ჯანსაღი ლანჩ ბოქსის იდეები სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის დაწყებასთან ერთად მშობლები ხშირად ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს აწყდებიან: რა მოუმზადონ ბავშვებს ლანჩისთვის? კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი და ჯანსაღი მენიუს დაგეგმვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვებს ერთფეროვანი საჭმელი სწრაფად ბეზრდებათ.
ლანჩი ხომ უბრალოდ პროდუქტების ერთობლიობა არაა – ეს ბავშვის ტვინისა და ორგანიზმისთვის ენერგიის მთავარი წყაროა. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც ბალანსირებულად იკვებებიან, გაკვეთილებზე უფრო კონცენტრირებულები და ენერგიულები არიან და ნაკლებად აქვთ ტკბილეულზე მოთხოვნილება.
ამიტომ სწორად შერჩეული ლანჩი არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ ბავშვის განწყობასა და აკადემიურ წარმატებაზეც პირდაპირ აისახება.
ამ ბლოგში შემოგთავაზებთ იდეებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ ლანჩი კვირის განმავლობაში.
ორშაბათი
ბრინჯი, ბოსტნეული და კვერცხი ერთად ქმნის ნოყიერ, ადვილად მოსანელებელ და ცილებით მდიდარ ლანჩს.
ძირითადი კერძი:
- 1 ჭიქა მოხარშული ყავისფერი ბრინჯი
- ½ ჭიქა ორთქლზე მომზადებული ბარდა
- 1 პატარა სტაფილო, გახეხილი ან მსუბუქად მოშუშული
- 1 კვერცხი (ტაფამწვარი ან მოხარშული)
მომზადების წესი:
ბრინჯი წინასწარ მოამზადეთ (წინა დღეს შეგიძლიათ მოხარშოთ)
დილით შეათბეთ, დაუმატეთ ბარდა და გახეხილი სტაფილო. მოამზადეთ ტაფამწვარი და აურიეთ.
ხემსი: ვაშლის ნაჭრები + ერთი მუჭა ნიგოზი
რჩევა: იმისთვის, რომ ვაშლის ნაჭრები არ გაშავდეს, ცოტაოდენი ლიმონის წვენი მოასხით.
სამშაბათი
სამშაბათის მენიუ მაკარონისა და ყველის დამსახურებით ძალიან გემრიელი გამოდის, ინახება ცივად და ბავშვებს ენერგიით ავსებს.
ძირითადი კერძი:
- 1 ჭიქა მოხარშული მაკარონი
- ½ ჭიქა ნახევრად გაჭრილი ჩერის პომიდორი
- ½ კიტრი, დაჭრილი კუბებად
- ½ ჭიქა მოხარშული სიმინდი
- ½ ჭიქა ყველის კუბიკები (ჩედარი ან მოცარელა)
- ზეითუნის ზეთი
მომზადები წესი:
მოხარშეთ მაკარონი და სიმინდი, შემდეგ კი ცივი წყალი გადაავლეთ.
შეურიეთ ბოსტნეული და ყველი.
მოასხით ზეითუნის ზეთი.
ხემსი: გარგარის ჩირი და ნუში.
რჩევა: თუ ლანჩს წინასწარ ამზადებთ, ბავშვს ზეითუნის ზეთი პატარა კონტეინერით გაატანეთ.
ოთხშაბათი
წიწიბურა უჯრედისითა და სხვადასხვა მინერალებით არის მდიდარი, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ენერგიულობას მთელი დღის განმავლობაში.
ძირითადი კერძი:
- 1 ჭიქა მოხარშული წიწიბურა
- ½ ყაბაყი და ½ ბულგარული წიწაკა, გამომცხვარი ან ზეთში მსუბუქად მოშუშული
- 1 მოხარშული კვერცხი
მომზადების წესი:
მოხარშეთ წიწიბურა.
დაჭერით ყაბაყი და ბულგარული, გამოაცხვეთ ღუმელში (15 წთ, 180°C) ან სწრაფად მოშუშეთ ტაფაზე.
შეურიეთ წიწიბურას და დაუმატეთ მოხარშული კვერცხი.
ხემსი: ბანანის ნაჭრები და ნუშის ორცხობილა.
რჩევა: გამოიყენეთ სილიკონის პატარა ჭიქები, რათა საკვები ლანჩბოქსში არ აირიოს.
ხუთშაბათი
ოსპი შესანიშნავი ცილის წყაროა. ბოსტნეულთან ერთად გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი.
ძირითადი კერძი:
- 1 ცალი ტორტილა
- ½ ჭიქა მოხარშული ოსპი (მწვანე ან წითელი)
- ½ ავოკადო, დაჭყლეტილი
- 1 პატარა სტაფილო, გახეხილი
- სურვილისამებრ: ცოტა მარილი
მომზადების წესი:
ოსპი ჩანგლით დასრისეთ და მწიკვი მარილი მოაყარეთ.
ტორტილაზე წაუსვით ავოკადო, დაუმატეთ ოსპი და გახეხილი სტაფილო.
მჭიდროდ გადაახვიეთ ფოლგაში.
ხემსი: ქიშმიში და ნიგოზი.
რჩევა: შეგიძლიათ ტორტილას შიგნით დაამატოთ ყველიც.
პარასკევი
რადგან პარასკევი კვირის დასასრულია, „პიკნიკის“ სტილის ლანჩი ბავშვებს გაამხიარულებთ.
ძირითადი კერძი:
- 2 ნაჭერი პური
- 2 ნაჭერი ინდაურის ლორი
- 1-2 ცალი სალათის ფურცელი
- 1 ნაჭერი ყველი
- 2 ნაჭერი პომიდორი
- რამდენიმე ნაჭერი კიტრი ან მწნილი
მომზადების წესი:
დააწყვეთ პურის ნაჭერზე ინდაურის ლორი, ყველი, პომიდორი და სალათის ფურცლები
დააფარეთ მეორე პური და გაჭერით პატარა სამკუთხედებად
ხემსი: კიტრის და სტაფილოს ჩხირები, ქლიავის ჩირი.
რჩევა: გამოიყენეთ ფიგურული საჭრელები, რათა კიტრს ვარსკვლავების და გულების ფორმა მისცეთ. ასე ბავშვებს ბოსტნეულის ჭამას გაუადვილებთ.
შემდეგი რჩევები კი მშობლებს დაგეხმარებათ კვირის ლანჩ ბოქსები მარტივად ააწყოთ:
მოამზადეთ ძირითადი პროდუქტები წინასწარ: მაგალითად, წინასწარ მოხარშეთ ბრინჯი, წიწიბურა ან ოსპი. ისინი მაცივარში 3 დღემდე ინახება და ყოველდღიური მენიუს შედგენას გაგიმარტივებთ.
წინასწარ მოიმარაგეთ ხემსი: შეინახეთ თხილეული და ჩირეული მშრილ და გრილ ადგილას, რათა საჭირო დროს სწრაფად შეძლოთ ჯანსაღი ხემსის დამატება.
შეურიეთ ტექსტურები: მაგარი ტექსტურის მქონე პროდუქტები (სტაფილო) შეუთავსეთ რბილ პროდუქტებს (ყველი, სოუსი). ეს ლანჩ ბოქს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
იყავით მრავალფეროვნები: ბავშვებს ერთი და იგივე საჭმელი მალე ბეზრდებათ, ამიტომ ხშირად შეუცვალეთ ინგრედიენტები. სცადეთ სხვადასხვა ბოსტნეულის, ხილისა და თხილეულის გამოყენება, რათა ლანჩ ბოქსი ყოველთვის საინტერესო და გემრიელი იყოს.
დაიცავით უსაფრთხოება: გამოიყენეთ იზოლირებული ლანჩ ბოქსები ან მცირე ყინულის პაკეტები, რათა საკვები დღის განმავლობაში გრილად და უსაფრთხოდ დარჩეს.
ჩართეთ ბავშვები მენიუს შედგენის პროცესში: მიეცით ბავშვებს არჩევანის გაკეთების უფლება, რომელი ხილი ურჩევნიათ ან ბოსტნეული რა ფორმით სურთ მიირთვან.
არ დაგავიწყდეთ წყლის ბოთლები: ენერგიისა და ტვინის უკეთ მუშაობისთვის ჰიდრატაცია დღის განმავლობაში აუცილებელია. ამიტომ, ბავშვის ჩანთაში წყლის ბოთლი ისეთივე მნიშვნელოვანი ნივთია, როგორც ლანჩ ბოქსი.
ბავშვის ლანჩი რომ ყოველდღე ჯანსაღი და მრავალფეროვანი იყოს, საჭირო პროდუქტებს მარტივად იპოვით ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ .
,,ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია 500-მდე დასახელების საკვები პროდუქტი, მათ შორის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, სუნელები და სხვა. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი.