ქაცვი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მცენარეა, რომელსაც ხშირად ყველა დაავადების მკურნალსაც უწოდებენ. მკვეთრი ფორთოხლისფერი შეფერილობის ქაცვი გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითა და ასევე წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც. ქაცვი ძირითადად მთიან რეგიონებში იზრდება, შესაბამისად, ის საკმაოდ გამძლეა ექსტრემალური პირობების მიმართ.
ისტორიულად ქაცვი, თერაპიული თვისებების გამო, ძველ ტიბეტურ და ჩინურ მედიცინაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ამ მცენარეს დღევანდელ მედიცინაშიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ. კიდევ რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ამ სუპერ პროდუქტს, ბლოგში გაგაცნობთ:
ნუტრიენტების წყარო
ქაცვი არის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების საუკეთსო წყარო. პროდუქტი შეიცავს ვიტამინ C-ს, ვიტამინ E-ს, ფლავონოიდებსა და კაროტინოიდებს. ეს უკანასკნელი აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას.
კუჭ-ნაწლავის მცველი
ქაცვი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი. ეს განპირობებულია იმით, რომ ქაცვი შეიცავს ომეგას, რომლებიც ამარაგებენ ორგანიზმს ყველა საჭირო ცხიმოვანი მჟავებით.
მბზინავი კანის ელექსირი
ქაცვი კანს აახალგაზრდავებს და ბზინვარებას სძენს. ხშირად მას გამოიყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდაც, როგორებიცაა ეგზემა და აკნე. ქაცვში შემავალი ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები ებრძვიან დაბერების პროცესს და აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას.
იმუნიტეტის გამაძლიერებელი
ვინაიდან ქაცვი მდიდარია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და მოქმედებს, როგორც ერთგვარი „ფარი“, სეზონური დაავადებების წინააღმდეგ.
ანთების საწინააღმდეგო
ქაცვში არსებული ფლავონოიდებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი ნაზავი ამ მცენარეს ანტიანთებით პროდუქტად გარდაქმნის.
გულის ჯანმრთელობისთვის
კვლევებმა აჩვენა, რომ ქაცვი არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას. შესაბამისად, გულთან დაკავშირებული დაავადებების შესამცირებლად, რეკომენდირებულია ქაცვის ჩართვა ყოველდღიურ კვების რაციონში.
ქაცვი კულინარიაში
ზეთები და დრესინგები: ქაცვის ზეთი კულინარიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ დრესინგების მოსამზადებლად, რაც დაგეხმარებათ თქვენს სალათებსა თუ მარინადებს მოციტრუსო, მომჟავო გემო შესძინოთ.
სასმელები და სმუზები: ქაცვის მარცვლებს ხშირად გამოიყენებენ ჩაის და სმუზების მოსამზადებლად. დაგჭირდებათ ქაცვის მარცვლები, რომლებიც კარგად უნდა გარეცხოთ, მოაყაროთ შაქარი და დაჭყლიტოთ ისე, რომ მიიღოს პიურეს მსგავსი ტექსტურა. მიღებულ მასას დაასხით ადუღებული წყალი და 5 წუთის შემდეგ გემრიელად მიირთვით.
ეგზოტიკური მურაბები და ჯემები: ქაცვი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მურაბებისა თუ ჯემების მოსამზადებლად.
ქაცვი გახეხეთ, დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. ჯემი 2-3 დღის განმავლობაში გააჩერეთ თასში, შიგადაშიგ ურიეთ და გადაიტანეთ ქილებში.
ქაცვი უძვირფასესი პროდუქტია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა მოიპოვებოდეს. ქაცვის შეძენა ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ, რომელსაც შეკვეთის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ სახლის კართან.