წახემსების ჯანსაღი რუტინა და ზოგადად, ჯანსაღი კვების რუტინის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის ფორმირებაც ადრეული ასაკიდან იწყება. ჩვევები ჩვენს ტვინში გარკვეული დროის მანძილზე ყალიბდება, რომლის განუყოფელი ნაწილია მონდომება და თანმიმდევრულობა. როდესაც წახემსების რუტინის ჩამოყალიბებას ვცდილობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ჯანსაღი ხემსის როლი აღნიშნულ პროცესში.
წახემსებას ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაში უდიდესი როლი უკავია. როდესაც ეს პროცესი გააზრებულად ხდება, ჩვენ ვეხმარებით ორგანიზმს ენერგიის დონის შენარჩუნებაში, წონის მართვასა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით მომარაგებაში. ჯანსაღად წახემსების შემთხვევაში, ჩვენ არა მხოლოდ ვიკმაყოფილებთ შიმშილის შეგრძნებას, არამედ ვზრუნავთ ზოგადად ჯანმრთელობაზეც.
ჯანსაღი ხემსი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: თხილეული, ჩირეული, მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული. აღნიშნული კატეგორიის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას მაშინ, როდესაც სრულფასოვანი კვებისთვის შეზღუდული დრო გაქვთ. ხემსის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ წასახემსებელი იყოს მარტივი, პრაქტიკული და მსუბუქი თან სატარებლად.
თუ გსურთ, რომ ჯანსაღად წახემსება ყოველდღიურ რუტინად გარდაქმნათ, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ:
1. განსაზღვრეთ მიზნობრიობა
ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა არის წახემსების მიზანი: ენერგიის შენარჩუნება, ძირითად კვებებს შორის შიმშილის შემცირება თუ მეტი საკვები ნივთიერებების ჩართვა თქვენს კვებით რაციონში? მას შემდეგ რაც აღნიშნულ კითხვას უპასუხებთ, უკვე შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაბამისი ხემსი. მაგალითად, თუ ენერგიის შენარჩუნება გსურთ, ბანანი ან ჩირეულის მიქსი ამისთვის კარგი საშუალებაა. თუ ძირითად კვებებს შორის დიდი ინტერვალი გაქვთ, თხილეული მარტივად დაგანაყრებთ და დაგიცავთ შიმშილის უკონტროლო შეგრძნებისგან.
2. იზრუნეთ მრავალფეროვნებაზე
მრავალფეროვანი წასახემსებელი რაციონი მნიშვნელოვანია გრძელვადიანად შეინარჩუნოთ ჯანსაღი კვების ჩვევა. ყოველდღიურად ახალი და განსხვავებული პროდუქტების ჩართვა მეტად სასიამოვნოს გახდის წახემსების რუტინას. გადაანაწილეთ კვირის დღეებზე ხილი, ბოსტნეული, ჩირეული და თხილეული. თუ ერთ დღეს ხილის სალათით წაიხემსებთ, მეორე დღისთვის შესაძლოა თხილეულის და ჩირეულის მიქსი მოიმზადოთ. გახსოვდეთ, რომ მრავალფეროვანი კვების რაციონით შეძლებთ დაიბალანსოთ სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა ორგანიზმში, ამასთან ერთად, წახემსების პროცესი გახადოთ სასიამოვნო და მრავალფეროვანი.
3. დაყავით ხემსი პორციებად
თვითკონტროლისთვის და სწორად გადანაწილებისთვის, მნიშვნელოვანია ხემსი წინასწარ დაჰყოთ პორციებად. მოათავსეთ სხვადასხვა თხილეული თუ ჩირეული პატარა კონტეინერებში ან შესაძლოა გამოიყენოთ დანაყოფებიანი ლანჩ-ბოქსი, რომელსაც დღის მანძილზე თან ატარებთ. მსგავსი პორციებით შეძლებთ გააკონტროლოთ ხემსის რაოდენობა და სწორი გადანაწილებით მიიღოთ საჭირო ნუტრიენტები დღის მანძილზე, ამით კი თავიდან აირიდებთ გადამეტებულ ჭამას.
როგორ ჩავრთოთ წახემსების რუტინაში თხილი, ჩირი, ბურღულეული და ხილი?
1. თხილეული:
თხილეული, როგორებიცაა, ნუში, ნიგოზი, ფსტა ან ქეშიუ, ჯანსაღი ცხიმებისა და ცილების შესანიშნავი წყაროა. იმისთვის, რომ დღის განმავლობაში საჭირო ნუტრიენტები მიიღოთ, წასახემსებლად 30-40 გრამი თხილეულიც საკმარისი იქნება.
2. ჩირეული
გარგრის, ფინიკის, ქიშმიშის ან შავი ქლიავის ჩირი შაქრის ბუნებრივი და ჯანსაღი ალტერნატივაა. მათი მიღებით თავისუფლად შეძლებთ ტკბილეულის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ჯანსაღი გზით, რაც წონის კორექციის დროსაც გამოგადგებათ.
3. ბურღულეული
შვრიისგან დამზადებული ენერგეტიკული ბარები, რომლებიც უჯრედისით არის მდიდარი, საუკეთესო საშუალებაა დღის მანძილზე წასახემსებლად. ამ ნოყიერი მიქსით ერთდროულად მიიღებთ ნახშირყალს, პროტეინს, ბოჭკოს და დღის მანძილზე შეინარჩუნებთ ენერგიას.
4. ხილი
შეიტანეთ თქვენს კვების რაციონში მრავალფეროვანი ხილი, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი და ნახშირწყლებით. შესაძლებელია დღის მანძილზე წაიხემსოთ მხოლოდ ერთი სახეობის ხილით ან მოამზადოთ ხილის სალათი, რომლის მეშვეობითაც შეივსებთ დღიური მიკროელემენტების ბალანსს ორგანიზმში.
ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია მონდომება და თანმიმდევრულობა. წახემსებისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტების მომარგება „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიიდანაა შესაძლებელი, სადაც სულ 10 წუთია საჭირო, რომ შეავსოთ სახლის მარაგი ონლაინ, რომელსაც კურიერი სრულიად უფასოდ, სახლის კართან მოგართმევთ.