ბლოგი - ჩემი მარაგი

,,ენერგიის მარაგი” – ჯანსაღი სნექის ნაკრები ენერგიის შესავსებად

ენერგია ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსია, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში სჭირდება: არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობისთვის, არამედ განწყობისა და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად. ენერგიული ადამიანი უფრო აქტიური, კონცენტრირებული და მოტივირებულია, რაც საბოლოო ჯამში მის ყოველდღიურ ბედნიერებაზე აისახება.

სწორედ, ამ საჭიროებების გათვალისწინებით „ჩემი მარაგი“ მომხმარებელს ახალ თემატურ ნაკრებს სთავაზობს: „ენერგიის მარაგს“, რომელიც აერთიანებს თხილეულისა და ჩირეულის რჩეულ გემოებს.

ნაკრები შექმნილია მათთვის, ვისაც სურს გემრიელი და ჯანსაღი წახემსება და ენერგიის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში.

„ენერგიის მარაგი“ სხვადასხვა თხილეულისა და ჩირეულისგან შედგება, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად განსხვავებული კომბინაციები აირჩიოს და წახემსება უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახადოს.

ნაკრების შემადგენლობაში შედის შემდეგი პროდუქტები:

  • ⁠ ⁠ნუში – 500 გ
  • ⁠ ⁠ქეშიუ – 250 გ
  • ⁠ ⁠გოგრის გული – 250 გ
  • ⁠ ⁠მანგოს ჩირი – 250 გ
  • ⁠ ⁠ფინიკი – 500 გ

,,ენერგიის მარაგში“ შემავალი თითოეული პროდუქტი უზრუნველყოფს ენერგიის სწრაფ, თუმცა თანაბარ და კონტროლირებად გამოყოფას, რაც დღის განმავლობაში ენერგიის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამის საპირწონედ, როდესაც ადამიანი წასახემსებლად ირჩევს ტკბილ პროდუქტებს, მაგალითად, შოკოლადს, სისხლში შაქრის დონე სწრაფად იზრდება, რაც ენერგიის მყისიერ მატებას იწვევს. ასეთ დროს ადამიანი თავს უფრო ენერგიულად და აქტიურად გრძნობს. თუმცა ამ ეფექტს სწრაფადვე მოსდევს ენერგიის შემცირება. ინსულინის გამოყოფის შედეგად შაქრის დონე სწრაფად ეცემა, რაც იწვევს დაღლილობას, ძილიანობასა და შიმშილის განმეორებით შეგრძნებას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის ისეთი წყაროს არჩევა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ სწრაფ, არამედ ხანგრძლივ და თანაბარ ენერგიას. „ენერგიის მარაგი“ ასეთ დაბალანსებულ არჩევანს წარმოადგენს: თხილეული ამარაგებს ორგანიზმს ჯანსაღი ცხიმებითა და ცილით, ხოლო ჩირეული – ბუნებრივი შაქრით. ამ ბალანსის შედეგად ენერგია გამოიყოფა თანაბრად და დღის განმავლობაში უფრო დიდხანს გრძელდება.

„ენერგიის მარაგი“ მარტივად ერგება ყოველდღიურობას, იქნება ეს სამუშაო დღე თუ მეგობრებთან შეხვედრა. ერთი მუჭა თხილეული და ჩირეული დაგეხმარებათ სწრაფად აღიდგინოთ ენერგია და შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა, ხოლო სამეგობროს შეკრებებზე ჩაანაცვლოთ ჩვეული სნექები ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივებით.

„ჩემი მარაგი“ მომხმარებელს სხვა ჯანსაღ ნაკრებსაც სთავაზობს, მათ შორის, „ფიტნეს მარაგს“, რომელიც ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის შეიქმნა და აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ნუში, ჩიას თესლი, კინოა, მატჩას ფხვნილი და გოჯი ბერი.

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“  500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის არის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საკონდიტრო, სუნელები და სხვა. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის მიწოდების სერვისი უფასოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში.