როგორ შევინახოთ მარცვლეული?
როდესაც საქმე ჯანსაღი კვების რაციონს ეხება, მარცვლეული ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად გვევლინება. აღნიშნული კატეგორიის მრავალფეროვანი პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით ავსებს, ასევე კულინარიაშიც წარმატებით გამოიყენება. ბრინჯი, კინოა, ლობიო, ოსპი, კუსკუსი – ეს იმ მარცვლეულის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება.
იმისთვის, რომ მარცვლეულმა არომატი და სასარგებლო თვისებები დიდი ხნით შეინარჩუნოს, მნიშვნელოვანია მათი სწორად შენახვა. ამ ბლოგში გაგიზიარებთ 5 მარტივ და პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ შევინახოთ მარცვლეული სახლის პირობებში:
1. აირჩიეთ შესაბამისი კონტეინერი
პირველ რიგში, როდესაც მარცვლეულის შენახვას გადაწყვეტთ, აირჩიეთ შესაბამისი კონტეინერი. მინის ქილა ან პლასტმასის ყუთი მჭიდროდ მორგებული თავსახურით – იდეალური არჩევანია მარცვლეულის შესანახად. მოერიდეთ ისეთ კონტეინერებს, რომლებსაც თავსახურს მჭიდროდ ვერ არგებთ, რადგან ჰაერთან კონტაქტში მარცვლეული შესაძლოა მარტივად გაფუჭდეს.
2. სუფთა და მშრალი
კონტეინერის არჩევის შემდეგ, დარწმუნდით, რომ ჭურჭელი სუფთა და მშრალია. მნიშვნელოვანია დაათვალიეროთ მარცვლეულიც, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და საღი. საჭიროების შემთხვევაში, მათი გადარჩევაც შეგიძლიათ. დაელოდეთ, როდის გაშრება მარცვლები სრულად, რათა თაავიდან აირიდოთ ტენიანობა და ობის გავრცელება.
3. გაითვალისწინეთ ტემპერატურა და ტენიანობა
მარცვლეული, განსაკუთრებით, ბრინჯი, ლობიო და კინოა, საუკეთესოდ ინახება გრილ, მშრალ ადგილას. გადაჭარბებულმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს მარცვლეულის გაფუჭება, შესაბამისად, მოერიდეთ მის შენახვას ღუმელთან ან ნიჟარასთან ახლოს. მარცვლეული პროდუქტების შესანახად ოპტიმალური ტემპერატურა მერყეობს 10°C-სა და 21°C-ს შორის.
4. მოარიდეთ მზის სხივებს
არასოდეს დადგათ მარცვლეულით სავსე ჯამი ან კონტეინერი მზის სხივებს ქვეშ. ულტრაიისფერი გამოსხივება აჩქარებს გაფუჭების პროცესს და ამცირებს კვებით ღირებულებებს. შესაბამისად, რეკომენდირებულია ამრცვლეულის შენახვა ფანჯრისგან მოშორებით.
5. პარაზიტების პრევენცია
მარცვლეულისთვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის მომტანია მწერები და პარაზიტები. ამ პრობლების თავიდან ასაცილებლად, მარცვლეულის კონტეინერებში დაამატეთ დაფნის ფოთლები.
ზემოთ აღნიშნული წესებით შენახული მარცვლეული აუცილებლად შეინარჩუნებს თავის არომატსა და კვებით ღირებულებებს. არ დაგავიწყდეთ, რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი შენახული მარცვლეული. თუ უჩვეულო სუნს ან ტენიანობას შეამჩნევთ, იცოდეთ, რომ ეს გაფუჭების ნიშნებია.
იმ შემთხვევაში კი, თუ მარცვლეულის მომარაგებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ პროდუქციის 250-მდე სახეობას გთავაზობთ. თქვენს ფავორიტ მარცვლეულს კი პირდაპირ სახლის კართან მიიღებთ, უფასო მიტანის სერვისის მეშვეობით.