ბლოგი - ჩემი მარაგი

TOP პროდუქტები B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით

TOP პროდუქტები B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით

B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნადი ნუტრიენტებია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს სრულფასოვანი განვითარებისა და სწორი ფუნქციონირებისთვის სჭირდება. B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი შედგებან 8 სახის ვიტამინისგან, რომლებიც მონაწილეობენ ენერგიის წარმოქმნაში, უჯრედების ფორმირებაში და ამასთან ერთად, აძლიერებენ იმუნიტეტს. რადგან ამ ვიტამინების უმეტესობა ჩვენს ორგანიზმში არ ინახება, მათი მარაგი საკვების სახით უნდა შევივსოთ. ამის საუკეთესო საშუალება კი თხილეულია, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, ძალიან გემრიელი წასახემსებელია.
ამ ბლოგში განვიხილავთ B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარ 5 სახის თხილეულს, რომლებიც შეგიძლიათ ყოველდღიურად ჩართოთ თქვენს კვების რაციონში, შეივსოთ მიკროელემენტების დღიური დოზა და ამასთან ერთად, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.

კასტანია
კასტანია – იგივე ბრაზილიური თხილი, ერთდროულად რამდენიმე სახის B ჯგუფის ვიტამინს შეიცავს. მაგალითად, ის ვიტამინი B1-ის ანუ თიამინის კარგი წყაროა. თიამინის ფუნქციაა, ჩვენს მიერ მიღებული ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები ენერგიად გარდაქმნას. შესაბამისად, თუ ინტენსიურად ჩართავთ თქვენს კვების რაციონში ბრაზილიურ თხილს, თავს გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ.
კასტანია ასევე შეიცავს რიბოფლავინს (B2), რომელიც გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით და ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას.

ნუშის გული
ნუშის გული იდეალური ნუტრიციული პროდუქტია, რომლის მირთმევის შემდეგ, დანაყრების შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ. მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მაგალითად, ნიაცინი (B3), რომელსაც ნუში უხვად შეიცავს, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას, მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებასა და კანის გაჯანსაღებაში.
ნუში ასევე საუკეთესო წყაროა ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინის – ფოლატის, რომელიც B ჯგუფის ვიტამინებს განეკუთვნება. ფოლატის სინთეზური ფორმა ფოლიუმის მჟავაა, თავად ფოლატი კი უზრუნველყოფს ლეიკოციტების წარმოქმნას და ორსულობის დროს ემბრიონის განვითარებას.

არაქისი
ბევრისთვის საყვარელი თხილეული – არაქისი, ჯანსაღი ხემსია, რომელიც შეიცავს B1, B3, B5 და B6 ვიტამინებს. პროდუქტში შემავალ ელემენტებში, აღსანიშნავია B5 ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ცნობილია, როგორც პანთითენიკის მჟავა. ეს ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მეტაბოლიზმის აჩქარების პროცესში და უზრუნველყოფს კანისა და თმის გაჯანსაღებას.
მიწისთხილში შემავალი კიდევ ერთი ვიტამინი, B6 ანუ პიროქსინი, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 100-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, მათ შორის, ამინომჟავების მეტაბოლიზმში და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ის ასევე დიდ როლს ასრულებს ტვინის ჯანმრთელობისა და შემეცნებითი ფუნქციის შენარჩუნებაში.

ნიგოზი
ნიგოზი ის უგემრიელესი თხილეულია, რომელიც შეიცავს ვიტამინ B9-ს იგივე ბიოტინს. ბიოტინის ნაკლებობა იწვევს თმის ცვენას და კანზე გამონაყარს. გასაკვირი არცაა, რომ ბიოტინს სილამაზის ვიტამინს უწოდებენ, რადგან ის ხელს უწყობს კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობას.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და გემრიელ გზას, თუ როგორ შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი თხილეულის შეტანა თქვენს კვების რაციონში:

ხემსი: მიირთვით 50 გრამი ნებისმიერი სახის თხილეული და თქვენ მიიღებთ B ჯგუფის ვიტამინების უდიდეს ნაწილს.

სალათები: მოაყარეთ სალათებს დაჭრილი თხილეული. ამგვარად თქვენ მიიღებთ უგემრიელეს, ხრაშუნა სალათს, რომელიც სავსე იქნება B ვიტამინით.

საუზმე: დაამატეთ ნებისმიერი თხილეული დილას შვრიის ფაფას ან იოგურტს. მოამზადეთ გრანოლა თხილეულით და მიირთვით რძესთან ერთად.

რაც მთავარია, თუ გსურთ თქვენი ორგანიზმი B ჯგუფის ვიტამინებით შეავსოთ, მაშინ აღნიშნული თხილეული „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიიდან უნდა მოიმარაგოთ. შეკვეთილ თხილეულს საქართველოს მასშტაბით, სრულიად უფასოდ მოგაწვდით ნებისმიერ მისამართზე.