შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ადამიანის ორგანიზმი სიცივისთვის ემზადება და დაბალანსებულ, ნუტრიენტებით მდიდარ კვებას საჭიროებს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ამ სეზონზე თქვენს რაციონს გაამდიდრებთ და დაამატებთ ისეთ ჯანსაღ პროდუქტებს, როგორებიცაა: თხილეული და ჩირეული. ეს უგემრიელესი პროდუქტები არა მხოლოდ შემოდგომისთვის დამახასიათებელი გემოებით დაგამახსოვრებთ თავს, არამედ თქვენს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებითაც აავსებს.
თხილეული – მეტი ენერგიისა და ძლიერი იმუნიტეტისთვის
შემოდგომის წყნარ საღამოებს თხილული ყოველთვის უხდება. ეს უგემრიელესი და კნატუნა ხემსი სავსეა ჯანსაღი ცხიმებით, პროტეინებითა და აუცილებელი ვიტამინებით თუ მინერალებით. ბლოგში განვიხილავთ რამდენიმე სახის თხილეულს, რომელიც თქვენს კვების რაციონში უნდა გაითვალისწინოთ. ესენია: ნიგოზი, პეკანი და ნუში.
ნიგოზი
ქართული სამზარეულო ნიგვზის გარეშე ვის წარმოუდგენია? ეს ჯანსაღი ცხიმებით სავსე პროდუქტი არა მხოლოდ თავისი უნიკალური გემოთი გამოირჩევა, არამედ შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს გულისა და ტვინის ჯანმრთელობას.
პეკანი
პეკანს კულინარიაში გამორჩეული ადგილი უკავია. პეკანის ღვეზელი კი შემოდგომის ერთ-ერთი განსაკუთრებული დესერტია. პიკანტურ გემოსთან ერთად, პეკანი ანტიოქსიდანტების და ვიტამინების ნამდვილი საბადოა, რომელიც კვებავს ტვინის უჯრედებს.
ნუშის გული
დახვეწილი გემოს მქონე ნუშის გული გურმანების სიაში წამყვან პოზიციებს იკავებს. B და E ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ნუში დაგეხმარებათ გაძლიერებული იმუნური სისტემით შეხვდეთ ზამთარს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ასევე ფაფებისა თუ ბოსტნეულის კერძების მომზადებისას.
ჩირეული – შემოდგომის გემოების დასატკბობად
ჩირი ანუ გამომშრალი ხილი შემოდგომის სუფრის ყველაზე ტკბილი შემადგენელი კომპონენტია. ეს უგემრიელესი ნუგბარი არა მხოლოდ სიტკბოთი გამოირჩევა, არამედ მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ვაშლის, მოცვის და კომშის ჩირი ამ სეზონზე აუცილებლად უნდა მიირთვათ.
ვაშლის ჩირი
თუ მსუბუქი წახემსება გიყვართ, ვაშლის ჩირი იდეალური ვარიანტია. ეს უგემრიელესი შემოდგომის ნუგბარი ჯანსაღი და დაბალკალორიულია, ამასთან ერთად, ის შეიცავს C ვიტამინს, რაც დამატებით გეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
მოცვის ჩირი
მოცვი საშემოდგომო სუპერპროდუქტია, რომელიც თავისი დამახასიათებელი მომჟვო გემოთია ცნობილი. ეს დაბალკალორიული ნუგბარი შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, დესერტებს და ნამცხვრებს. რაც ყველაზე მთავარია, სწორად დამზადებული მოცვის ჩირი, რომელსაც ყველა სასარგებლო თვისება უნარჩუნდება, მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და C, E და K1 ჯგუფის ვიტამინებით.
კომშის ჩირი
მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომით ცოცხალი კომში უხვადაა, ამ კონკრეტული პროდუქტის ჩირი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გურმანებში. გამომშრალი კომშის ნაჭრები თქვენს ორგანიზმს ამარაგებს აუცილებელი ამინომჟავებით და ბოჭკოებით. მიირთვით პირდაპირ, სნექის სახით ან გამოიყენეთ სალათების მომზადებისას.
იმისთვის, რომ ზამთარს გაძლიერებული იმუნიტეტითა და ენერგიით შეხვდეთ, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები აუცილებლად მოიმარაგეთ. შემოდგომის წვიმიან დღეებში კი გარეთ გასვლა რომ არ მოგიწიოთ, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ თქვენს საყვარელ თხილეულსა და ჩირეულს პირდაპირ სახლთან მოგართმევთ.