საუკეთესო მარცვლეული – სელი და ჩია
ჩიას და სელის პატარა მარცვლებმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს და ჯანსაღი კვების სამყაროში დამსახურებული ადგილიც დაიკავეს. ეს ორი სუპერსაკვები გარდა გემოვნური თვისებებისა, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენება.
ჩიას თესლი
უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩიას თესლს მრავალ ოჯახში შეხვდებით. ეს ოქროს პროდუქტი, როგორც მას უძველეს დროში აცტეკები უწოდებდნენ, სავსეა ისეთი აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორებიცაა: ცხიმოვანი მჟავები, ცილები, ნახშირწყლები, უჯრედისები, მინერალები და სხვადასხვა ვიტამინები.
ჩიას თესლი შეიცავს ალფა-ლინოლენის მჟავას, ცნობილი, როგორც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის ტიპი, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და ძალიან მნიშვნელოვანია გულისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
ვინაიდან ჩიას თესლი ასევე უჯრედისის ძალიან კარგი წყაროა, ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და უზრუნველყოფს კუჭნაწლავის ჯანმრთელობას.
ჩიას თესლი იდეალურია წონის კლების პროცესშიც. ეს პატარა მარცვლები დაბალკალორიულებით გამოირჩევა, ამასთან ერთად კი, იმ საკვები ნივთიერებებით არის მდიდარი, რომლებიც გეხმარებათ თავი დანაყრებულად დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოთ. ჩიას თესლი ასევე იდეალურია დიაბეტის მქონე პირებისთვის, რადგან საუკეთესოა სისხლში შაქრის დონეს დაბალანსებაში.
ჩიას თესლი კულინარიაში
ჩიას თესლისგან უგემრიელესი კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ. თავად მომზადების პროცესი კი იმდენად მარტივია, აუცილებელი არც არის პროფესიონალი მზარეული იყოთ. ის შეგიძლიათ მიირთვათ უმად ან მოაყაროთ ფაფებს, სმუზებს და იოგურტებს. ჩიას ხშირად იყენებენ ვეგანურ ტკბილეულშიც.
ჩიას თესლის პუდინგი
ჩიას თესლისგან დამზადებული პუდინგი იდეალური საუზმეა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ჩიას თესლი
- 1 ჭიქა რძე
- 1 ს/კ თაფლი
- ახალი ხილი და თხილი
მომზადების წესი:
ჯამში აურიეთ ჩიას თესლი და რძე. სურვილისამებრ, დაამატეთ თაფლი სიტკბოს მისაცემად.
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, ჯამს თავსახური დააფარეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით.
პუდინგის კონსისტენციის მიღებისთანავე, მოაყარეთ თქვენი საყვარელი ხილი და თხილეული.
გემრიელად მიირთვით!
სელის თესლი
ჩიაზე არანაკლები სასარგებლო თვისებები აქვს სელის თესლს. ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივი დეტოქს პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან. ჩიას მსგავსად სელის თესლი შეიცავს ვიტამინების მთელ კომპლექტს, მინერალებს, ომეგა-3 -ის ცხიმოვან მჟავებს.
სელის თესლი ლიგნანების ძალიან კარგი წყაროა. ლიგნანები – ეს არის ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთები, რომლებიც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს.
მასში შემავალი უჯრედისები ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და იდეალურია ყაზბობის დროს.
სელის თესლი ასევე შეიცავს კალიუმს, რომელიც გვეხმარება თავიდან ავირიდოთ გულთან და თირკმელთან დაკავშირებული დაავადებები.
სელის თესლი კულინარიაში
სელის თესლი კულინარიაში ხშირად შეგხვდებათ ზეთის კონსისტენციით, რომელიც შესანიშნავი წყაროა ომეგა-3-ის. სელის თესლისგან ამზადებენ ფაფებს. წონის კლებისას კი მას ხშირად მიირთმევენ კეფირთან და მაწონთან ერთად.
სელის თესლის სმუზი
იმისთვის, რომ დღე ტკბილად და ჯანსაღად გაატაროთ, სელის თესლიგან მარტივად მოსამზადებელი სმუზი დააგემოვნეთ.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ დაფქული სელის თესლი
- 1 ჭიქა გაყინული კენკრა
- 1 ბანანი
- 1 ჭიქა ბერძნული ან უცხიმო იოგურტი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი ან აგავას სიროფი (სურვილისამებრ)
- 1 ჭიქა რძე
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ იქამდე, სანამ კრემისებრ და გლუვ მასას არ მიიღებთ.
დააგემოვნეთ, სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ თაფლი და მიირთვით!
იმისთვის, რომ ეს უგემრიელესი პუდინგი და სმუზი მოამზადოთ, სელისა და ჩიას თესლი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. სასურველ პროდუქტებს კი კურიერი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას უფასო მიტანის სერვისით მოგიტანთ.