სტატიები

5 პროდუქტი გულის იდეალური ჯანმრთელობისთვის

5 პროდუქტი გულის იდეალური ჯანმრთელობისთვის

5 პროდუქტი გულის იდეალური ჯანმრთელობისთვის – გული ადამიანის ორგანიზმში მთავარი სასიცოცხლო ორგანოა, რომლის გამართულად მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის. ექიმების რჩევით, გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა ასაკთან ერთად შემცირდეს გულის დაავადებების განვითარების რისკი. სხვა მრავალ რისკ -ფაქტორთან ერთად, არსებობს საკვები პროდუქტები, რომლის მიღებაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის.

5 პროდუქტი გულის იდეალური ჯანმრთელობისთვის:

1) პარკოსნები – ლობიო
პარკოსნების ოჯახიდან ლობიოს მაღალი ცილების შემცველობის გამო მოწინავე ადგილი უჭირავს. პარკოსნებიდან გულის ჯანმრთელობისთვის გამორჩეულად სასარგებლოა ეს პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, თუთიას და კალიუმს. ვიტამინების და მინერალების უნიკალური ნაკრების გამო, ლობიო ერთ-ერთი რეკომენდირებული მარცვლეულია გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

2) თხილეული – ნიგოზი
გულის ჯანმრთელობისთვის თხილეულის კატეგორიიდან ნიგოზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პროდუქტი განსაკუთრებით მდიდარია რკინით, თუთიითა და კალციუმით. შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცხიმს, რაც სისხლში ქოლესტერინის დონეს 12%-ით ამცირებს. ექიმების რჩევით დღეში რეკომენდირებულია 4-5 ცალი ნიგვზის მიღება. E ვიტამინის მაღალი შემცველობა ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, რაც ასევე უზრუნველყოფს გულის სიჯანსაღეს.

3) ბურღულეული – შვრია
ბურღულეულთა ოჯახიდან შვრია ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტია გულის გამართული მუშაობისთვის. პროდუქტში შემავალი ნივთიერებები აფართოებს სისხლძარღვებს და შესაბამისად, არეგულირებს არტერიულ წნევას. შვრიის ფანტელი მდიდარია თუთიით, ნატრიუმით, კალიუმით, მაგნიუმით და ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ზემოთ აღნიშნული სასარგებლო შემადგენლობის გამო შვრია ექიმების მიერ გულის დაავადებების საპროფილაქტიკოდ არის რეკომენდირებული.

4) მარცვლეული – მზესუმზირის გული
მარცვლეულთა ოჯახიდან მზესუმზირა მნიშვნელოვანი პროდუქტია გულის გამართული მუშაობისთვის. პროდუქტი მდიდარია E და B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, თუთიით და მანგანუმით. მზესუმზირის გულში შემავალი ვიტამინები და მინერალები აუმჯობესებს გულის კუნთების მუშაობას, რის გამოც იგი მიჩნეულია რეკომენდირებულ პროდუქტად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

5) ჩირეული – ჟოლოს ჩირი
ჩირეულიდან კენკრის ჩირი განსაკუთრებით სასარგებლოა გულის გამართულად მუშაობისთვის, უფრო კონკრეტულად კი – გამომშრალი ჟოლო. პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც ამცირებს ანთების განვითარების რისკს. ჟოლოს ჩირს გააჩნია სისხლის აღდგენის უნარი, რის გამოც აღნიშნული პროდუქტის ყოველდღიურად მიღება დადებითად აისახება გულის ჯანმრთელობაზე.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც ადამიანმა ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყოს. ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი, დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, სხვა პროფილაქტიკურ საშუალებებთან ერთად იძლევა ეფექტურ შედეგს გულის გამართული ფუნქციონირებისათვის.

აღნიშნული პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 – მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.