საუკეთესო ნაკრები ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის
ჯანსაღი ცხოვრების სტილი ორ ძირითად კომპონენტს აერთიანებს: სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას. როდესაც ჩვენს სხეულს სავარჯიშოდ ვამზადებთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საკმარისი ენერგია გვექნება. ენერგიისთვის კი ნუტრიენტებით მდიდარი საკვების მიღებაა საჭირო.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ 4 პროდუქტს: გოჯის მარცვალს, კუსკუსს, ჩიას თესლსა და კინოას. ეს იმ სუპერფუდების ჩამონათვალია, რომლებიც თქვენი კვების რაციონში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქტიურად ვარჯიშობთ.
გოჯის მარცვალი
ბუნებრივი სუპერფუდი – გოჯის მარცვალი პატარა ზომის ხილია, რომელიც სავსეა ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნუტრიენტით. კენკრის მსგავსი გოჯის მარცვლები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს კუნთების აღდგენასა და იმუნური სისტემის გაუმჯობესებას. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სნექის სახით, ასევე დაუმატოთ სალათებსა და სნექ ბოულებს.
კუსკუსი
კუსკუსი ჩრდილოეთ აფრიკული სამზარეულოდან მოდის, რომელიც სუპერგუდების კატეგორიას მიეკუთვნება სასარგებლო თვისებების გამო. კუსკუსი ნახშირწყლების შემცველობით იდეალური პროდუქტია, რაც თავის მხრივ, ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის უდიდესი წყაროა. რეკომენდებულია, რომ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე ჯანსაღი ნახშირწყლები მიირთვათ, ამისთვის კი კუსკუსი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან ერთად, კუსკუსი შეიცავს ბოჭკოს, პროტეინსა და სხვა აუცილებელ ნუტრიენტებს.
ჩიას თესლი
მიუხედავად იმისა, რომ ჩიას თესლი უმცირესი ზომისაა, ის შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, ბოჭკოს, პროტეინსა და ანტიოქსიდანტებს. ეს პატარა შავი და თეთრი მარცვლები გადამუშავებისას გელის მსგავს კონსისტენციას ქმნის, რომელიც ვარჯიშის დროს ხელს შეგიწყობთ ჰიდრატაციის შენარჩუნებაში და ასევე შეგიმცირებთ შიმშილის შეგრძნებას. დაამატეთ ჩიას თესლი იოგურტში, ფაფასა და სმუზებში.
კინოა
კინოას ხშირად სუპერ მარცვლეულს უწოდებენ. კინოა – ეს არის უგლუტენო მარცვულეული, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ამინომჟავებს, რაც ამ პროდუქტს ცილის წყაროდ გარდაქმნის. ცილა კი კუნთის აღდგენისა და ზრდისთვის მთავარი საკვები ნივთიერებაა. სწორედ ამ მიზეზის გამო, კინოას ხშირად შეხვდებით სპორტსმენებისა და ფიტნესის მოყვარულების კვების რაციონში. ეს პროდუქტი ასევე მდიდარია ბოჭკოთი, რკინით, მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით.
როგორ შეგიძლიათ ჩართოთ აღნიშნული პროდუქტები დღის რაციონში?
აღნიშნული პროდუქტებით დღიური ნუტრიენტების კვების რაციონში გადანაწილება შემდეგნაირად შეგიძლიათ:
1. საუზმე: დაიწყეთ დღე ჯანსაღი სმუზით, რომელიც შეგიძლიათ დაამზადოთ გოჯის მარცვლებით ან ჩიას თესლით.
2. ლანჩი: შექმენით ცოცხალი სალათი მოხარშული კუსკუსით, ახალი ბოსტნეულითა და მწვანილებით. სიტკბოსა და ანტიოქსიდანტების დასამატებლად საუკეთესო დანამატი იქნება გოჯის მარცვლები.
3. სნექი: მოამზადეთ ჯანსაღი პუდინგი ჩიას თესლითა და თქვენი საყვარელი მცენარეული რძით. გააჩერეთ მთელი ღამე და მეორე დღეს ეს ნუტრიციული სნექი მიირთვით.
4. ვახშამი: დაფქული კინოასგან შესაძლოა მომზადდეს უგემრიელესი ფენქეიქები, რომელიც თქვენს ვახშამს პროტეინებით და ჯანსაღი ნახშირწყლებით მდიდარს გახდის.
ჯანსაღი კვების მოყვარულებს, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“, გთავაზობთ სავარჯიშო მარაგს, რომელიც მოიცავს 4-ვე პროდუქტს: გოჯის მარცვალს, კუსკუსს ჩიას თესლს და კინოას. ამ საუკეთესო პროდუქტების ნაკრებს ჩვენი კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგართმევთ.