ბლოგი - ჩემი მარაგი

რა უნდა იცოდეთ KETO დიეტის შესახებ

რა უნდა იცოდეთ KETO დიეტის შესახებ

ბოლო წლებში, კეტოგენურმა დიეტამ, რომელსაც ხშირად კეტო დიეტასაც უწოდებენ, პოპულარობა ძალიან სწრაფად მოიპოვა. ეს დიეტა მიიჩნევა, როგორც ძლიერი და ეფექტური საშუალება არასასურველი კილოგრამების მოსაცილებლად და ასევე ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. და მაინც, უფრო კონკრეტულად, რა არის კეტო დიეტა და ვის შეუძლია ყველაზე მეტი სარგებლის მიღება მისგან? ამ ბლოგში ჩავუღრმავდებით კეტო დიეტის საფუძვლებს და ასევე შემოგთავაზებთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებსაც კონკრეტულად კეტო დიეტური რეჟიმი მოიცავს.

რა არის კეტო დიეტა?
კეტო დიეტა – ეს არის დაბალ ნახშირწყლოვანი, ცხიმოვანი და ცილით დაბალანსებული კვების რაციონი, რომელიც ზემოქმედებს მეტაბოლურ მდგომარეობაზე იგივე კეტოზზე. კეტოზი ხდება მაშინ, როდესაც სხეული გადადის ცხიმების დაშლის პროცესზე ნახშირწყლების მკვეთრი შემცირების საფუძველზე. ამ ეტაპების თანმიმდევრულად, ღვიძლი აწარმოებს მოლეკულებს, რომლებსაც კეტონებს ვუწოდებთ. შესაბამისად, ორგანიზმი იწყებს ალტერნატიული ენერგიის მიღების პროცესს.
თუ კეტო დიეტას იცავთ და გსურთ კეტოზის შენარჩუნება, აუცილებლად უნდა შეამციროთ ნახშირწყლების მიღება, როგორც წესი, დღიურის კალორიების მიხედვით 5-10%-მდე. მეორე მხრივ, უნდა გაზარდოთ ცხიმის მოხმარება, რომელმაც დღიური კალორიების 70-75% უნდა შეადგინოს. ცილების მოხმარება კი ზომიერად, 15-20%-მდე უნდა დატოვოთ.

ვის სჭირდება კეტო დიეტა?
თავდაპირველად, კეტო დიეტა 1920-იან წლებში, ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ, შეიქმნა. წლებთან ერთად, მან თავი დიეტოლოგიაშიაც წარმატებით დაიმკვიდრა. კეტო დიეტის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგი მოცემულობების გათვალისწინებით:

წონის კლება: კეტო დიეტა ეფექტურია წონის კლებისას, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზმი ენერგიისთვის დაგროვილ ცხიმის წვაზეა ორიენტირებული.

მე-2 ტიპის დიაბეტი: კეტო დიეტა აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, შესაბამისად, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, კეტო დიეტა შესაძლებელია, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ეფექტური აღმოჩნდეს.

ეპილეფსია: წამლებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის სამკურნალოდ, კეტო დიეტა მნიშვნელოვნად ამცირებს ან აქრობს კრუნჩხვებს.

მეტაბოლური სინდრომი: კეტო დიეტა შეიძლება დაეხმაროს მეტაბოლური დარღვევების მქონე ადამიანებს და დაარეგულიროს მაღალი არტერიული წნევა და დაბალი ქოლესტერინი.

ნევროლოგიური დარღვევები: არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელთა მიხედვით, კეტო დიეტა შეიძლება სასარგებლო იყოს ისეთი დაავადებების პრევენციისთვის, როგორებიცაა: ალცჰეიმერი და პარკინსონი.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS): ზოგიერთ ქალს, რომლებსაც აქვთ PCOS, კეტო დიეტით სიმპტომების შემსუბუქება შეუძლიათ.

შაკიკი: კეტო დიეტა ასევე ეხმარება ადამიანებს შაკიკის სიხშირისა და სიმძიმის შემცირებაში.

კეტო-მეგობრული საკვები:
კეტო დიეტა შედგება ისეთი საკვები პროდუქტებისგან, რომლებიც შეიცავს მცირე ოდენობის ნახშირწყლებს და შედარებით მეტ ჯანსაღ ცხიმს. აღნიშნული კვების რეჟიმის მთავარი პროდუქტებია:
ცხიმები: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, კარაქი და თხილი.
ცილები: ხორცი, ფრინველი, თევზი და კვერცხი. ბოსტნეული: ფოთლოვანი მწვანილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი და ასპარაგუსი.
რძის პროდუქტები: უცხიმო ყველი, ნაღები და ბერძნული იოგურტი (უშაქრო).
თხილი და თესლი: ნუში, ჩიას თესლი და სელის თესლი შეგიძლიათ მიირთვათ ზომიერად.
დამატკბობლები: სტევია, ერითრიტოლი და ბერის ხილის დამატკბობლები.

თუ კეტო დიეტას ინტენსიურად დაიცავთ, შემდეგ სარგებელს მიიღებთ:
დაიკლებთ წონაში: ცხიმის სწრაფმა დაკარგვამ და მადის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს წონის ეფექტური მართვა.
აკონტროლებთ სისხლში შაქრის დონეს: კეტო დიეტა ახდენს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, განსაკუთრებით, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
ზრდით ენერგიას: კეტო დიეტის შედეგად, ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს გაუმჯობესებულ გონებრივ სიცხადეს და ენერგიის გაზრდილ დონეს. ქოლესტერინის დონის გაუმჯობესება:
კეტო დიეტას შეუძლია დადებითად იმოქმედოს გულის ჯანმრთელობაზე ტრიგლიცერიდების შემცირებით და HDL ქოლესტერინის გაზრდით. ფსიქიკური ჯანმრთელობა: ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ კეტო დიეტა ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია ან შფოთვები აწუხებთ.

როგორც ხედავთ, კეტო დიეტა არა მხოლოდ წონის კლებაში გეხმარებათ, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სარგებლითაც გამოირჩევა. მასში შემავალი თხილეული და თესლი კი შეგიძლიათ ძალიან მარტივად ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეიძინოთ. სასურველ, გემრიელ კეტო პროდუქტებს კი უფასო მიწოდების სერვისით მიიღებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.