ბლოგი - ჩემი მარაგი

5 საშემოდგომო რეცეპტი დიასახლისებისთვის

5 საშემოდგომო რეცეპტი დიასახლისებისთვის

შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ჩვენ საშუალება გვეძლევა, სამზარეულოში ჯადოსნური განწყობა შევქმნათ, კერძებს კი ამ სეზონისთვის დამახასიათებელი არომატები და გემოები შევძინოთ. სეზონური გოგრით დაწყებული, ხრაშუნა თხილითა და ჩირის ბუნებრივი სიტკბოთი დამთავრებული, შემოდგომის კერძები დამახასიათებელი გემოებითა და სურნელით გამოირჩევა. იმისთვის, რომ თქვენი საშემოდგომო სუფრა გაამრავალფეროვნოთ, 5 გემრიელ და მარტივ რეცეპტს გთავაზობთ.

 

  1. გოგრის გრანოლა

სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო იმისთვის, რომ შემოდგომაზე უგემრიელესი და უმარტივესი საუზმე მოიმზადოთ.

დაგჭირდებათ:

  • შვრიის ფანტელი
  • დაჭრილი თხილი (ნუში ან პეკანი)
  • გოგრის თესლი
  • მოცვის ჩირი
  • გოგრის სუნელი
  • ნეკერჩხლის სიროფი

 

მომზადების წესი:

ეს ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და მოასხით ნეკერჩხლის სიროფი. გამოაცხვეთ ღუმელში 150 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი, ოქროსფერ შეფერილობამდე. მიირთვით იოგურტთან ან რძესთან ერთად.

 

  1. მოხალული თხილეული ნეკერჩხლის სიროფით

 

მოხალული თხილეულის საოცარი არომატი თქვენს საშემოდგომო საღამოებს მეტად განსაკუთრებულს გახდის.

დაგჭირდებათ:

  • ნიგოზი, ნუში, ქეშიუ
  • ნეკერჩხლის სიროფი
  • დარიჩინი
  • მწიკვი მარილი

 

მომზადების წესი:

თქვენი საყვარელი თხილეულის მიქსს მოასხით ნეკერჩხლის სიროფი, მოაყარეთ დარიჩინი და მწიკვი მარილი, გამოაცხვეთ ღუმელში, სანამ არ გაოქროსფერდება. გამოდის იდეალური სნექი, რომელიც მეგობრებთან ერთად შემოდგომის საღამოებზე შეგიძლიათ მიირთვათ.

 

  1. შემოდგომის სალათა

მოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი სალათა, რომელიც შემოდგომისთვის დამახასიათებელი არომატებით იქნება მდიდარი.

დაგჭირდებათ:

  • ახალი რუკოლა ან ისპანახი
  • გოგრა
  • მოხალული პეკანი
  • მოცვის ჩირი
  • ფეტა ყველი

 

მომზადების წესი:

მოხარშეთ გოგრა და დაჭერით კუბებად, მოაყარეთ მოხალული პეკანი და დაჭრილი რუკოლა ან ისპანახი, ასევე დაუმატეეთ მოცვის ჩირი და ყველი ფეტა გემოვნებით. მოასხით ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი. კარგად ამოურიეთ და მიირთვით. ყოველ ლუკმაში ნამდვილად იგრძნობთ ტექსტურისა და გემოების სრულყოფილ ბალანსს.

 

  1. გოგრისა და ნიგვზის კრემ-სუპი

 

შემოდგომის გრილ დღეებს თბილი წვნიანი ყოველთვის უხდება.

დაგჭირდებათ:

  • გოგრა
  • ხახვი
  • ნიორი
  • ცოტა მუსკატის კაკალი
  • ნიგოზი

 

მომზადების წესი:

მოხარშეთ გოგრა ხახვთან, ნიორთან და მუსკატის კაკალთან ერთად. მიღებული მასა დააბლენდერეთ. მოხალეთ ტაფაში ცოტაოდენი ნიგოზი და გამოიყენეთ ტოპინგად. ნიგვზის არომატიანი ეს კრემ-სუპი იდეალურ საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით.

 

  1. ჩირისა და თხილის ენერჯი ბარები

თუ ტკბილი სასუსნავი გსურთ, უმარტივესი და უგემრიელესი ენერჯი ბარები მოიმზადეთ:

 

დაგჭირდებათ:

  • ფინიკის ჩირი
  • ლეღვის ჩირი
  • ნუში
  • გახეხილი ქოქოსი
  • თაფლი
  • ვანილის ექსტრაქტი

 

მომზადების წესი:

წინასწარ ცხელ წყალში დამბალ ფინიკსა და ლეღვის ჩირს შეურიეთ ნუში, მოაყარეთ გახეხილი ქოქოსი, მოასხით თაფლი და ვანილის ექსტაქტი. მიღებული მასა გააბრტყელეთ 1 სმ-ის სისქეზე და მიეცით ბურთულის ზომა, შემდეგ კი შეინახეთ მაცივარში. ენერჯი ბარები იდეალურია დღე გემრიელად და ენერგიულად გაატაროთ.

 

ეს უმარტივესი რეცეპტები თქვენს საშემოდგომო კვების რაციონს გაამრავალფეროვნებს. რაც ყველაზე მთავარია, სასურველი თხილეულისა და ჩირეულის შეძენა ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ. იმისთვის, რომ თქვენი ძვირფასი დრო შემოდგომის დღეებში საყვარელი კერძების მომზადებას და ოჯახთან ერთად ყოფნას დაუთმოთ, ჩვენი კურიერი სასურველ პროდუქტებს უფასოდ მოგართმევთ სასურველ მისამართზე მთელი საქართველოს მასშტაბით.