ბლოგი - ჩემი მარაგი

სააღდგომო სუფრა და ტრადიციები

აღდგომა ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. დიდი მარხვის დასრულების შემდეგ, სააღდგომო სამზადისსა და სუფრას ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა. მენიუს დაგეგმვა, პროდუქტების მოძიება და სუფრის გამზადება ოჯახური სამზადისის ნაწილად იქცევა და დღესასწაულსაც უფრო ამაღელვებელს ხდის.

როგორია ქართული სააღდგომო სუფრა?

მარხვის დასრულების შემდეგ ქართული სუფრა, ტრადიციულად, მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა დღესასწაულის ხიბლი მხოლოდ კერძებში არ არის, ის იმ პატარა ტრადიციებშიც ჩანს, რომლებიც ქართულ ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა.

პასკა

ქართული სააღდგომო სუფრა პასკის გარეშე წარმოუდგენელია. ტრადიციული პასკა განსაკუთრებული ტექსტურით გამოირჩევა: ის უნდა იყოს ოდნავ მძიმე, ნოტიო და არომატული. მისი მომზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ამიტომ, მათთვის, ვისაც ცხობისთვის დრო არ რჩება, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მზა პასკას სთავაზობს.

თუ პასკის სახლში გამოცხობა გსურთ,  ,,ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში  საჭირო ინგრედიენტებს მარტივად იპოვით, მათ შორის: ოქროსფერი და ყავისფერი ქიშმიში, ცუკატი, უ/ხ ხორბლის ფქვილი, შაქარი, დაფქვილი დარიჩინი, დაფფქვილი მიხაკი, ილის  მარცვალი და სხვა.

თანამედროვე ქართულ სუფრაზე უკვე ხშირად შეგხვდებათ პასკის სხვადასხვა ვარიაციები, მათ შორის, კულიჩი, პანეტონე, ხაჭოს პასკა და პასკები სვადასხვა შიგთავსით (შოკოლადით, ფისტათი, ნუშითა და თხილით).

წითელი კვერცხი და ჯეჯილი

აღდგომასთან ყველაზე მეტად ასოცირებული სიმბოლო პასკასთან ერთად წითელი კვერცხია. ის ტრადიციულად წითელ პარასკევს იღებება, რისთვისაც ენდროს ფესვი და ხახვის ფურცლები გამოიყენება.

სუფრაზე წითელი კვერცხები მოთავსებულია ჯეჯილზე, ახლად ამოსულ ხორბალზე, რომელსაც მარხვის პერიოდში თესავენ. ჯეჯილი ბუნების გაღვიძებისა და ახალი სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლება და აღდგომის სუფრის გაფორმებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

კიდევ რომელი კერძები ხვდება ქართულ სააღდგომო სუფრაზე?

სააღდგომო სუფრა საქართველოს კუთხეების მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს, თუმცა რამდენიმე კერძი თითქმის ყველგან შეგხვდებათ.

გაზაფხულის და აღდგომის ერთ-ერთი პოპულარული კერძია ჩაქაფული, რომელიც ტრადიციულად ბატკნის ან ხბოს ხორცით მზადდება და ბევრი მწვანილით, ტარხუნითა და თეთრი ღვინოთი არის შეზავებული.

სააღდგომო სუფრაზე ხშირად ხვდება ასევე:

  • იმერული და მეგრულ ხაჭაპური
  • გურული ღვეზელი და ფხლოვანი
  • შემწვარი ქათამი ტყემალთან ან სხვადასხვა საწებელთან ერთად (ზოგჯერ შქმერულის ან სალათების სახით)
  • ფხლის ასორტი: ნიგვზიანი ისპანახი, ბადრიჯანი და ჭარხლის ფხალი.
  • ქართული ყველის ასორტი
  • შემწვარი თევზი, განსაკუთრებით კალმახი.

სწორედ ამ კერძების კომბინაცია ქმნის იმ მრავალფეროვან სუფრას, რომელიც აღდგომის დღეს ქართულ ოჯახებში იშლება.

აღდგომის ღამეს ბევრი მორწმუნე ეკლესიაში ხვდება, შუაღამის ლიტურგიას ესწრება და დღესასწაულს იქ აღნიშნავს, დილით კი ოჯახები სახლში ბრუნდებიან და უკვე სააღდგომო სუფრას შლიან.  აქ გრძელდება დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაც – მისალმება სიტყვებით „ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!“.

„ჩემი მარაგი“ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!