საშემოდგომო კერძების გემრიელი რეცეპტები
შემოდგომა ის პერიოდია, როდესაც ყოველდღიურ მენიუში ჩნდება საშემოდგომო კერძები. გოგრა, სოკო, ბოსტნეული – სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საშემოდგომო მენიუ მრავალფეროვანი, გემრიელი და ნოყიერი გამოვიდეს. ამ ინგრედიენტების სხვადასხვაგვარი კომბინაციით ყოველდღე შეიძლება განსხვავებული კერძების მომზადება. მრავალფეროვანი საშემოდგომო მენიუსთვის გიზიარებთ რამდენიმე მარტივ და გემრიელ რეცეპტს.
გოგრის კრემ-სუპი
ამ რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ ნაზი და არომატული გოგრის სუპი, რომელიც გამოდის ერთდროულად ჯანსაღი, გემრიელი და ნოყიერი.
ინგრედიენტები:
- 600 გ გოგრა
- 1 ცალი სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 200 მლ ნაღები (20%) ან მცენარეული ნაღები
- 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- ½ ჩაის კოვზი ჯანჯაფილი (კოჭა)
- მარილი, შავი პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გოგრა, სტაფილო და ხახვი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.
- ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი, ნიორი და მოშუშეთ ოქროსფერამდე.
- დაამატეთ დაჭრილი გოგრა და სტაფილო, შუშეთ 5-7 წუთი.
- დაასხით იმდენი წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი, რომ ინგრედიენტები ოდნავ დაფაროს და ხარშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.
- გადმოდგით ცეცხლიდან, დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ჩაასხით ნაღები, დაამატეთ სუნელები და წამოადუღეთ 1-2 წუთით.
- მიირთვით ცხელი, სურვილისამებრ მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი.
სოკოს ჩაშუშული
სოკოს ჩაშუშული ნოყიერი და არომატული კერძია, რომელიც მარტივად მზადდება და ყოველდღიურ საშემოდგომო მენიუსაც მრავალფეროვნებას მატებს. ამასთანავე, ხორცის კერძების შესანიშნავი ალტერნატივაა.
ინგრედიენტები:
- 500 გ ქამა სოკო ან ტყის სოკო
- 2 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა
- ½ ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო (სურვილისამებრ)
- 3-4 სუფრის კოვზი ზეთი
- ცოტაოდენი დაჭრილი ქინძი და ოხრახუში
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- სოკო კარგად გასუფთავეთ, გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
- ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოშუშეთ გამჭვირვალობამდე.
- დაამატეთ სოკო და შუშეთ მაღალ ცეცხლზე, სანამ წვენს არ გამოუშვებს და არ დაიშრობს.
- ჩაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი და სურვილისამებრ დაასხით თეთრი ღვინო.
- ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ახალი მწვანილი.
საშემოდგომო ბოსტნეულის რაგუ
ამ რეცეპტის მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ არომატული საშემოდგომო რაგუ, რომლის მთავარი ინგრედიენტი მცენარეულია და თან ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის.
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ბადრიჯანი
- 2 ცალი ყაბაყი
- 2 ცალი კარტოფილი
- 1 ცალი სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- 2 ცალი პომიდორი
- 3 სუფრის კოვზი ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი, შავი პილპილი და ხმელი სუნელი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ყველა ბოსტნეული (ბადრიჯანი, ყაბაყი, კარტოფილი, სტაფილო) დაჭერით თანაბარ კუბებად.
- ღრმა ტაფაში ან ქვაბში გააცხელეთ ზეთი და ჯერ ხახვი და სტაფილო მოთუშეთ.
- დაამატეთ კარტოფილი, ბადრიჯანი და ყაბაყი, შუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.
- პომიდორს გააცალეთ კანი, დაჭერით და ჩაამატეთ ბოსტნეულს.
- დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და ხმელი სუნელი.
- დააფარეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე ბოსტნეულის სრულ მომზადებამდე.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
ჭარხლის სალათა კაკლით
მოხარშული ჭარხალი ვიტამინების კარგი წყაროა, ხოლო ნიგოზი სალათას ნაზ ტექსტურასა და სასიამოვნო არომატს აძლევს. ეს სალათა მარტივად მზადდება და იდეალურია მსუბუქი სადილისთვის ან ჯანსაღი გარნირისთვის.
ინგრედიენტები:
- 2 ცალი მოხარშული ჭარხალი
- ½ ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
- 2 კბილი ნიორი
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან მაიონეზი
- 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხარშული ჭარხალი გაათალეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- ნიგოზი ოდნავ მოხალეთ ტაფაზე და წვრილად დაჭერით.
- ნიორი დააჭყლიტეთ ან წვრილად გახეხეთ.
- ჯამში შეურიეთ გახეხილი ჭარხალი, ნიგოზი და ნიორი.
- მოასხით ზეითუნის ზეთი (ან მაიონეზი) და ვაშლის ძმარი.
- მოაყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
გამოცხობილი გოგრა თაფლით
ეს არის საშემოდგომო, მსუბუქი და ჯანსაღი დესერტი, რომელიც იდეალურად ერგება ტკბილეულის მოყვარულებს.
ინგრედიენტები:
- 500 გ გოგრა
- 2-3 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 50 გ დაჭრილი ნიგოზი ან ნუშის ფანტელები
- 1 სუფრის კოვზი კარაქი (ან მცენარეული ზეთი)
მომზადების წესი:
- გოგრა გაასუფთავეთ თესლისგან და კანიანად დაჭერით საშუალო ზომის ოთხკუთხედ ნაჭრებად.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და დააწყვეთ გოგრის ნაჭრები.
- თითოეულ ნაჭერს წაუსვით თაფლი და თანაბრად მოაყარეთ დარიჩინი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, სანამ გოგრა დარბილდება.
- მზა გოგრას ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მიირთვით თბილი.
საშემოდგომო ინგრედიენტები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მაღაზიაში ,,ჩემი მარაგი”. მიტანის სერვისი უფასოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში.