Uncategorized @ka-ge

5 სუპერ პროდუქტი ჯანსაღი კვების რაციონისთვის

jansaghi kvebis super producti

თანამედროვე სამყაროში ადამიანები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას. ჯანსაღი ცხოვრების წესს და საკვებს დიდი როლი აქვს როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. დაბალანსებული რაციონის შედგენის მიზნით აუცილებელია საკვები პროდუქტებიდან გამოვყოთ ისეთი სახეობები, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი კვებითი ღირებულება. ასეთ პროდუქტებს „სუპერფუდებს“ უწოდებენ.

სუპერსაკვები (Superfood) – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ხოლო მათი ნუტრიციული ღირებულება საკმაოდ მაღალ ნიშნულს უტოლდება. დღევანდელ ბლოგში 5 სუპერსაკვებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ყოველდღიურად შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს კვების რაციონში.

1. გოჯის მარცვალი
გოჯის მარცვალი კენკრის მსგავსი ხილია, რომელიც ჩინურ მედიცინაში საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა. ანტიოქსიდანტებით მდიდარი გოჯის მარცვალი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ორგანიზმს ეხმარება ენერგიის გამომუშავებაში. ამასთან ერთად, ეს მცირე ზომის მარცვლები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ბოჭკოს, რკინასა და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს.
გოჯის მარცვლები შეგიძლიათ გამოიყენოთ სმუზებში, იოგურტსა თუ სალათებში.

2. კუსკუსი
ნახშირწყლებით მდიდარი კუსკუსის სამშობლოდ ჩრდილოეთ აფრიკული სამზარეულო მიიჩნევა. ხორბლის მარცვლებისგან დამზადებული კუსკუსი შეიცავს ისეთ კომპლექსურ ნახშირწყლებს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს მდგრადი ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება. პროდუქტი ასევე მდიდარია ბოჭკოთი, B-ვიტამინითა და ისეთი მინერალებით, როგორებიცაა: სელენი და მაგნიუმი. კუსკუსი გემოთი იდეალურად ერწყმის ხორცს და ბოსტნეულს. საუკეთესო პროდუქტია როგორც სალათებისთვის, ასევე გარნირად მისართმევად.

3. კინოა
კინოა ჯანსაღი კვების მოყვარულებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც გასაკვირი სულაც არაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროდუქტი მთლიანად პროტეინია მარცვლეულის სახით, რადგან შეიცავს იმ 9 აუცილებელ ამინომჟავას, რასაც ჩვენი ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს. კინოა ასევე მდიდარია რკინით, მაგნიუმითა და მანგანუმით. თხილის მსგავსი არომატი და ნაზი ტექსტურა კი ნებისმიერი ადამიანის გემოს რეცეპტორებს მოხიბლავს. დაფქული სახით კინოას გამოყენება შესაძლებელია საცხობი მიმართულებითაც, როგორც ფქვილის უგლუტენო ალტერნატივა.

4. ჩიას თესლი
ჩიას თესლს ჩვენს ორგანიზმზე უდიდესი ნუტრიციული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, პროტეინებით, კალციუმით, ფოსფორითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჩიას თესლი გეხმარებათ დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოთ თავი დანაყრებულად. პროდუქტის გამოყენების ყველაზე პოპულარული საშუალებაა საუზმეებში – სმუზებში, პუდინგებსა და ბოულებში გამოყენება.

5. სეზამის მარცვლები
ბევრისთვის ძალიან საყვარელი სეზამის მარცვლები გემოვნური მახასიათებლებით მსოფლიო კულინარიას იპყრობს. გემოსთან ერთად, სეზამის მარცვლები სუპერსაკვებში გადის, რადგან ის შესანიშნავი წყაროა მაგნიუმის, კალციუმისა და სპილენძის. ეს უმცირესი მარცვლები ასევე შეიცავს სეზამინსა და სეზამოლინს, რაც ჩვენს ორგანიზმს ეხმარება ქოლესტერინის დონის შემცირებაში. სეზამის მარცვლები აქტიურად გამოიყენება როგორც საკონდიტრო მიმართულებით, ასევე სალათებში.

სად შეგიძლიათ იპოვოთ ჩამოთვლილთაგან 5-ვე სუპერსაკვები? ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ გთავაზობთ სუპერფუდების ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც თქვენს ფავორიტ სუპერსაკვებს შეარჩევთ, ჩვენი კურიერი მას სრულიად უფასოდ მოგართმევთ ნებისმიერ ადგილას.