5 პროდუქტი მაგნიუმის მაღალი შემადგენლობით
იცოდით, რომ მაგნიუმი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში, მათ შორის, ენერგიის გამომუშავებაში, ცილების სინთეზსა და კუნთების ფუნქციონირებაში? ეს მნიშვნელოვანი მინერალი ბუნებრივი დამამშვიდებელიცაა, რომელიც ორგანიზმში გამოყოფს მელატონინს, ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ძილის ხარისხზე. სამწუხაროდ, კვლევების მიხედვით, ადამიანების 80%-ს მაგნიუმის ნაკლებობა აქვს, რაც ხშირად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აისახება.
ამ ბლოგში განვიხილავთ მაგნიუმით მდიდარ 5 პროდუქტს, რომლებიც შეგიძლიათ ყოველდღიურად ჩართოთ თქვენს კვების რაციონში, შეივსოთ მიკროელემენტების დღიური დოზა და ამასთან ერთად, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
გოგრის გული
შეიძლება ითქვას, რომ გოგრის გული მაგნიუმის საბადოა. 100 გრამ გოგრის გულში 535 მილიგრამი მაგნიუმია. პროდუქტი იმდენად მდიდარია ამ კონკრეტული მინერალით, რომ მისი რეგულარული მიღებით დაიბალანსებთ მაგნიუმის შემცველობას ორგანიზმში. ამასთან ერთად, გოგრის გული მდიდარია პროტეინებით, რკინით, თუთიითა და ჯანსაღი ცხიმებით.
გოგრის გული შეგიძლიათ მოაყაროთ სალათებს, ფაფებს, შემწვარ ბოსტნეულს ან უბრალოდ მიირთვით პირდაპირ, სნექის სახით.
მზესუმზირის გული
მზესუმზირის გული მაგნიუმით მდიდარი ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. 100 გრამ მზესუმზირის გულში მაგნიუმის შემცველობა 325 მილიგრამია. გარდა ამისა, პროდუქტი მდიდარია ისეთი ნუტრიენტებით, როგორებიცაა: ვიტამინი E და სელენი.
იმისთვის, რომ მზესუმზირის გული თქვენს კვების რაციონში შეიტანოთ, დაამატეთ იგი სალათებსა და ცომეულში. მზესუმზირის გული საკმაოდ კალორიული პროდუქტია, ამიტომ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ მისი რაოდენობა ჯანსაღის დიეტის დროს.
სელის თესლი
სელის თესლი ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი მარცვლეულია. 100 გრამ სელის თესლში 392 მილიგრამი მაგნიუმია. პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ს, B ჯგუფის ვიტამინებს და სხვადასხვა სასარგებლო მიკროელემენტებს.
გამოიყენეთ სელის თესლი სმუზებში, შვრიის ფაფაში, იოგურტსა ან ცომეულში. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროდუქტი მაღალკალორიულია, ამიტომ, უმჯობესია დღეში 1-2 სუფრის კოვზი მიირთვათ.
ნუში
ნუში ძალიან სასარგებლო თხილეულია. 100 გრამი ნუშის გული 286 მილიგრამ მაგნიუმს შეიცავს. ამასთან ერთად, ეს იდეალური პროდუქტი მდიდარია პროტეინებით, ჯანსაღი ცხიმებითა და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ნუშის რეგულარულ მიღებას მაგნიუმის დეფიციტის შემცირებაც შეუძლია.
ნუში შეგიძლიათ მიირთვათ როგორც პირდაპირ, სნექის სახით, ასევე გამოიყენოთ სალათებსა და ნამცხვრებში.
ქეშიუ
ქეშიუ განსაკუთრებულად სასარგებლო თხილეულია, რომელიც 100 გრამში დაახლოებით 292 მილიგრამ მაგნიუმს შეიცავს. აღნიშნული თხილეული მდიდარია პროტეინებითა და ჯანსაღი ცხიმებით, ასევე სპილენძითა და თუთიით.
ქეშიუ შეგიძლიათ მიირთვათ როგორ სნექის სახით, ასევე გამოიყენოთ მცენარეული რძის ან კარაქის დასამზადებლად. შეგიძლიათ მოაყაროთ სალათებს ან მიირთვათ ტოსტთან ერთად.
ბლოგში განხილული ხუთივე პროდუქტი წარმოადგენს მაგნიუმის ბუნებრივ წყაროს თქვენი ორგანიზმისთვის. ყველა მათგანი შესაძლებელია თქვენი კვების რაციონის ის უგემრიელესი დანამატი გახდეს, რომელიც დაგეხმარებათ შეივსოთ მიკრო და მაკროელემენტების დღიური დოზა.
თუ გსურთ, რომ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები მოიმარაგოთ, ამისთვის ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ საუკეთესო საშუალებაა. ხელით ნარჩევ, საუკეთესო პროდუქტს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად კურიერი პირდაპირ სახლის კართან მოგართმევთ.