როგორ მოვამზადოთ და შევინახოთ ჯანსაღი სნექი
ჯანსაღი სნექი ანუ ხემსი, ენერგიის უდიდესი წყაროა და დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი კვების დროს. ხემსი გინარჩუნებთ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში, პარალელურად კი აწვდის თქვენს ორგანიზმს საჭირო მკვებავ ნივთიერებებს. ვინაიდან თანამედროვე ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია, ნუტრიენტებით მდიდარი ხემსის მომზადებისთვის დრო აღარ რჩება ხოლმე. ამისთვის არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც გეხმარებათ წასახემსებლად ყოველთვის გემრიელი და ჯანსაღი ვარიანტი აირჩიოთ და არა პირიქით.
რომელი სასუსნავები გაძლევთ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში?
თხილეული: ნუში, ნიგოზი, ქეშიუ და ფსტა – თხილეული ნებისმიერ ვარიანტში იდეალური ხემსია. ეს პროდუქტები სავსეა ცილებით, ჯანსაღი ცხიმებითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
თესლეული: ჩიას, სელის, გოგრისა და მზესუმზირას თესლი – მცირე ზომის მიუხედავად, ისინი შეიცავენ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, უჯრედისსა და ანტიოქსიდანტებს.
ჩირეული: გარგრის, ფინიკისა და მოცვის ჩირი ქიშმიშთან ერთად ვიტამინების, მინერალებისა და უჯრედისის წყაროა. ისინი იდეალურია ენერგიის აღსადგენად. ამიტომ, ჩირეულის მიღება რეკომენდირებულია ვარჯიშის შემდეგ, 1 საათის შუალედში.
გრანოლას ბარები: შვრიისგან, თხილეულისგან ან ჩირეულისგან დამზადებული გრანოლას ბარები იდეალური ხემსია, რომელიც განაყრებთ დიდი რამდენიმე საათის მანძილზე.
როგორ უნდა შეინახოთ ჯანსაღი ხემსი სწორად?
- ჰერმეტული კონტეინერები: იმისთვის, რომ ხემსი მალე არ გაფუჭდეს, შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერებში ან მჭიდროდ შეკრულ პლასტიკურ სასურსათო ჩანთებში. ეს ხელს უშლის ჰაერისა და ტენიანობის ზემოქმედებას, რამაც შეიძლება პროდუქტის მალე გაფუჭება გამოიწვიოს.
- შეინახეთ გრილ/ცივ კონდიციაში: შოკოლადიანი გრანოლას ბარები ან ჩირეული სითბოს მიმართ მგრძნობიარე ხემსია, ამიტომ მნიშვნელოვანია კონტეინერი შეინახოთ გრილ, მშრალ ადგილას ან მაცივარში. ეს შეუნარჩუნებს მათ სიგრილეს და ხელს შეუშლის დნობისა და ერთმანეთზე დაწებების პროცესს.
- მარკირება: კონტეინერებს დააწერეთ შეფუთვის თარიღები. ეს დაგეხმარებათ, რომ აკონტროლოთ ვადები და შენახული ხემსი არ გაგიფუჭდეთ.
ყველაზე მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი სნექები:
სახლში მომზადებული თხილეულის მიქსი: შეურიეთ თქვენი საყვარელი თხილეული და ჩირი ერთმანეთს. სიტკბოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ შავი შოკოლადი. შეინახეთ ცალ-ცალკე შეფუთვებში.
ენერჯი ბურთები: აურიეთ ერთმანეთში ფინიკი და არაქისის კარაქი. დაუმატეთ ჩიას ან სელის თესლი, სასურველი თხილეული და ჩირეული. მოამზადეთ პატარა ბურთულები, შეინახეთ მაცივარში და მიირთვით ყოველდღიურად 1-2 ცალი.
ბოსტნეულის ჩხირები და ჰუმუსი: დაჭერით თქვენი საყვარელი ბოსტნეული, მაგალითად სტაფილო, კიტრი და ბულგარული წიწაკა. შეინახეთ მცირე კონტეინერში ჰუმუსთან ერთად. გამოდის ძალიან ნოყიერი და ჯანსაღი ხემსი.
ჩირისა და თხილის ბარები: მოამზადეთ გრანოლა ბარები შვრიით, თხილეულით, ჩირეულითა და ისეთი ბუნებრივი დამატკბობლებით, როგორებიცაა, თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი. გამოაცხვეთ, გააცივეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებათ. შეინახეთ მაცივარში.
ჯანსაღი სნექის მოსამზადებლად, „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიაში ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. ჩირეულის, თხილეულის, მარცვლეულისა თუ ბურღულეულის კატეგორიაში აღმოაჩენთ ჯანსაღ, დაბალკალორიულ ინგრედიენტებს, რომელთა დახმარებითაც მარტივად მოამზადებთ გემრიელ წასახემსებელს. უკონკურენტო ფასი და სახლის კარამდე უფასო მიწოდების სერვისი კი ონლაინ შეძენის სრულყოფილ, სასიამოვნო გამოცდილებას შეგიქმნით.