როგორ მოვამზადოთ იმუნიტეტი ზამთრისთვის?
ზამთრისთვის ძლიერ იმუნურ სისტემაზე ზრუნვა შემოდგომიდან იწყება. ზამთრის სუსხიან დღეებს, უმჯობესია, თუ ჯანმრთელი ორგანიზმით შევხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ხილსა და ბოსტნეულს იმუნური სისტემის გაძლიერებაში მთავარი როლი უჭირავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს კვების რაციონში ისეთი ჯანსაღი პროდუქტების ჩართვა, როგორებიცაა: თხილეული, ბურღულეული, ჩირეული და მარცვლეული. ისინი არა მხოლოდ წარმატებით გამოიყენება კულინარიაში, არამედ ეხმარება ჩვენს იმუნურ სისტემას გაძლიერებაში.
მკვებავი ნივთიერებების საბადო – თხილეული, ძლიერი იმუნიტეტისთვის
ნუში: ეს ჯანსაღი და გემრიელი სასუსნავი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს შეინარჩუნოს უჯრედული მემბრანების მთლიანობა. ეს კი, თავის მხრივ, აუცილებელია იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის.
ნიგოზი: ომეგა -3-ის ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ნიგოზი ხელს უშლის ანთებითი პროცესების წარმოქმნას და აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
კასტანია: იგივე ბრაზილიური თხილის მარცვლები ერთ-ერთ იმ საუკეთესო პროდუქტების ჩამონათვალში შედის, რომელიც იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ფერმენტები, რომლებიც ბრაზილიური თხილის მიღებისას ორგანიზმში აქტიურდება, გადამწყვეტ როლს ასრულებს იმუნიტეტის გაძლიერებაში. ამასთან ერთად, დღიურად, სულ რაღაც 1 ცალი კასტანია რომ მიირთვათ, სელენის ყოველდღიურ დოზას შეივსებთ.
ბურღულეული – მდგრადი იმუნური სისტემისთვის
შვრია: ნოყიერი და გემრიელი შვრია შეიცავს ბეტა-გლუკანს, რომლის მიღებაც ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივი წყაროებიდან არ შეუძლია. ბეტა-გლუკანი ასტიმულირებს უჯრედებს და ეხმარება დასუსტებულ ორგანიზმს ძალების აღდგენაში.
ჩირეული – დროული არჩევანი იმუნიტეტის გასაძლიერებლად
გარგრის ჩირი: A და C ვიტამინებით მდიდარი გამომშრალი გარგარი ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას და ჯანსაღი კანის შენარჩუნებას. ამასთან ერთად, გარგრის ჩირს დამახასიათებელი გემო და არომატი აქვს, რაც კიდევ ერთ დიდ მიზეზს გაძლევთ, თუ რატომ უნდა შეიტანოთ ეს პროდუქტი თქვენი კვების რაციონში.
კივის ჩირი: C ვიტამინის საბადოდ წოდებული კივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად თქვენს იმუნიტეტს გააძლიერებს. პროდუქტი შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ ოდენობას და ასევე აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ფინიკი: რკინითა და A ვიტამინებით მდიდარი ფინიკი ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში და ზრდის ენერგიის დონეს. ამასთან ერთად, ეს ჯანსაღი სასუსნავი შაქრის იდეალური ჩამნაცვლებელიცაა.
მრავალფეროვანი მარცვლეული ჯანმრთელი ორგანიზმისთვის
კინოა: ცილის საბადო კინოა იმ აუცილებელ ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად.
შავი ბრინჯი: ეს პროდუქტი ვიტამინების უამრავ ჯგუფს შეიცავს, მათ შორის, E, K, B3, B5 და B6 ვიტამინებს. ასევე შავი ბრინჯი რკინისა და მაგნიუმის საბადოა, რაც ზამთრის სუსხიან დღეებში თქვენს ორგანიზმს გააძლიერებს. დიეტური და ჯანსაღი ბრინჯი თქვენი შემოდგომა-ზამთრის რაციონისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.
ჯანსაღი ორგანიზმის საიდუმლო დაბალანსებული კვებაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებთან ერთად მოიცავს ხილს, ბოსტნეულს და ბევრ წყალს. იმისთვის, რომ ზამთარს მომზადებული შეხვდეთ, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ თხილეულის, ჩირეულის, მარცვლეულისა და ბურღულეულის უდიდეს არჩევანს გთავაზობთ. სასურველ პროდუქტს უფასო მიწოდების სერვისით მიიღებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.