როგორ შევინახოთ ჩირეული?
როგორ შევინახოთ ჩირეული? – ჩირი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ნუგბარია, რომელიც ვიტამინების საბადოს წარმოადგენს. ვინაიდან ხილი მალფუჭებადი პროდუქტია, მისი ჩირის სახით შენახვა ბევრად პრაქტიკული და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. ჩირში უფრო მეტი ვიტამინია, ვიდრე მაცივარში შენახულ ცოცხალ ხილში. თან გამომშრალი ხილის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ შეგიძლიათ მიირთვათ მთელი სეზონის განმავლობაში როგორც სნექის სახით, ასევე დაამატოთ ფაფებსა და სხვადასხვა დესერტებში. იმისთვის, რომ პროდუქტმა კვებითი ღირებულებები და არომატი შეინარჩუნოს, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ როგორ შეინახოთ ჩირეული სწორად.
განაცალკევეთ განსხვავებული სახეობის ჩირი ერთმანეთისგან
ჩირის შენახვისას, უმჯობესია, სხვადასხვა ხილის ჩირი ცალ-ცალკე შეინახოთ. მაგალითად, ზოგიერთი ხილის ჩირი უფრო მშრალია, ზოგიერთი კი – ტენიანი. თუ ორივე სახეობის ჩირს ერთად შეინახავთ, უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ პროდუქტი მალე გაფუჭდეს, დაეკარგოს არომატი და გემოვნური თვისებები. სწორედ ამის გამო, რეკომენდებულია, რომ სხვადასხვა სახეობის ჩირი განცალკევებულ ჭურჭელში შეინახოთ.
შეარჩიეთ შესაბამისი კონტეინერი
როდესაც საქმე ჩირის შენახვას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ შესანახი ჭურჭელი. იდეალურია, თუ ჰერმეტულ კონტეინერს აირჩევთ. დარწმუნდით, რომ ჭურჭელი მშრალი და სუფთაა, შემდეგ მოათავსეთ ჩირი და თავი აუცილებლად მჭიდროდ დაახურეთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ზედმეტი ჰაერი არ შევიდეს და პროდუქტი არ გააფუჭოს. უმჯობესია გამოიყენოთ შუშის ქილა ან კერამიკის ჭურჭელი. მოერიდეთ ერთჯერად კონტეინერებს, რადგან ისინი მარტივად ნესტიანდება და შესაძლოა გააფუჭოს პროდუქტი.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას
მზის სხივები და სითბო ჩირს არომატს და კვებით ღირებულებებს უკარგავს. სწორედ ამიტომ, არასდროს შეინახოთ ჩირი მზეზე ან სითბოში. ჩირეულის შესანახად შეარჩიეთ მშრალი და გრილი ადგილი, მაგალითად, კარადა ან საკუჭნაო. თუ ტენიან ადგილას ცხოვრობთ, ამ შემთხვევაში ჩირი მაცივარში ან საყინულეში შეინახეთ.
შეამოწმეთ პერიოდულად ჩირის სიმშრალე
როდესაც ჩირს შეინახავთ, კონტეინერები პერიოდულად ამოწმეთ ხოლმე: არის თუ არა ჩირი ისევ მშრალი. იმ შემთხვევაში, თუ ჩირი ოდნავ სველი (მაგრამ არა გაფუჭებული) მოგეჩვენათ, უმჯობესია მაშინვე მიირთვათ ან სხვა მშრალ კონტეინერში გადაიტანოთ.
როგორც ბლოგში განვიხილეთ, ჩირეულის სწორად შენახვა სულაც არ არის რთულ პროცესი. გაითვალისწინეთ, რომ გამომშრალი ხილის სწორად შენახვით, თქვენ მას უნარჩუნებთ კვებით ღირებულებებსა და არაჩვეულებრივ არომატს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ეს ჯანსაღი ნუგბარი შეიძინოთ, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ჩირეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ. თქვენთვის საყვარელი ხილის ჩირს კი პირდაპირ სახლის კართან, უფასო მიწოდების სერვისით მიიღებთ.