რატომ უნდა მიირთვათ წითელი ველური ბრინჯი?
წითელი ბრინჯის შესახებ თუ გაგიგიათ? ეს არის ბრინჯის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც თავისი უნიკალური შეფერილობითა და ეგზოტიკური გემოთი გამოირჩევა. წითელ ბრინჯს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ამასთან ერთად, აღნიშნული მარცვლეული არის დაბალკალორიული და სავსეა პროტეინებით, რის გამოც მნიშვნელოვანი პროდუქტია ჯანსაღი კვების რაციონისთვის. ამ ბლოგში გაგაცნობთ წითელი ბრინჯის სასარგებლო თვისებებს და გაგიზიარებთ ჯანსაღი სალათის მომზადების რეცეპტს.
ანტიოქსიდანტების საბადო
წითელი ბრინჯი ანტიოქსიდანტების ნამდვილი საბადოა. მისი უმშვენიერესი წითელი ფერიც მასში შემავალი ანთოციანინებისგან მოდის. ანთოციანინები იგივე ანტიოქსიდანტებია, რომლებიც გვხვდება მეწამული ფერის ხილში, როგორებიცაა კენკრა და ყურძენი. აღნიშნული ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ანთებითი პროცესების წარმოქმნას და ებრძვის ქრონიკულ დაავადებებს, როგორებიცაა: გულის დაავადება და დიაბეტი.
ბოჭკოვანი ნივთიერებების საბადო
ბრინჯის ეს სახეობა დიდი ოდენობით შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს. ეს უკანასკნელი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის და ხელს უშლის სისხლში შაქრის სწრაფ მატებას. წითელი ბრინჯი შეიცავს როგორც ხსნად, ისე უხსნად ბოჭკოს, რაც ხელს უწყობს უკეთეს მონელებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და გეხმარებათ წონის შენარჩუნებაში.
ნუტრიენტების საბადო
წითელი ბრინჯი არის იმ აუცილებელი ნივთიერებების წყარო, როგორებიცაა რკინა, თუთია, მაგნიუმი და B ვიტამინები (B1, B6 და B9). ეს ნუტრიენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ენერგიის დონის შენარჩუნებაში.
დაბალი გლიკემიური ინდექსი
თეთრი ბრინჯისგან განსხვავებით, წითელ ბრინჯს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი (GI), რაც ნიშნავს იმას, რომ ის იწვევს სისხლში შაქრის ნელ მატებას. ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის ან მათთვის, ვინც ცდილობს სისხლში შაქრის დონის მართვას. ასევე დაბალი გლიკემიური ინდექსი განაპირობებს კვებებს შორის დანაყრების შეგრძნების გახანგრძლივებას, შესაბამისად, თუ მიირთმევთ წითელ ბრინჯს, მომდევნო კვებამდე შიმშილის შეგრძნება არ შეგაწუხებთ.
გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება
წითელ ბრინჯში შემავალი ბოჭკოვანი ნივთიერებების, ანტიოქსიდანტების და ჯანსაღი ცხიმების არსებობა ხელს უწყობს გულის დაავადებების რისკის შემცირებას, არეგულირებს არტერიულ წნევას და მინიმუმამდე დაჰყავს ქოლესტერინის დონე სისხლში.
გარდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებისა, წითელი ბრინჯი კულინარიაშიც აქტიურად გამოიყენება. გიზიარებთ წითელი ბრინჯის სალათის უმარტივეს რეცეპტრს, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ შემწვარ ბოსტნეულთან ერთად.
ინგრედიენტები:
• მოხარშული წითელი ბრინჯი
• ბოსტნეულის ასორტი (მაგ: ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, პომიდორი ჩერი)
• ზეითუნის ზეთი
• ახალი მწვანილი (მაგ: ოხრახუში, რეჰანი)
• ლიმონის წვენი
• მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე;
2. მოასხით ბოსტნეულს ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.
3. მოამზადეთ ბოსტნეული 20-25 წუთის განმავლობაში იქამდე, სანამ არ გახდება რბილი და ოდნავ მომწვარი.
4. თასში აურიეთ მოხარშული წითელი ბრინჯი, შემწვარი ბოსტნეული, ახალი მწვანილი, გემოვნების მიხედვით დაამატეთ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.
წითელი ბრინჯის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. უგემრიელეს წითელ ბრინჯს კი პირდაპირ სახლის კართან მიიღებთ, უფასო მიწოდების სერვისის საშუალებით.