წიწიბურა – უგლუტენო ბურღულეული
კვების სამყაროში რთულად თუ მოიძებნება ისეთი მრავალფეროვანი და ნუტრიციული პროდუქტი, როგორიც წიწიბურაა. ეს ფსევდომარცვლეული იდეალური მათთვის, ვისი ორგანიზმიც გლუტენს ვერ იღებს. საუკუნეების განმავლობაში, წიწიბურა გამოირჩეოდა თავისი უნიკალური გემოთი და ნუტრიციული ღირებულებებით.
იცოდით, რომ წიწიბურა უძველესი წარმოშობისაა და მისი კულტივირება 8 000 წელზე მეტ ხანს ითვლის? სწორედ მრავალწლიანი ისტორიისა და სარგებლიანობის გამო, დღეს მას აქტიურად გამოიყენებენ კულინარიაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ პროდუქტად ითვლება.
რა უნდა იცოდეთ წიწიბურაზე?
სრული პროტეინი
წიწიბურა შეიცავს პროტეინის სრულ პროფილს, რაც გულისხმობს 9-ვე აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც თავმოყრილია ამ პროდუქტში. შესაბამისად, წიწიბურა არის მცენარეული ცილის ძალიან კარგი წყარო, რაც მას იდეალურ საკვებ დანამატად გარდაქმნის ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის.
რთული ნახშირწყლების საბადო
წიწიბურაში შემავალი რთული ნახშირწყლები უზრუნველყოფს მდგრადი ენერგიის გამომუშავებას, ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას და ამცირებს ენერგიის დაკარგვის რისკს.
18% ბოჭკო
წიწიბურის შემადგენლობის 18% ბოჭკოვანია. ბოჭკოს რაოდენობით, ის უსწრებს კინოას. შესაბამისად, წიწიბურა საუკეთესო პროდუქტია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. წიწიბურა ასევე უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმში დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნის მანძილზე. სწორედ, ამიტომ წიწიბურას ხშირად შეხვდებით იმ ადამიანების კვების რაციონში, ვისაც წონის კლება სურს.
რუტინის შემცველობა
ჯანსაღი კვების მოყვარულთა მენიუში წიწიბურას ხშირად შეხვდებით. ეს ფსევდომარცვლეული შეიცავს დიდი ოდენობით რუტინს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.
მინერალების წყარო
მაგნიუმი, მანგანუმი და ფოსფორი – ეს ის მნიშვნელოვანი მინერალებია, რომლებიც წიწიბურას შემადგენლობაში გვხვდება. კონკრეტულად ეს მინერალები უზრუნველყოფენ ძვლების სიძლიერეს და ამცირებენ ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.
ანტიოქსიდანტური თვისებები
წიწიბურა შეიცავს იმაზე მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე სხვადასხვა სახის მარცვლეული (მაგ. შვრია, ხორბალი, ჭვავი და ა.შ) მათ შორის კვერცეტინს და ფენოლის მჟავებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.
წიწიბურას გამოყენება კულინარიაში
საუზმე: ვინაიდან წიწიბურა უგლუტენო პროდუქტია, ის შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე ფაფის სახით. მოაყარეთ ხილი, თხილი და მოასხით ცოტაოდენი თაფლი. გემოვნების მიხედვით შესაძლებელია მარილიანი ვერსიით მირთმევაც. მოაყარეთ გახეხილი ყველი და გემრიელი საუზმეც მზად არის.
სალათები: მოხარშული და გაციებული წიწიბურა იდეალურად ერწყმის ახალ ბოსტნეულს, მწვანილსა თუ სხვადასხვა ტიპის სოუსებს. თან, რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დამატებით ძალიან დიეტურ და ჯანსაღ სალათს მიიღებთ.
ცხობისთვის: რადგან წიწიბურა ხორბლის ფქვილის უგლუტენო ალტერნატივაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლინების, მაფინების ან თუნდაც მაკარონის დასამზადებლად.
თუ გსურთ, ეს სასარგებლო პროდუქტი პირდაპირ სახლის კართან მოგართვან, „ჩემი მარაგი“ უფასო მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ გთავაზობთ.