თხილეულის „სამყაროში“ აუცილებლად გამოარჩევთ პატარა და განსხვავებულ ფსტას, რომელიც ცოცხალი მწვანე ელფერითა და მკაფიო გემოთი ხასიათდება. თხილის ეს სახეობა დაბალკალორიულობასთან ერთად, მაღალი კვებითი ღირებულებითაც გამოირჩევა. ფსტა ასევე წარმატებით გამოიყენება კულინარიაში, ყოველდღიურად მისი მირთმევა კი ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
ფსტას ისტორია 9 000 წლის წინ, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან იწყება. ასევე, არსებობს სხვადასხვა ისტორიული ცნობა, რომლის მიხედვითაც, თხილის ეს საოცარი სახეობა საქართველოში შუა საუკუნეებშივე იყო გავრცელებული. ფსტას იმდენად დამახასიათებელი გემო და მაღალი კვებითი ღირებულებები გააჩნია, რომ გასაკვირი არცაა, მსოფლიოს გარშემო მრავალ კულინარიულ შედევრში რომ გვხვდება.
ფსტა ერთ-ერთი საუკეთესო თხილეულია, რომელიც მდიდარია ცილებით, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით და დიეტური უჯრედისით. მიუხედავად მცირე ზომისა, ფსტა ასევე შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: B1, B2, B6 და E, მანგანუმს და სპილენძს,. აღნიშნული ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობა ფსტას ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტად გარდაქმნის, რომელიც გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, წონის კორექციაში და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში.
ფსტას ფართოდ გამოიყენებენ კულინარიაშიც. თხილის ამ სახეობას იმდენად დასამახსოვრებელი გემო და არომატი აქვს, რომ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყინებსა და დესერტებში, ხოლო მისი ხრაშუნა ტექსტურა იდეალურად ერწყმის ტკბილეულსა და ნამცხვრებს.
ასევე ფსტა გამოიყენება კარაქის, ბაქლავისა და ჰალვის მოსამზადებლად.
გაგიზიარებთ 2 უმარტივეს რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ფსტისგან შექმნათ უგემრიელესი და ძალიან ჯანსაღი წასახემსებელი. ინგრედიენტების უმეტესობა შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“.
რეცეპტი #1:
ფსტას თრეილ მიქსი
ინგრედიენტები:
• 1 ჭიქა ფსტა
• 1 ჭიქა ნიგოზი
• 1/2 ჭიქა მოცვის ჩირი
• 1/4 ჭიქა შავი შოკოლადი
• 1/4 ჭიქა ნუშის ფანტელი
მომზადების წესი:
1. შეურიეთ ერთმანეთს შემდეგი ინგრედიენტები: ფსტა, ნიგოზი, მოცვის ჩირი, დატეხილი შავი შოკოლადი და ქოქოსის ფანტელები.
2. მოათავსეთ მოსახერხებელ კონტეინერში და ატარეთ თან დღის მანძილზე.
თხილეულის და ჩირეულის ეს ხემსი იდეალურია მოგზაურობის დროს, ან თუნდაც ყოველდღიურად, სამსახურში სატარებლად.
რეცეპტი #2:
ფსტას და ქეშიუს კარაქი
ინგრედიენტები:
• 1 ჭიქა ფსტა
• 1 ჭიქა ქეშიუ
• 2 სუფრის კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი (სურვილისამებრ)
• 1/4 ჩაის კოვზი მარილი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
1. გადაიტანეთ ფსტა და ქეშიუ ბლენდერის ჭიქაში. დააბლენდერეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ კრემის მსგავს მასას.
2. სურვილისამებრ, დაამატეთ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, ასევე მწიკვი მარილი და კვლავ აურიეთ.
3. მიღებული კარაქი გადაიტანეთ ქილაში ან ჰერმეტულ კონტეინერში.
კარაქი შეგიძლიათ მიირთვათ ტოსტთან ან ხილის სალათებთან ერთად.
როგორც ხედავთ, ფსტა თხილის უნიკალური სახეობაა, რომლისგანაც სასურველი და ჯანსაღი ხემსის მომზადება მარტივად შეგიძლიათ.
თუ გსურთ, ეს იდეალური პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ გთავაზობთ როგორც მოხალულ, ასევე ნაჭუჭიან ფსტას. ჩვენი კურიერი შეკვეთილ პროდუქტს კი საქართველოს მასშტაბით, სრულიად უფასოდ მოგაწვდით.