ბლოგი - ჩემი მარაგი

საზაფხულო სმუზის რეცეპტები

გემრიელი, ჯანსაღი და სწრაფად მოსამზადებელი – სწორედ ასე შეიძლება სმუზის დახასიათება, რომელიც ჯანსაღი კვების მიმდევრების რაციონში შეუცვლელ ადგილს იკავებს. ეს მრავალფეროვანი სასმელი არა მხოლოდ ფერადი და გემრიელია, არამედ იმ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

სმუზის კონცეფცია მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, როდესაც ელექტრონული ბლენდერი გამოიგონეს.  მოგვიანებით კი თავად ტერმინი ჯანსაღი ცხოვრების წესის სინონიმად იქცა. რეალურად, ეს მოსაზრება სიმართლესთან ძალიან ახლოსაა. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმი სმუზიდან უფრო მარტივად ითვისებს იმ საკვებ ნივთიერებებს, რომლებსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს, ვიდრე მყარი საკვებიდან. ასევე მწვანე სმუზები ხელს უწყობს ორგანიზმში pH ბალანსის შენარჩუნებას.

ქვემოთ წარმოგიდგენილი 5 სმუზის რეცეპტი იდეალურია როგორც ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღსადგენად, ასევე ვიტამინებით მდიდარი, მსუბუქი საუზმის ალტერნატივად.

  1. ასაის ენერგეტიკული სმუზი:

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 1/2 ჭიქა გაყინული კენკრა
  • 1 ს/კ ასაის ფხვნილი
  • 1 ს/კ ჩიას თესლი
  • 1 ჭიქა ნუშის რძე

 

მომზადების წესი:

მოათავსეთ ბლენდერში ინგრედიენტები და დააბლენდერეთ, სმუზიც მზად არის.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ასაის ფხვნილი უჯრედებს მავნე ნივთიერებებისგან იცავს. მისი მოტკბო გემო და ნაზი, ვარდისფერი ფერი თქვენს სასმელს განუმეორებელ არომატს სძენს. ბანანი და კენკრა ვიტამინების, მინერალებისა და უჯრედისის წყაროა, ხოლო ნუშის რძე სასმელს ჯანსაღი ცხიმებით ამდიდრებს. ამ ინგრედიენტების კომბინაციით შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინებისა და მინერალების დღიური დოზა.

 

  1. პროტეინებით მდიდარი ამარანტის სმუზი

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ამარანტის თესლი (მოხარშული და გაციებული)
  • 1 ბანანი
  • ¼ ჭიქა შვრია
  • ½ ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1/2 ჭიქა შვრიის წყალი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ბლენდერში ინგრედიენტები და დააბლენდერეთ, სმუზიც მზად არის.

ამარანტის თესლი გამორჩეული მარცვლეულია, რომელიც მაღალი მცენარეული ცილის შემცველობით ხასიათდება. ეს ნოყიერი სმუზი განსაკუთრებით სასარგებლოა გლუტენის აუტანლობის მქონე პირთათვის. სხვა ინგრედიენტები, მათ შორის, ბერძნული იოგურტი ცილებისა და პრობიოტიკების შესანიშნავი წყაროა, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

 

  1. სმუზი კივის ჩირით

 ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კივის ჩირი
  • ½ ჭიქა ისპანახი
  • ½ ვაშლი
  • ½ კიტრი
  • ½ ჭიქა ქოქოსის წყალი (ან ჩვეულებრივი წყალი)
  • 1 ს/კ ჩიას თესლი

 

მომზადების წესი:

მოათავსეთ ბლენდერში ინგრედიენტები და დააბლენდერეთ, სმუზიც მზად არის.

კივის ჩირი C ვიტამინის იდეალური წყაროა და ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. ხოლო, ჩიას თესლი ამ სასმელს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით ამდიდრებს. ტკბილის მოყვარულებისთვის ეს სმუზი იდეალური ვარიანტი იქნება.

  1. სმუზი თხილეულით

ინგრედიენტები:

  • ¼ ჭიქა თხილის მიქსი (ქეშიუ, ნუში, ნიგოზი, პეკანი)
  • 1 ს/კ სელის თესლი
  • ½ ჭიქა შვრია
  • 1 ბანანი
  • 1 ჭიქა შვრიის რძე (ან ჩვეულებრივი რძე)

მომზადების წესი:

მოათავსეთ ბლენდერში ინგრედიენტები და დააბლენდერეთ, სმუზიც მზად არის.

თხილეული ჯანსაღი ცხიმის, პროტეინისა და ვიტამინების იდეალური წყაროა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებას. სელის თესლი ასევე შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და უჯრედისს, ხოლო შვრია უზრუნველყოფს ხანგრძლივ ენერგიას. შესაბამისად, ეს სმუზი იდეალური სასმელია სპორტსმენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის, რომლებსაც ენერგია გამუდმებით სჭირდებათ.

  1. ყავის სმუზი

ინგრედიენტები:

  • 1 ფინჯანი ესპრესო
  • 1 გაყინული ბანანი
  • ½ ჭიქა ნუშის რძე (ან ჩვეულებრივი რძე)
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ს/კ ჩიას თესლი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ბლენდერში ინგრედიენტები და დააბლენდერეთ, სმუზიც მზად არის.

ეს სმუზი სტანდარტული ყავის არომატის იდეალური ვარიანტია, რომელიც  ამავდროულად გაჯერებულია მინერალებით. კოფეინს ესპრესოდან მიიღებთ, ბანანი თქვენს ორგანიზმს ბუნებრივი შაქრითა და კალიუმით აავსებს, ჩიას თესლი კი – უჯრედისითა და ჯანსაღი ცხიმებით. კაკაოს ფხვნილი მდიდარია ანტიოქიდანტებით და განწყობის გაუმჯობესებაც შეუძლია.

 

ეს ფერადი და გემრიელი სმუზები შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ დროს, იქნება ეს დილით საუზმეზე, ვარჯიშის შემდეგ ძალების აღსადგენად თუ უბრალოდ გემრიელი წახემსებისთვის. ყველა ადამიანისთვის გემოვნებისთვის მოიძებნება შესაფერისი სმუზი, მთავარია ჩართოთ ფანტაზია და არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს სამზარეულოში.

გემრიელი სმუზისთვის ყველა საჭირო ინგრედიენტს კი ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეიძენთ, სადაც თხილეულის, მარცვლეულის, ჩირეულისა და ბურღულეულის ფართო ასორტიმენტი გეგულებათ. სასურველ პროდუქციას ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას უფასოდ მოგართმევთ.