ბლოგი - ჩემი მარაგი

ჯანსაღი საუზმის მარტივი რეცეპტები

jansaghi sauzmis martivi tecepti

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა და სავსებით სამართლიანადაც. ჯანსაღი საუზმის მარტივი რეცეპტები გაძლევთ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში, გეხმარებათ მეტაბოლიზმის მოწესრიგებასა და წონის კორექციაში. ბუნებრივია, საუზმის სარგებლიანობას განსაზღვრავს შემადგენელი პროდუქტები, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი საუზმე, რომელიც ერთდროულად იქნება ჯანსაღიც და გემრიელიც.
საუზმე რომ გახადოთ უფრო დაბალანსებული და სასიამოვნო, ჩართეთ თქვენს რაციონში თხილეული, ჩირეული, მარცვლეული და ბურღულეული. ბოჭკოთი, პროტეინებითა და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები დაგეხმარებათ შემდეგ კვებამდე დარჩეთ დანაყრებული და ენერგიული.
ამ ბლოგში შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, როგორ მოიმზადოთ ჯანსაღი საუზმის მარტივი რეცეპტები.

შვრიის თასი თხილეულითა და ჩირით
შვრიის თასი თხილეულით და ჩირით იდეალური საუზმეა ორგანიზმისთვის, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას. შვრიას ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები, შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
შეურიეთ რძე შვრიის ფანტელს (შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ან ცხოველური რძე) და მთელი ღამით დააყოვნეთ მაცივარში. დილით გამზადებულ საუზმეს ზემოდან მოაყარეთ თხილეული და ჩირეული გემოვნებით. დამატებით სიტკბოსთვის შეგიძლიათ მოასხათ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.
საუზმეზე თხილეულის და ჩირეულის დამატებით თქვენ იღებთ პროტეინებსა და ჯანსაღ ცხიმებს, რაც, თავის მხრივ, გეხმარებათ მომდევნო კვებამდე დარჩეთ დანაყრებული. ამ შემთხვევაში, ნუში, ნიგოზი ან პეკანი იდეალური არჩევანია!

სმუზი თხილეულით და ჩირეულით
სასარგებლო პროდუქტებით მომზადებული სმუზი საუკეთესო საუზმეა დღის ენერგიული დასაწყისისთვის. სხვადასხვა ინგრედიენტების დამატებით შეგიძლიათ არეგულიროთ სმუზში პროტეინის, ჯანსაღი ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობა.
შეურიეთ თქვენი საყვარელი თხილეული იოგურტს ან რძეს, დაამატეთ გამომშრალი ხილი და დააბლენდერეთ. გამზადებულ მასას დაუმატეთ ჩიას თესლი და კარგად მოურიეთ. მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჩირეული ან თხილეული თქვენი გემოვნების მიხედვით.
ჯანსაღი და გემრიელი სმუზით დაწყებული დღე ნამდვილად საუკეთესო არჩევანია ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის.

კინოას ფენქეიქები თხილეულით
თუ თქვენ უფრო მსუყე საუზმეს ეძებთ, აუცილებლად სცადეთ კინოას ფენქეიქები. კინოა შეიცავს რთულ ნახშირწყლებსა და ცილებს, რომელიც დღის მანძილზე აგავსებთ ენერგიით და ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებით.
ჩაანაცვლეთ კლასიკური ფენქეიქის რეცეპტში ფქვილი – კინოათი. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს: დაფქული კინოა, გამაფხვიერებელი, შაქარი და ცოტა მარილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ რძე, ვანილი და ზეთი. მიღებულ მასას შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები და გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სოუსი კენკრის ჩირთან და თხილეულთან ერთად.

ჯანსაღი საუზმე, რომელიც შეიცავს თხილეულს, ჩირეულს, მარცვლეულს ან ბურღულეულს, შესანიშნავი საშუალებაა თქვენი დღის იდეალურად დასაწყებად. აღნიშნული პროდუქტები სავსეა ბოჭკოთი, პროტეინებით და ჯანსაღი ცხიმებით, რაც გეხმარებათ მიიღოთ ვიტამინების დღიური დოზა და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა მთელი დღის მანძილზე.