისტრაციის გავლის გარეშეც, როგორც სტუმარს.
შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია:
• ელექტრონული ფოსტით.

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
• მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
• იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
• არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ჩემი მარაგის ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
• არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
• არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
• არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
• არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
• არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
• დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ჩემი მარაგის არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, ჩემი მარაგის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
• არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
• არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
• არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩემი მარაგის გამართულ ფუნქციონირებას.
• არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და ჩემი მარაგის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
ჩემი მარაგის პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად კაბინეტში.
ჩემი მარაგი იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

დაბრუნების პირობები

ჩემი მარაგისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ გვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

ჩემი მარაგი პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

 ჩემმა მარაგმა არ შეასრულა დანაპირები:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
• პროდუქტი დაზიანებულია;
• დარღვეულია პროდუქტის შენახვის პირობები;
• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ჩემი მარაგის მხრიდან;

რამდენ დღეში შეგიძლიათ პროდუქტის დაბრუნება:
• თანხის დაბრუნების სურვილის შესახებ საჭიროა პროდუქციის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

როგორ უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე:
• შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 032 2 42 47 97 და განაცხადოთ მოთხოვნა.

რა პროცედურა უნდა დაიცვათ თანხის ანაზღაურებისთვის:
თუ მოწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება ჩემი მარაგის დანაპირებს და ამის გამო გსურთ პროდუქტის დაბრუნება, სავალდებულოა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები დოკუმენტი.(ჩეკი, პროდუქტის ყუთი და სხვა.)

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება:
• თბილისის მასშტაბით პროდუქტის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 24 საათში
• ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში.
• ჩემი მარაგის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან პროდუქტის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება:
„ჩემი მარაგი“ პროდუქტის უკან დაბრუნების შემდეგ 24 საათის განმავლობაში შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას ანაზღაურების უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

როგორ მოხდება შეძენილი დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება:
• თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელის იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა პროდუქტის შესყიდვა.

შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „აგრო ფუდ ტრეიდი“, “ საიდენტიფიკაციო კოდი:, 404952618; ფაქტობრივი მისამართი: სამურზაყანოს 33, იურიდიული მისამართი: ყაზბეგის 3ა.

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.

მომსახურების მიღება
მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით. 

ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
ონლაინ შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
„ჩემ მარაგს“ არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ და ასევე მიუვა სმს შეტყობინება.

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
თუ „ჩემი მარაგი“ მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს „ჩემი მარაგის“ გუნდს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

„ჩემი მარაგი“ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
„ჩემი მარაგი“ პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
„ჩემი მარაგი“ იხნის სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლის გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
„ჩემი მარაგი“ გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
„ჩემი მარაგი“ სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩემი მარაგი მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, ჩემი მარაგის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს ჩემი მარაგის კანონით დაცულ ინტერესებს.

მარკეტინგი

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ჩემი მარაგის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის „ჩემ მარაგს“.
„ჩემი მარაგის“ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წამოადგენს შპს "აგრო ფუდ ტრეიდის" საკუთრებას.
„ჩემი მარაგის“ სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, ჩემი მარაგის წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ჩემი მარაგის სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს ჩემი მარაგის რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ჩემი მარაგი უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება ჩემი მარაგისათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს ჩემი მარაგის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.

ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

„ჩემი მარაგი“ პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას ჩემი მარაგის საავტორო უფლებები.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა ჩემი მარაგის ვებ გვერდზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს „ჩემ მარაგს“ ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.

მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის ჩემი მარაგის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

მესამე მხარე
„ჩემი მარაგი“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს „ჩემი მარაგის“ ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, ჩემი მარაგი მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ცვლილებები და დამატებები
„ჩემი მარაგი“ იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, ჩემი მარაგი მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

კალათა

შესვლა

არ ხარ რეგისტრირებული?

ვებ-გვერდი იყენებს ქუქი ფაილებს (Cookies), რათა გაუმჯობესდეს თქვენი სამომხმარებლო გამოცდილება. ვებ-გვერდის მოხმარების გაგრძელებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ქუქი ფაილების (Cookies) გამოყენებაზე.
პროდუქცია
ფავორიტები
0 items კალათა
ჩემი გვერდი