,,ფიტნეს მარაგი” – ჯანსაღი სნექის ნაკრები ენერგიის შესავსებად
ვარჯიშის დაწყებისას ხშირად ყურადღება მხოლოდ სავარჯიშო პროგრამას ეთმობა, კვება კი მეორე ადგილას გადადის. თუმცა ასეთი მიდგომა დასახული მიზნის მიღწევას ართულებს. სასურველი შედეგისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული ვარჯიში, ასევე დაბალანსებული კვება.
Სწორედ, ფიტნესით დაინტერესებულ ადამიანებს, „ჩემი მარაგი” თემატურ ფიტნეს ნაკრებს სთავაზობს, რომელიც აერთიანებს მცენარეული ცილის, სასარგებლო ცხიმებისა და უჯრედისის შემცველ პროდუქტებს.
ნაკრები შექმნილია მათთვის, ვინც ვარჯიშობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს ან უპირატესობას ვეგანურ კვებას ანიჭებს. მასში შემავალი ყველა პროდუქტი 100%-ით ვეგანურია.
„ფიტნეს მარაგი“ სხვადასხვა ტექსტურისა და გემოს პროდუქტისგან შედგება, რომელთა გამოყენება მრავალფეროვან კერძებშია შესაძლებელი.
ნაკრების შემადგენლობაში შედის შემდეგი პროდუქტები:
- 500 გ ნუში
- 500 გ ჩიას თესლი
- 500 გ კინოა
- 150 გ მატჩას ფხვნილი
- 250 გ გოჯი ბერი
„ფიტნეს მარაგში” თითოეულ პროდუქტს განსაკუთრებული ადგილი უკავია: ნუში შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ჩიას თესლი – უჯრედისს, კინოა სრულფასოვანი მცენარეული ცილის წყაროა, გოჯი ბერი და მატჩას ფხვნილი კი ხშირად „სუპერფუდებადაც” მოიხსენიება.
„ფიტნეს მარაგში” შემავალი პროდუქტებით მრავალფეროვან და ჯანსაღ რაციონს ადვილად შეადგენთ. ნოყიერი სადილისთვის კინოას ბოსტნეული, ლობიო ან ტოფუ დაუმატეთ, საუზმისთვის კი შვრიის ფაფას ჩიას თესლი და ნუში მოაყარეთ. მატჩა არომატული სასმელის მომზადებაში დაგეხმარებათ, გოჯი ბერი კი ნებისმიერ პუდინგს განსაკუთრებულ გემოს შესძენს.
„ფიტნეს მარაგი“ მარტივად ერგება როგორც სავარჯიშო, ისე დასვენების დღეებს. კინოა შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ და რამდენიმე კერძში გამოიყენოთ, ჩიას პუდინგი საღამოს მოამზადოთ, ხოლო ნუშისა და გოჯი ბერის მცირე ულუფა წასახემსებლად თან გაიყოლეთ. ასეთი ჩვევები ჯანსაღი კვების დაგეგმვას უფრო მოსახერხებელს ხდის.
„ჩემი მარაგის“ კიდევ ერთი თემატური ნაკრებია „ენერგიის მარაგი“, მათთვის, ვინც დღის განმავლობაში ენერგიის შესავსებად გემრიელ წასახემსებელს ეძებს. თხილეულისა და ჩირეულის მოყვარულებისთვის ნაკრებში თავმოყრილია ნუში, ქეშიუ, გოგრის გული, მანგოს ჩირი და ფინიკი.
დატვირთული გრაფიკის გამო ჯანსაღი კვებისთვის დროის გამონახვა ნამდვილი გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულფასოვანი კერძის მომზადებაა საჭირო. გამოსავალი სახლში ჯანსაღი პროდუქტების მარაგების შევსებაა: ეს ყოველდღიური მენიუს დაგეგმვასა და გემრიელი კერძების მომზადებას ამარტივებს.
სწორედ ამიტომ, „ჩემი მარაგი” მომხმარებელს 500-მდე დასახელების პროდუქტს და სხვადასხვა ნაკრებს სთავაზობს. Ნებისმიერი მოცულობის შეკვეთას ჩვენი კურიერი, საქართველოს მასშტაბით, უფასო მიტანის სერვისით მოგაწვდით.