კულინარიის სამყაროში ზოგიერთი ინგრედიენტი გამორჩეულია მრავალფეროვნებით, კვებითი ღირებულებებითა და დახვეწილი გემოებით. მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნუშს, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და გურმანების გულს დღემდე იპყრობს. სასიამოვნო გემოსთან ერთად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თხილი ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს.
რატომ არის ნუში კარგი თქვენი ჯანმრთელობისთვის?
ნუში დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინებს, ჯანსაღ ცხიმებს, ვიტამინებს, უჯრედისს და მინერალებს.
ჯანსაღი ცხიმების მეშვეობით, ნუში უზრუნველყოფს გულთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციას. ნუში შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
მიუხედავად იმისა, რომ ნუში მაღალკალორიული თხილეულია, მას ხშირად ურჩევენ დიეტოლოგები წონის კორექციის დროს. ნუშში შემავალი ცილის, ბოჭკოსა და ჯანსაღი ცხიმების კომბინაცია უზრუნველყოფს ხანგრძლივ დანაყრების შეგრძნებას, რაც ამცირებს დღის განმავლობაში დამატებითი კალორიების მიღებას.
დიაბეტის მქონე ადამიანის კვების რაციონში ნუშს ხშირად შეხვდებით, რადგან ეს პროდუქტი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
ნუში შეიცავს ვიტამინ E-ს, რის გამოც იდეალური პროდუქტია ტვინისა და კანის ჯანმრთელობისთვის. ერთი მხრივ, ნუში აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს, მეორე მხრივ კი, კანს ხდის უფრო გლუვსა და ჯანმრთელს.
ნუში საუკეთესო წყაროა მინერალების, როგორებიცაა: კალციუმი, მაგნიუმი და ფოსფორი. სწორედ, ამის გამო, ნუშს მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებასა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკების შემცირებაში.
ნუშის მაღალბოჭკოვანი შემცველობა დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
ნუში კულინარიაში
ბლოგში აღნიშნული სასარგებლო თვისებებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების გამო, ნუში კულინარების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. ნუშის გადამუშავებისგან სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტები მიიღება, რის გამოც თანამედროვე სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, ნუშის ფქვილი იდეალური უგლუტენო ვარიანტია, ნუშის კარაქი კერძებს კრემისებრ ტექსტურას აძლევს და უფრო ნოყიერს ხდის, ნუშით დამზადებული მარციპანი თავისი გემოვნური თვისებებით მთელ მსოფლიოს იპყრობს, ხოლო ნუშის რძე ცხოველური რძისგან განსხვავებით, არ შეიცავს ლაქტოზას და საოცარი არომატებით გამოირჩევა.
იმისთვის, რომ ნუში თქვენს რაციონში მრავალფეროვნად ჩართოთ, რამდენიმე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ:
როგორ უნდა მოამზადოთ ნუშის რძე?
ნუშის რძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ნუში
- 4 ჭიქა წყალი
- ნებისმიერი დამატკბობელი (თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი ან ფინიკი)
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (სურვილისამებრ)
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- დაალბეთ ნუში წყალში 6-8 საათის განმავლობაში;
- დამბალი ნუში კარგად გადაწურეთ და გარეცხეთ გამდინარე წყალში;
- სველი ნუში დააბლენდერეთ 4 ჭიქა წყალთან ერთად იქამდე, სანამ მიღებული მასა არ გახდება თეთრი და გამჭვირვალე;
- მარლის ან საცერის დახმარებით, რძე კარგად გაწურეთ.
- სურვილისამებრ, ნუშის რძეს შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი ან ფინიკი, არომატისთვის კი – ვანილის ექსტრაქტი და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ და დახურული კონტეინერით მაცივარში შეინახეთ 4-5 დღემდე.
როგორ უნდა მოამზადოთ ნუშის ნამცხვარი?
ნუშის ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ნუშის ფქვილი
- 1/4 ჭიქა გრანულირებული შაქარი
- 1/4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1/8 ჩაის კოვზი მარილი
- 1/4 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი
- 1 კვერცხის ცილა
- ნუშის ფანტელი ზემოდან (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- ერთმანეთში კარგად აურიეთ ნუშის ფქვილი, გრანულირებული შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი. დაუმატეთ ნუშის ექსტრაქტი და კვერცხის ცილა, ურიეთ იქამდე, სანამ სქელ ცომს არ მიიღებთ;
- ცომისგან მოამზადეთ პატარა ბურთულები, ხელით დააბრტელეთ და მოათავსეთ მომზადებულ საცხობ ფირფიტაზე. შეგიძლიათ ზემოდან ნუშის ნაჭრებიც დაალაგოთ;
- გამოაცხვეთ ორცხობილა 10-12 წუთის განმავლობაში 175°C-ზე;
- ნუშის ორცხობილები შეგიძლიათ შეინახოთ ჰერმეტულ კონტეინერში 1 კვირის მანძილზე.
ნედლი, მოხალული თუ კანგაცლილი ნუში შეგიძლიათ მოიმარაგოთ ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთას ჩვენი კურიერი თქვენთვის სასურველ ადგილას, სრულიად უფასოდ მოგართმევთ.