ბლოგი - ჩემი მარაგი

რატომ უნდა აირჩიოთ „ენერგიის მარაგი”?

„ჩემი მარაგის“  თემატური მარაგების კატეგორიას ახალი, ენერგიული ნაკრები შეემატა. ენერგია ადამიანის უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელსაც ორგანიზმი საკვებიდან იღებს. თუმცა გადამწყვეტია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ხარისხიც ანუ რა ტიპის საკვები შედის დღის რაციონში.

თუ ენერგიის ძირითადი წყარო არის ტკბილეული, ანუ მარტივი ნახშირწყლები, ორგანიზმი სწრაფად იღებს ენერგიას, მაგრამ მალევე კარგავს მას. ეს იწვევს შაქრის დონის მკვეთრ ცვალებადობას და განმეორებით შიმშილს. შედეგად, გროვდება ზედმეტი კალორიები – საჭირო ცილების, ჯანსაღი ცხიმებისა და ვიტამინების გარეშე.

სხვა შემთხვევაში, როცა არჩევანი კეთდება უფრო დაბალანსებულ პროდუქტებზე, ორგანიზმი ენერგიას იღებს თანაბრად და უფრო ხანგრძლივად. სწორედ ასეთ პრინციპზეა შექმნილი „ენერგიის მარაგი“. მასში შემავალი 5 პროდუქტი წარმოადგენს ენერგიის ბუნებრივ წყაროს და ამავდროულად შეიცავს უჯრედისს, ვიტამინებსა და სასარგებლო ცხიმებს.
ნუში  

ნუში „ენერგიის მარაგის” შემადგენლობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს მცირე ზომის თხილეული სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს: ჯანსაღ ცხიმებს, მცენარეულ ცილასა და უჯრედისს. სწორედ, ამ კომბინაციის წყალობით ნუში ენერგიის ბუნებრივი და ეფექტური წყაროა.

ჯანსაღი ცხიმების მაღალი შემცველობის გამო, სულ რაღაც 28 გრამი ნუშიც კი დიდი რაოდენობით ენერგიას უზრუნველყოფს. ამიტომ, ის განსაკუთრებით პრაქტიკულია გზაში ან ვარჯიშის დროს, როცა ენერგიის სწრაფად შევსებაა საჭირო.

ნუშში შემავალი მცენარეული ცილა ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნების გახანგრძლივებას. ის კუჭში შედარებით დიდხანს რჩება და ტვინს სიგნალს აწვდის, რომ ორგანიზმს ჯერ კიდევ აქვს „საწვავი“. შედეგად, ორგანიზმი უფრო ნელა იღლება და ხანგრძლივად ინარჩუნებს ენერგიას.

ასევე მნიშვნელოვანია უჯრედისის როლი, რომელიც ანელებს სისხლში შაქრის შეწოვას. ტკბილეულისგან განსხვავებით, რომელიც შაქრის დონეს სწრაფად ზრდის და შემდეგ მკვეთრად ამცირებს, ნუში უზრუნველყოფს მის თანაბარ და სტაბილურ შენარჩუნებას. შედეგად, ორგანიზმი უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს ენერგიას და ნაკლებად განიცდის მოულოდნელ შიმშილს.

ნუში ასევე შეიცავს შემდეგ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს: მაგნიუმი, ვიტამინი B2, სპილენძი და მანგანუმი. ეს ნივთიერებები ორგანიზმს უჯრედულ დონეზე ეხმარებიან ენერგიის წარმოქმნაში.

 

ქეშიუ 

„ენერგიის მარაგი” ნუშთან ერთად ქეშიუსაც აერთიანებს. ეს გამორჩეული თხილეული ნახშირწყლებისა და ჯანსაღი ცხიმების იდეალურ ბალანსს იძლევა, რაც მას ენერგიის სწრაფად ათვისებად წყაროდ აქცევს. ქეშიუ განსაკუთრებით სასარგებლოა გონებრივი გადაღლილობისას ან მაშინ, როდესაც ორგანიზმი ძალების მყისიერ აღდგენას საჭიროებს.

ქეშიუს მთავარი სიძლიერე მის მინერალურ შემადგენლობაშია. მაგალითად, მასში არსებული რკინა უზრუნველყოფს ჟანგბადის შეუფერხებელ ტრანსპორტირებას უჯრედებამდე, რაც ფიზიკურ გამძლეობაზე პირდაპირ აისახება, მაგნიუმი კი საკვანძო როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში. ხოლო, როდესაც მეტაბოლიზმი გამართულად მუშაობს, სხეული უფრო ეფექტურად წვავს ენერგიას და ახმარს ფიზიკურ თუ გონებრივ აქტივობებს.

ქეშიუ ასევე მდიდარია სპილენძითა და თუთიით, რომლებიც აუცილებელია ფერმენტული რეაქციებისთვის. თუ ნუში ენერგიის „შენახვაზეა” ორიენტირებული, ქეშიუ უფრო მეტად ააქტიურებს შინაგან რესურსებს დაღლილობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

გოგრის გული

კიდევ ერთი სუპერ პროდუქტი, რომელიც „ენერგიის მარაგში” შედის, გოგრის გულია. სხვა თხილეულისა და თესლეულისგან განსხვავებით, ის განსაკუთრებული მინერალური პროფილით გამოირჩევა და კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ ფიზიკური ენერგიის შენარჩუნება, არამედ ჰორმონალური ბალანსის მხარდაჭერაც.

გოგრის თესლი შეიცავს მაღალი ხარისხის მცენარეულ ცილას, ჯანსაღ ცხიმებს და ანტიოქსიდანტებს, რომელთა კომბინაციაც მას ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ წყაროდ აქცევს.

მისი მთავარი უპირატესობა თუთიისა და მაგნიუმის რეკორდული შემცველობაა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჰორმონალური სისტემის გამართული მუშაობისთვის. ეს კი პირდაპირ აისახება ადამიანის საერთო ტონუსსა და ენერგიაზე.

ნუშისა და ქეშიუსგან განსხვავებით, გოგრის გული შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც ორგანიზმს სტრესის მართვაში ეხმარება. მშვიდი ნერვული სისტემა კი ნიშნავს ენერგიის უფრო რაციონალურ ხარჯვას და დღის განმავლობაში მაღალი პროდუქტიულობის შენარჩუნებას.

 

მანგოს ჩირი 

მაშინ, როცა თხილეული და თესლეული ხანგრძლივ ენერგიას უზრუნველყოფს, ჩირეული სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლოვანი მუხტია, რომელიც ორგანიზმს ენერგიით მყისიერად ამარაგებს. სწორედ ამიტომ მარაგში მოხვდა მანგოს ჩირი, რომელიც ხილის კონცენტრირებულ ფორმას წარმოადგენს. ის აერთიანებს ბუნებრივ შაქრებს (ფრუქტოზადა გლუკოზა), უჯრედისსა და ვიტამინებს.

თხილეულის შემთხვევაში ენერგიის ძირითადი ნაწილი ცხიმებიდან მოდის, ხოლო მანგოს ჩირი ორგანიზმს სწრაფად აწვდის ნახშირწყლებს, რაც მას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს.

მანგოს ჩირი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს. ვიტამინი B6  და ფოლიუმის მჟავა გადამწყვეტ როლს ასრულებს ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნის პროცესში. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს, რომ მიღებული შაქარი არა ცხიმად, არამედ კუნთებისა და ტვინისთვის საჭირო „საწვავად” გადაიქცეს.

გარდა ამისა, მანგოს ჩირი მდიდარია C ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით, რომლებიც იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ვარჯიშის ან გონებრივი დატვირთვის დროს, სხეულში დაგროვებული დაღლილობის გამომწვევი თავისუფალი რადიკალების განეიტრალებით, ორგანიზმი წამებში ფხიზლდება და იღდგენს ძალებს.

 

ფინიკი 

„ენერგიის მარაგში” განსაკუთრებული ადგილი ფინიკს უკავია – ბუნების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროდუქტს, რომელსაც ხშირად „საუკეთესო საწვავადაც” მოიხსენიებენ.

ეს უნიკალური ნაყოფი ბუნებრივი შაქრებისა და მინერალების საოცარ კომბინაციას წარმოადგენს. სწორედ ამ შემადგენლობის წყალობით, ფინიკი ენერგიის მიღების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა. მისი მიღება რეკომენდებულია ინტენსიური ვარჯიშის წინ ან უშუალოდ გონებრივი გადაღლილობის მომენტში.

მიუხედავად გამოხატული სიტკბოსი, ფინიკი შეიცავს კალიუმსა და უჯრედისს, რომლებიც ანელებენ შაქრის შეწოვას. ჩვეულებრივი ტკბილეულისგან განსხვავებით, ფინიკი არ იწვევს ენერგიის მკვეთრ ვარდნას და უზრუნველყოფს ენერგიის დიდხანს შენარჩუნებას.

ფინიკი ასევე შეიცავს მაგნიუმს, სპილენძსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის გამართულ მუშაობას. ფინიკი იდეალური არჩევანია როგორც დღის დასაწყებად, ისე ძალების სწრაფად აღსადგენად. ის ერთდროულად ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით და აუცილებელი მიკროელემენტებით.

„ენერგიის მარაგი” მარტივად ერგება ყოველდღიურობას, იქნება ეს სამუშაო დღე თუ მეგობრებთან შეხვედრა. თხილეულის, ჩირეულის და თესლეულის ეს იდეალური კომბინაცია გეხმარებათ სწრაფად აღიდგინოთ ენერგია, შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა და არაჯანსაღი სნექები გემრიელი ალტერნატივით ჩაანაცვლოთ.

 

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“  500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის არის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საკონდიტრო, სუნელები და სხვა. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის მიწოდების სერვისი უფასოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში.