ბლოგი - ჩემი მარაგი

4 სუპერ საკვები სუპერ ჯანმრთელობისთვის

4 super sakvebi janmrtelobistvis
სუპერსაკვები თანამედროვე კულინარიაში სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება. ეს არის იმ პროდუქტების ერთობლიობა, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მინერალებს.
ბლოგში გიამბობთ გამორჩეულ 4 სუპერსაკვებზე: მაჩას, ასაის, მორინგას და კამუ-კამუს ფხვნილებზე. ოთხივე პროდუქტი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს და ანტიოქსიდანტებს. ზოგიერთი მათგანი კი ბუნებაში მნიშვნელოვანი ვიტამინების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყაროა.
მაჩას ფხვნილი
მაჩა – ეს არის მწვანე ჩაის ფხვნილი, რომელიც დაფქული მწვანე ჩაის ფოთლებისგან მზადდება. მისი სამშობლო იაპონიაა. ტრადიციული მწვანე ჩაისგან განსხვავებით, როდესაც ფერის გასვლის შემდეგ, ფოთლებს ან ერთჯერად პაკეტს ვაგდებთ, მაჩას შემთხვევაში, მისი ფხვნილი სწორედ ამ ფოთლების დაფქვისას მიიღება. პროდუქტის კვებითი ღირებულებაც აქედან გამომდინარეობს – ყველაზე მეტი მინერალი და ვიტამინი ხომ თვით მწვანე ჩაის ფოთლებშია.
მაჩას ფხვნილს ტყუილად არ უწოდებენ სუპერსაკვებს. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს კატექინებს (ანტიოქსიდანტების ჯგუფი), რომლებიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. შესადარებლად, ერთ ჭიქა მაჩას ჩაიში ხუთჯერ მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე სხვა საკვებში.
მაჩას ფხვნილი ასევე ძალიან კარგი დეტოქსია და ჩვენს ორგანიზმს ეხმარება მავნე ტოქსინებისგან გაწმენდაში.
ასაის ფხვნილი
ასაი იგივე მუქი კენკრაა, რომლის სამშობლოდაც ამაზონის ჯუნგლები ითვლება. კენკრის გაყინვით და შემდეგ მისი გამოშრობით ამზადებენ ფხვნილს, რომელიც თავისი კვებითი ღირებულებების გამო სუპერსაკვებს მიეკუთვნება.
ასაის კენკრის ფხვნილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. შესაბამისად, მისი მიღება აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტმას. ასევე ასაის ფხვნილი ამცირებს ქოლესტერინს და ხელს უწყობს გულთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციას.
ეს სუპერსაკვები იდეალურია ასევე კანის ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ასაის კენკრა ცნობილია მასში შემავალი ანტიოქსიდანტების მაღალი დონით, ისინი ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას და იდეალურია კანის სტრუქტურის ჩამოყალიბებას.
მორინგას ფხვნილი
სასწაულის ხედ წოდებული მორინგა ჰიმალაის მთებიდან მოდის. მისი ფოთლები იმდენად გემრიელი და სასარგებლოა, რომ მათ აშრობენ, ფქვავენ და მიღებულ ფხვნილს საკვებ ნივთიერებად იყენებენ.
მორინგას ფხვნილი ასევე სუპერსაკვებია, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, C, A და E ვიტამინებს და 9-ვე აუცილებელ ამინომჟავას. ეს კი მას მცენარეული ცილის იდეალურ ვარიანტად გარდაქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვეგეტარიანელი ან ვეგანი ხართ, მორინგას ფხვნილი თქვენი კვების რაციონში თავისუფლად შეგიძლიათ ჩართოთ და შეივსოთ ცილის მარაგი.
მორინგას ფხვნილს ასევე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ორგანიზმს ეხმარება იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში.
კამუ-კამუს ფხვნილი
მოტკბო-მომჟავო გემოს მქონე კამუ-კამუს ფხვნილი C ვიტამინის საბადოა. მისი სამშობლო ამაზონის ტროპიკული ტყეებია. ეს სუპერ საკვები სეროტონინისა და დოფამინის შემცველობით ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და განწყობის გაუმჯობესებას.
კამუ-კამუს ფხვნილი ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აჩქარებს რკინის შეწოვას და ჭრილობების შეხორცების პროცესს. ხოლო მისი იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები ეხმარება ორგანიზმს ანთებითი პროცესების პრევენციაში.
თუ გსურთ, რომ ეს 4-ვე სუპერ პროდუქტი თქვენი კვების რაციონში შეიტანოთ, „ჩემი მარაგი“ ამის არაჩვეულებრივ საშუალებას გაძლევთ. ჩვენი კურიერი თქვენ მიერ შერჩეულ პროდუქტებს სასურველ ადგილას უფასოდ მოგიტანთ.