ჯანსაღი ნუგბარი – ენერგიის ბუნებრივი წყარო
ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობა მრავალფეროვანი ტრადიციული ნუგბარით არის მდიდარი. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ტყლაპი და ბადაგი, რომლებიც ქვეყნის კულინარიულ ისტორიასა და მრავალწლიან ტრადიციას ასახავს.
ტყლაპისა და ბადაგის ისტორია დაკავშირებულია სეზონური მოსავლის შენახვის ტრადიციასთან. საუკუნეების მანძილზე, ახალი ხილისა და ყურძნის შენახვა ხანგრძლივი დროით შეუძლებელი იყო, მათ სხვადასხვა მეთოდით ამუშავებდნენ და ზაფხულისა და შემოდგომის გემოებს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.
სწორედ, ამ ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა არაერთი ქართული ნუგბარი, რომელიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს და ხშირად სხვა ტკბილეულსაც წარმატებით ანაცვლებს.
ტყლაპი მზადდება ბუნებრივი ხილის (ტყემალი, ქლიავი, ვაშლი, ლეღვი) რბილობისა და წვენისგან. მასში შაქარი ბუნებრივადაა დაკავშირებული, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებთან. შესაბამისად, ტყლაპის მიღებით გლუკოზა ნელა შეიწოვება, სისხლში შაქრის დონე სტაბილურად ნარჩუნდება და ადამიანი თავს ენერგიულად უფრო დიდხანს გრძნობს.
განსაკუთრებით ტყლაპი გამოირჩევა პექტინისა და უჯრედისის მაღალი შემცველობით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. ამასთან, ის შეიცავს მნიშვნელოვან მიკრონუტრიენტებს: მაგალითად, ტყემლისა და ქლიავის ტყლაპი მდიდარია C ვიტამინითა და ორგანული მჟავებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს და აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას.
ბადაგი ყურძნის ნატურალური, ადუღებული ნაწური – ენერგიის კიდევ ერთი ჯანსაღი წყაროა. მასში შაქრის შემცველობა სრულიად ბუნებრივია, რის გამოც ორგანიზმი იღებს სწრაფ, მაგრამ უვნებელ მუხტს. ბადაგი მდიდარია კალიუმით, რკინითა და ძლიერი ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა რესვერატროლი, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას.
ბადაგისა და თხილეულის კომბინაცია, როგორიცაა ბადაგიო თუ ტრადიციული ჩურჩხელა, ქმნის სრულყოფილ სნექს. ჯანსაღი ცხიმების, მცენარეული ცილის, უჯრედისისა და ბუნებრივი გლუკოზის სინერგია ხელს უწყობს ხანგრძლივ დანაყრებას, რაც ამცირებს მოულოდნელი შიმშილისა და ზედმეტი კალორიების მიღების რისკს.
ტყლაპი და ბადაგიო კარგი არჩევანია როგორც დესერტად, ასევე სასუსნავად. მათი მირთმევისას მნიშვნელოვანია პორციის გათვალისწინებაც. ქართული გემოები შეგიძლიათ ყოველდღიურ მენიუში ზომიერი რაოდენობით და განსხვავებული ფორმით ჩართოთ.
ტყლაპისა და ბადაგიოს მრავალფეროვანი არჩევანი ხელმისაწვდომია ონლაინ მაღაზიაში “ჩემი მარაგი”. ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი გემო – სხვადასხვა ხილის ტყლაპიდან დაწყებული სხვადასხვა თხილეულის ბადაგიომდე დამთავრებული. მიწოდების სერვისი უფასოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში.