პროტეინით მდიდარი პროდუქტები ჯანსაღი კვებისთვის
ადამიანის კვების რაციონში 3 აუცილებელი ნუტრიენტი უნდა შედიოდეს: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ცილებს, იგივე პროტეინებს, ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვთ. ისინი მონაწილეობას იღებენ კუნთოვანი ქსოვილის ზრდაში, სხვადასხვა უჯრედულ პროცესებში და ამასთანავე არეგულირებენ ჰორმონალური ბალანსს. ცნობილია, რომ ცილის საუკეთესო წყარო ხორცია, თუმცა ეს ბლოგი იმ ადამიანებისთვის მოვამზადეთ, რომლებიც პროტეინის შესავსებად მცენარეულ ცილას ეძებენ.
თხილეული მცენარეული ცილების ერთ-ერთი უდიდესი საბადოა. აღნიშნული პროდუქტების ყოველდღიური მიღებით გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და სურვილის შემთხვევაში, დაირეგულირებთ წონასაც. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ რამდენიმე გამორჩეულად სასარგებლო თხილეულს: ფსტას, ქეშიუს, ნუშს, თხილსა და ნიგოზს.
ფსტა
მკვეთრი მწვანე შეფერილობა და განსხვავებული გემო ფსტას გამორჩეულ თხილეულად აქცევს. ეს იდეალური პროდუქტი წარმოადგენს ცილოვან ძალას, რომელიც ამ აუცილებელ ნუტრიენტთან ერთად შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ბოჭკოს, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს. ფსტას აქტიურად იყენებენ საკონდიტრო მიმართულებით, თუმცა ასევე ძალიან უხდება ხორცეულსა და სალათებს.
ქეშიუ
ქეშიუ ის უნიკალური პროდუქტია, რომელსაც გამოიყენებენ მცენარეული რძის, ყველის, კრემისა თუ სალათების მოსამზადებლად. მრავალმხრივი გამოყენების გარდა, ეს ნუგბარი შეიცავს ცილების მნიშვნელოვან რაოდენობას და მონოუჯერ ცხიმებს, რაც ამცირებს გულთან დაკავშირებული დაავადებების რისკსა და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
ნუში
თუ ეძებთ მარტივ, გემრიელ და პროტეინით მდიდარ სასუსნავს, ნუში იდეალური არჩევანია. თხილეულის ეს სახეობა უზრუნველყოფს ცილების, ჯანსაღი ცხიმებისა და დიეტური ბოჭკოს იდეალურ ბალანსს, რომელიც საოცარი გემოთი და ნუტრიციული ღირებულებებით გამოირჩევა. ნუში ასევე მდიდარია E ვიტამინით, რის გამოც ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ნიგოზი
ნიგოზი ერთ-ერთი უგემრიელესი პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ ცილოვან დიეტაში თავისუფლად მიირთვათ. ნიგოზი მდიდარია ვიტამინებით, მონოუჯერი ცხიმებით და შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტებს. მიიღეთ 20-30 გრამი ნიგოზი ყოველდღიურად, დაუმატეთ ფაფებსა და სალათებს. ამგვარი ქმედებთი საგრძნობლად გაზრდით ცილების შემცველობას თქვენს კვების რაციონში.
თხილი
თხილი შეიცავს არა მხოლოდ ცილებს, არამედ გაჯერებულია სელენით და მინერალებით, რის გამოც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. დღევანდელ დღეს ძალიან პოპულარულია თხილის რძე, რომელიც უმარტივესად და ბიუჯეტურად მზადდება სახლის პირობებში. თხილში შემავალი ვიტამინები და მინერალები დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარეგულირებაში.
როგორ დაამატოთ მცენარეული ცილები სხვა პროდუქტებს?
მიქსი: ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი თხილეულის მიქსი, შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუმატოთ ჩირეული ან შავი შოკოლადი. შედეგად კი მიიღებთ ცილებით მდიდარ და გემრიელ საუზმეს ან ხემსს.
თხილის კარაქი: მოამზადეთ თხილის კარაქი მოხალული თხილითა და მწიკვი მარილით. სიტკბოსთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი. შედეგად მიიღებთ საოცრად გემრიელ ინგრედიენტს, რომელსაც დაამატებთ ხილის სმუზებში ან მიირთმევთ ტოსტთან ერთად.
სალათები: მოაყარეთ მოხალული თხილეული სალათებს. განსაკუთრებით უხდება შემწვარ ბოსტნეულს, მწვანილსა და ხილს.
დესერტები: გახადეთ თქვენი დესერტი მეტად ცილოვანი: გამოიყენეთ დაქუცმაცებული თხილეული ნამცხვრებსა და ნაყინებში, მოამზადეთ ნამცხვრები ფსტის მწვანე და არომატული კრემით.
როგორც ხედავთ, ცილის მიღება მცენარეული გზით ძალიან მარტივად და გემრიელად შეგიძლიათ. ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ კი თხილეულის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანს გთავაზობთ. ამავდროულად, ისარგებლებთ უფასო მიწოდების სერვისით, ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.