ბლოგი - ჩემი მარაგი

საუკეთესო ნაკრები მოგზაურებისთვის

samgzavro-maragi.jpg

თუ საზაფხულო მოგზაურობაში წასვლა დაგეგმეთ და უკვე იმაზე ფიქრობთ, რომელ ხემსს გაიყოლებთ, „ჩემი მარაგი“-დან სამოგზაურო ნაკრები მოიმარაგეთ. ჯანსაღი და გემრიელი ხემსის ნაკრები დაგეხმარებათ გრძელი გზა სასიამოვნოდ გაატაროთ.

„სამგზავრო მარაგი“, რომელიც მოგზაურობის მოყვარულთათვის შეიქმნა, აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ნუტრიციულ და ენერგეტიკულ ღირებულებებთან ერთად, საოცარი გემოთი და ტექსტურით გამოირჩევა.

რომელი ხემსი შედის სამგზავრო მარაგში?

• მოხალული ქეშიუ
• მოხალული ფსტა
• შტოშის ჩირი
• მოცვის ჩირი

ამ ბლოგში კი განვიხილავთ თითოეული პროდუქტისთვის დამახასიათებელ და სასარგებლო თვისებებს:

მოხალული ქეშიუ

კრემისებრი ტექსტურა და ნაზი გემო, ქეშიუს, გურმანებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ხემსად გარდაქმნის. ქეშიუ მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, პროტეინებითა და ისეთი მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორებიცაა: მაგნიუმი, თუთია და რკინა. ვინაიდან მოგზაურობას გარკვეული ფიზიკური დატვირთვა თან ახლავს, პროტეინებით მდიდარი ქეშიუ ხანგრძლივ ენერგიას მოგცემთ. ამასთან ერთად, ეს უნიკალური პროდუქტი იდეალურია როგორც მარილიან, ასევე ტკბილ გემოებთან ერთად კომბინაციაში.

ფსტა

ქეშიუს მსგავსად, ფსტაც მაღალნუტრიციული ხემსია, რომელიც დამღლელი მგზავრობის შემდეგ ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ბოჭკოთი, პროტეინებით, ჯანსაღი ცხიმებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ფსტა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ სარგებელს იძლევა.
ზოგადად, ფსტას გარჩევა, ანუ ნაჭუჭისგან გულის გამოცალკევება, დიდ დროს მოითხოვს. იმისთვის, რომ მოგზაურობისას ამ ნაწილში არ მოცდეთ, სამგზავრო მარაგში გათვალისწინებულია უკვე გარჩეული, მოხალული ფსტა.

შტოშის ჩირი

თუ მგზავრობისას ტკბილი ხემსი გენატრებათ, მაგრამ თან გსურთ, რომ ეს უკანასკნელი ჯანსაღიც იყოს, შტოშის ჩირი იდეალური არჩევანია. ძალიან სასარგებლო კენკრის ჩირი შეიცავს C, E და K ვიტამინებს, ასევე დიეტურ ბოჭკოს. ანტიოქსიდანტებით მდიდარი შტოში ხასიათდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სარგებლიანობით.

მოცვის ჩირი

მრავალფეროვანი გემოების კომბინაცია თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის. მოცვის ჩირი სწორედ ის ხემსია, რომელიც გასაოცარი, უნიკალური გემოებით ხასიათდება და არა მხოლოდ! ეს მცირე ზომის კენკრის ჩირი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და შეიცავს ანტოციანებს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

სამგზავრო ნაკრებში 4-ვე პროდუქტი ისე შეირჩა, რომ თითოეული მათგანი ყოფილიყო არომატებით მდიდარი და ვიტამინებით სავსე. ამასთან ერთად, საკვებად მოსახერხებელი და მეგობრებისთვის მარტივად გასაზიარებელი. მსგავსი ხემსი თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სახალისოს და ენერგიულს გახდის.

გაითვალისწინეთ, რომ სამგზავრო მარაგი უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც დაცული იქნება ჭარბი სინათლისა და სიცხისგან.

რაც ყველაზე მთავარია, სამგზავრო მარაგის შეკვეთის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი მას საქართველოს ნებისმიერ ადგილას, სრულიად უფასოდ მოგართმევთ.