ლობიო – პროტეინის შემცველი მარცვლეული
ლობიოს ქართულ კულინარიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საოცარი ტექსტურითა და დელიკატური გემოთი გამორჩეული მარცვლეული სხვა ბევრი ქვეყნის სამზარეულოშიც შეგხვდებათ. ეს პატარა, ოვალური ფორმის მარცვლები იმაზე გაცილებით მეტ ნუტრიციულ სარგებელს გვთავაზობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. დამახასიათებელი ვიზუალის მიღმა, ეს პატარა მარცვლები შეიცავს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის საერთო კეთილდღეობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
პროტეინებით მდიდარი
ლობიო მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროა, რაც უზრუნველყოფს კუნთების ზრდას და აღდგენას. სწორედ ამიტომ მას ხშირად შეხვდებით პროტეინის ჩასანაცვლებლად ვეგანებისა და ვეგეტარიანელების საკვებ რაციონში.
დიეტური ბოჭკოს წყარო
ლობიო მდიდარია ხსნადი და უხსნადი ბოჭკოებით, რომლებსაც მწყობრში მოჰყავთ ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ნაწლავის რეგულარული მოძრაობის მხარდაჭერითა და ჯანსაღი მიკრობიომის გაძლიერებით.
ცხიმის მცირე შემცველობა
ლობიო ბუნებრივად ნაკლებცხიმიანი პროდუქტია, არ შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, რაც დადებითად აისახება ჩვენი გულის ჯანმრთელობაზე.
ვიტამინები და მინერალები
ლობიო არის B ჯგუფის ვიტამინების, მათ შორის ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყარო, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ორსულობის განვითარებისთვის. ლობიო ასევე შეიცავს მინერალებს, როგორებიცაა, რკინა, მაგნიუმი და კალიუმი.
ანტიოქსიდანტური თვისებები
ლობიო მრავლად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მათ შორისაა, ფლავონოიდები და პოლიფენოლები, რომლებიც ათავისუფლებენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან.
ლობიოს გამოყენება კულინარიაში
ლობიოს მრავალი სახეობა არსებობს: შულავერა, ბათუმელა, გურულა, თეთრი, მინდვრის წითელი და სხვა. მათ შორის ძირითადი განსხვავება ტექსტურაშია. მაგალითად, შულავერა შედარებით უხეში ტექსტურისაა, ბათუმელა და გურულა კი მეტად ცხიმიანი და ნოყიერია.
საქართველოში ლობიოსგან ყველაზე ხშირად შეჭამანდს ამზადებენ, თუმცა პოპულარულია თხილეულთან კომბინაციაშიც. მსოფლიო კულინარიაში გავრცელებულია ლობიოს წვნიანები. ლობიოს წვნიანი შეგხვდებათ მექსიკურ ან ფრანგულ კულინარიაში. ფრანგულ სამზარეულოში ერთ-ერთი გავრცელებული ლობიოს კერძია კასულეტი, რომელიც მზადდება თეთრი ლობიოსა და ხორცისგან.
ლობიო ასევე იდეალურად გამოიყენება ცხობისას. ქართულ კულინარიაში აღსანიშნავია, ლობიანი, რომელიც თავისი ტექსტურითა და გემოთი ბევრი ადამიანის საყვარელი ცომეულია.
როგორც ბლოგში განვიხილეთ, ლობიო ბევრად მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროდუქტია, ვიდრე ერთი შეხედვით მასზე წარმოდგენა არსებობს. ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეხვდებით ლობიოს ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს: შულავერას, ბათუმელას, გურულას, მინდვრის წითელ ლობიოს. შეკვეთის შემთხვევაში, სასურველი სახეობის ლობიოს ჩვენი კურიერი პირდაპირ სახლის კართან მოგართმევთ.