„ჩემი მარაგი“ წარმოადგენს საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს 250 – მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
ბრენდის მიზანია, დაუზოგოს მომხმარებლებს ძვირფასი დრო და მნიშნელოვანი თანხა, რომელიც ონლაინ შეძენის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის რჩეულ ხარისხთან ერთად. საოჯახო მარაგების შევსება საკმაოდ დიდ ძალისხმევას უკავშირდება, პროდუქტების სია, მარკეტებში მოძიება, დახარჯული დრო და განუსაზღვრელი ენერგია – ეს ყველაფერი აღნიშნული პროცესის განუყოფელი ნაწილია.
„ჩემი მარაგი“ – ს ონლაინ მაღაზია წარმოდგენილია ასორტიმენტის მარტივი და კომფორტული სისტემით, რომელიც ძალიან სწრაფად უზრუნველყოფს შერჩეული პროდუქციის შეკვეთის მიღებას სახლიდან გაუსვლელად. ასევე, შეძენის პროცესის გამარტივების მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა გადახდის მეთოდის გამოყენება: ნაღდი, საბარათე და გადარიცხვით ანგარიშსწორება.
ასორტიმენტში განთავსებულია სხვადასხვა კატეგორია, ტროპიკული გემოების მქონე ჩირეული: გრეიფრუტი, ანანასი, ქოქოსი, მარაკუია და მანგო, ამასთანავე პიკანტური გემოების მქონე თხილეული: ნუში, ქეშიუ, ფსტა, მაკადამია და პეკანი. გარდა ამისა მარცვლეულისა და ბურღულეულის განსაკუთრებულად მრავალფეროვანი არჩვევანი დიასახლისებისათვის.
აღნიშნულ მომსახურებებთან ერთად მომხმარებლები მიიღებენ გადარჩეულ პროდუქტსა და უფასო მიწოდების სერვისს ყოველგვარი ლიმიტების გარეშე.