საუკეთესო პროდუქტები ჯანსაღი კვების რაციონისთვის
ჯანსაღი კვების შედგენისას აუცილებელია ჩვენს რაციონში შევიტანოთ საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა: თხილეული, ჩირეული, მარცვლეული და ბურღულეული. თითოეული მათგანი ვიტამინების, მინერალებისა და ჯანსაღი ცხიმების საბადოა, რაც საუკეთესო პროდუქტებია ჯანსაღი კვებისთვის.
თხილეული
თხილეული მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ცილებითა და საკვები ბოჭკოთი. თხილეულში შემავალი უჯერი ცხიმები უზრუნველყოფენ ქოლესტერინის დონის კლებას სისხლში და გულის დაავადებების რისკის პრევენციას.
თხილეული ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს და სხვა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორებიცაა: ვიტამინი E და მაგნიუმი.
იმისთვის, რომ თქვენი საკვები ამ მნიშვნელოვანი და ჯანსაღი პროდუქტებით გაამდიდროთ, უბრალოდ სცადეთ მათი დამატება საუზმეში.
ბუნებაში თხილეულის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ამ ბლოგში გავეცნობით ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს: ნუშს, ნიგოზს, ქეშიუს და არაქისს.
ნუში
ჯანსაღი ცხიმებით, პროტენიებით, საკვები ბოჭკოთი, E ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარი თხილეულია. ყოველდღიურად 5-6 ცალი ნუშის მიღება ამცირებს გულის დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებს და გეხმარებათ წონის კორექციაში.
ნიგოზი
ნიგოზი ომეგა-3-ის, ცილების, მინერალებისა და საკვები ბოჭკოს საბადოა, რომელიც ასევე შეიცავს თუთიასა და მანგანუმს. აღნიშნული ვიტამინები და მინერალები ჩვენი ტვინის უჯრედებს უკეთესად ფუნქციონირებაში ეხმარება.
ქეშიუ
ჯანსაღი ცხიმებით, ცილებით, ბოჭკოთი, მაგნიუმითა და თუთიით მდიდარი ეს თხილეული ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს და აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას.
არაქისი
ეს უგემრიელესი წასახემსებელი შეიცავს პროტეინებს, ჯანსაღ ცხიმებს, ბოჭკოსა და ისეთ მინერალებს, როგორებიცაა, მაგნიუმი და ფოსფორი. ყოველდღიურად არაქისის მიღება ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და გეხმარებათ წონის კლებაში.
ჩირეული
ტკბილი გემოების მოყვარულებისთვის, ჩირი შესანიშნავი საშუალებაა თქვენს კვებაში ბუნებრივი, ჯანსაღი ტკბილეულის დასამატებლად. ვიტამინებით და მინერალებითა მდიდარი ჩირი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც წასახემსებლად, ასევე გამოიყენოთ სალათებსა და საუზმის სხვადასხვა ვერსიებში.
გარგრის ჩირი
გარგრის ჩირი შეიცავს A და C ვიტამინებს, ბოჭკოსა და კალიუმს, რაც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და დადებითად აისახება კანის ჯანმრთელობაზე.
ფინიკი
B6 და K ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და უზრუნველყოფს ანთებითი პროცესების პრევენციას. კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი ფინიკი საუკეთესო ბუნებრივი დამატკბობელია თქვენი კერძებისთვის.
ქიშმიში
ქიშმიში სხვადასხვა ვიტამინების, რკინისა და კალიუმის საბადოა. პროდუქტში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას და ამცირებს გულის დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებს.
ლეღვის ჩირი
საკვები ბოჭკოთი, ვიტამინებით, კალიუმითა და კალციუმით მდიდარი ჩირის ეს სახეობა დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებაში, თქვენს ძვლებს კი შეუნარჩუნებს სიჯანსაღესა და სიმტკიცეს.
მარცვლეული
მარცვლეული ჯანსაღი კვების რაციონის განუყოფელი ნაწილია. მარცვლეული წარმოადგენს ისეთი ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროს, როგორებიცაა: რკინა, მაგნიუმი და B ვიტამინი. მათი ერთობლიობა არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს გულთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკს.
კინოა, ყავისფერი ბრინჯი, ცერცვი, ლობიო – ეს ის მარცვლეულია, რომლითაც შეგიძლიათ რაფინირებული საკვები ჩაანაცვლოთ. მაგალითად, თეთრი პურის ნაცვლად გარნირად მიირთვათ კინოა ან ყავისფერი ბრინჯი.
კინოა
მარცვლეულის ეს სახეობა მართლაც რომ ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. მასში შემავალი მაგნიუმი და რკინა აკონტროლებს სისხლში შაქრის შემცველობას.
ყავისფერი ბრინჯი
ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მანგანუმით მდიდარი ყავისფერი ბრინჯი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამცირებს გულის დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებს.
ლობიო
იდეალური პროდუქტია იმისთვის, რომ თქვენს კვების რაციონში დაამატოთ მცენარეული პროტეინი და ბოჭკო. რკინით მდიდარი ლობიო აუმჯობესებს კუნთების ფუნქციონირებას და აუცილებელია უჯრედების ზრდისა და აღდგენისთვის.
ბურღულეული
იდეალური საუზმის შესაქმნელად ზოგჯერ მხოლოდ ბურღულეულია საჭირო. ეს აუცილებელი საკვები პროდუქტების ჯგუფი ავსებს ორგანიზმს ენერგიით და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
შვრია
ბურღულეულიდან შვრიის ფაფა საუზმისთვის შესანიშნავი არჩევანია, რადგან პროდუქტი მდიდარია პროტეინებით, საკვები ბოჭკოთი, ფოსფორით, ბიოტინითა და მაგნიუმით. საუზმის გასამრავალფეროვნებლად, დაუმატეთ შვრიის ფაფას თხილეული ან ჩირი. დამატებითი სიტკბოსთვის კი შეგიძლიათ მოასხათ მცირე რაოდენობის თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.
წიწიბურა
წიწიბურა საუკეთესო საშუალებაა როგორც საუზმის დროს, ასევე სადილზე, გარნირად მისართმევად. პროდუქტი მდიდარია რკინით და კალციუმით. წიწიბურის ჩართვა ჯანსაღი კვების რაციონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემადგენელი ნივთიერებების გამო, არეგულირებს ჰემოგლობის დონეს სისხლში და უზრუნველყოფს თქვენი კანის ჯანმრთელობას.
როგორც ბლოგში განვიხილეთ, თხილეული, ჩირეული, მარცვლეული და ბურღულეული ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი კომპონენტებია. აღნიშნული პროდუქტები გეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და შეამციროთ მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკი.
საუკეთესო პროდუქტები ჯანსაღი კვების რაციონისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. შეძენილ პროდუქციას კი სრულიად უფასოდ მიიღებთ სახლის კართან მთელი ქვეყნის მასშტაბით.