ეგზოტიკური პროდუქტები გურმანებისთვის
გასტრონომიის სფეროში არაორდინალური საჭმელების ძიების პროცესი სასიამოვნო და გემრიელი თავგადასავალია. თუ თავადაც გურმანი ბრძანდებით, კარგად გეცოდინებათ, როგორ ახალისებს გემოს რეცეპტორებს ახალი არომატებისა და ტექსტურების დაგემოვნება. საკმაოდ საინტერესო და ეგზოტიკური გემოები გვხვდება თხილეულსა და ჩირეულში. თუ გსურთ, ახალი ეგზოტიკური პროდუქტები დააგემოვნოთ, თქვენს დასაგემოვნებელ სიას აუცილებლად მიამატეთ: მაკადამია, კასტანია, პეკანი, ვნების ჩირი და ქოქოსის ჩირი. ამ ბლოგში თითოეული მათგანის განსხვავებულ და გამორჩეულ გემოებს განვიხილავთ.
მაკადამია – კაკალი
მაკადამია – ავსტრალიური კაკალია, რომელსაც კარაქისებრი გემო და ხრაშუნა ტექსტურა აქვს. ეს უნიკალური პროდუქტი შეუდარებელ არომატს ანიჭებს როგორც ტკბილ, ასევე სურნელოვან კერძებს. გასაკვირი არაა, რომ მაკადამია ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ თხილეულად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ მაკადემიას სხვა თხილეულთან შედარებით, ყველაზე დიდი ცხიმიანობა აქვს, ხოლო მონოუჯერი ანუ სასარგებლო ცხიმების ოდენობა 72%-ს აღემატება. სწორედ, მსგავსი შემცველობის გამო, ის იდეალური პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის კლება ჯანსაღი გზით სურს. ვინაიდან მაკადამია ბუნებრივად ტკბილია, მას იყენებენ ნამცხვრებში, შოკოლადის დესერტებში და ზოგჯერ სალათებშიც კი.
კასტანია – თხილი
კასტანიას ფესვები ხმელთაშუაზღვისპირეთში გვხვდება. მისი ტროპიკული არომატები, დახვეწილი სიტკბო და მერქანისებური ტექსტურა ჰარმონიულ ბალანსს ქმნის, რომელიც მთლიანობში საოცარ გემოს იძლევა. მას ძირითადად გამოიყენებენ დესერტებისა და კარაქების დასამზადებლად. შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, როგორც სნექი.
პეკანი – ნიგოზი
ამერიკული დელიკატესი – პეკანი, ერთ-ერთი ცნობილი და გემრიელი თხილეულია, რომელიც ხასიათდება მდიდარი, ხრაშუნა ტექსტურითა და კარაქისებრი გემოებით. პიკანტური გემოს გარდა, პეკანი ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და შეიძლება ითქვას, აუცილებელი ნივთიერებების საბადოა. მიუხედავად იმისა, რომ პეკანი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს, ის გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მსგავსი შემცველობის სხვა პროდუქტები. პეკანი ასევე კვებავს ტვინის უჯრედებს და არის მაგნიუმის, თიამინის და სპილენძის წყარო. პეკანს იყენებენ ნამცხვრებში, სალათებსა და აპეტაიზერებში. ძალიან უხდება ხორციან კერძებს და ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, სნექის სახით.
ვნების ჩირი
ვნების ჩირი – იგივე გამომშრალი მარაკუია სამხრეთ ამერიკული ეგზოტიკური ხილია. მას აქვს ტკბილ-მჟავე არომატი და თავისი ეგზოტიკური გემოვნური მახასიათებლებით ბევრი გურმანის გულსაც იპყრობს. ამასთან ერთად, ვნების ჩირი შეიცავს C, B6 და B3 ვიტამნიების ჯგუფს, მაგნიუმს, რკინას, კალიუმსა და კალციუმს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ დესერტებსა და საუზმეებში.
ქოქოსის ჩირი
ტროპიკული სამოთხე წარმოუდგენელია ქოქოსის გარეშე. თავისი არომატული, კრემისებრი სიტკბოთი გაჯერებული ქოქოსი ბევრი ადამიანისთვის საყვარელი პროდუქტია. გამომშრალ ფორმაში, ქოქოსი მეტამორფოზას განიცდის: ძლიერდება ბუნებრივი სიკტბოს შეგრძნება. ქოქოსის ჩირი ეგზოტიკურ გემოსთან ერთად ჯანსაღი ცხიმების წყაროცაა. ის შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ტკბილეული, ასევე გამოიყენოთ საკონდიტრო ნაწარმის მომზადებისას.
თუ ფიქრობთ, სად შეიძინოთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, დროს ნუ დაკარგავთ – ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ეგზოტიკური პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რაც დაგეხმარებათ თქვენს კერძებს უცხო არომატი შემატოთ.