როგორ დაგეგმოთ საოჯახო მარაგები გონივრულად

დღეს, როდესაც ყოველდღიური რუტინა სავსეა სპონტანური გადაწყვეტილებებით, საოჯახო მარაგების წინასწარ დაგეგმვა შეიძლება ერთი უბრალო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს სიმშვიდისა და კომფორტული ცხოვრებისთვის. საჭირო პროდუქტების წინასწარი მომარაგება უზრუნველყოფს დროის, ენერგიისა და ფინანსების დაზოგვას და არა მხოლოდ: სწორად შერჩეული და დაორგანიზებული საოჯახო მარაგები გეხმარებათ ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში, სტრესის შემცირებასა და კრიზისული სიტუაციებისთვის მზადყოფნაში.
სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა ონლაინ მაღაზია “ჩემი მარაგი”, რათა მომხმარებელს გაუმარტივოს მარაგების კეთება და სასიამოვნო გამოცდილებად გარდაქმნას ეს პროცესი. თუ გსურთ, რომ თქვენი საოჯახო მარაგები მუდამ შევსებული იყოს, თან ოჯახური რესურსები გონივრულად მართოთ “ჩემი მარაგის” დახმარებით, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ.
- დასვით კითხვა – რომელ პროდუქტს მოიხმართ ყველაზე ხშირად?
საოჯახო მარაგების დაგეგმვის პირველი ნაბიჯი საკუთარი სურვილების გაცნობიერებაა. ჩამოწერეთ, თუ რომელ პროდუქტებს მოიხმართ ყველაზე ხშირად, როგორია თქვენი ოჯახის წევრების კვების რაციონი .
მაგალითად, თუ საუზმეზე ყოველთვის ყავას ან ჩაის მიირთმევთ, “ჩემს მარაგში” არსებული სხვადასხვა გემოების ყავა და 5 სახეობის ქართული ჩაი იდეალური და გემრიელი არჩევანი იქნება. თუ ვახშამზე მსუბუქად იკვებებით და უპირატესობას მცენარეულ კერძებს ანიჭებთ, სელის თესლი, ოსპი ან ლობიო მარტივად შეიძლება გადაიქცეს მაღალი ცილის შემცველ ვეგანურ კერძებად.
- დაყავით მარაგები შენახვის დროის მიხედვით – მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი
საოჯახო მარაგების დაგეგმვა მხოლოდ სიის შედგენით არ მთავრდება, მნიშვნელოვანია იმ საკითხზე ფიქრი, თუ შესანახად რამდენად მალფუჭებადია პროდუქტი.
- მოკლევადიანი მარაგებია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები – პური, რძის ნაწარმი, ბოსტნეული.
- საშუალოვადიანი მარაგებია: მაკარონი, ბურღულეული, კონსერვი.
- გრძელვადიანი მარაგებია: მშრალი ბაკალეა, თხილეული, ჩირეული, ჩაი, ყავა.
“ჩემი მარაგის” კონცეფცია სწორედ ისეთი პროდუქტების არჩევაა, რომლებიც ხანგრძლივი შენახვისთვისაა განკუთვნილი და ნაკლებად მალფუჭებადია. შესაბამისად, გრძელვადიანი მარაგების მრავალფეროვან არჩევანს აქ იპოვით, იქნება ეს: თხილეული (ნუში, კაკალი, ნიგოზი, მაკადამია), ჩირეული (ფინიკი, ქიშმიში, შავი ქლიავის, გარგარის ჩირი) და ბაკალეა (ზეთი, თაფლი, მწნილი, ტყემალი). მათი შენახვა შესაძლებელია თვეების განმავლობაში, თან ისე, რომ პროდუქტებში არსებული ჯანსაღი ნუტრიენტები არ დაიკარგოს.
- გაითვალისწინეთ სეზონური პროდუქტები
სეზონური დაგეგმვა არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობს. გაზაფხულზე მეტი მწვანე საჭმელი და მსუბუქი ბურღულეულია საჭირო, ზაფხულში – ჩირეული და გამაგრილებელი სასმელები, ზამთარში კი – კალორიული, ჯანსაღი ცხიმის შემცველი თხილეული და ცხელი ჩაი.
სეზონური პროდუქტები ასევე შეგიძლიათ “ჩემი მარაგის” ასორტიმენტიდან მოიმარაგოთ:
- ზაფხულისთვის – გარგრის ჩირი, ქიშმიში, ფინიკი.
- ზამთრისთვის – ნუში, ნიგოზი, ფსტა, ასევე მწნილები, კომპოტები და ტყემალი.
- გაზაფხულისთვის – სელის თესლი, კუსკუსი, კინოა (შესანიშნავია სალათებისა და მსუბუქი სადილებისთვის).
- შემოდგომისთვის – ბრინჯი, წითელი ოსპი, ანტისეპტიკური თვისებების მქონე დარიჩინი, კურკუმა, მიხაკი.
მარაგების სეზონურად შევსება დაგეხმარებათ, მოამზადოთ მრავალფეროვანი კერძები და შექმნათ ჯანსაღი მენიუ.
- გამოიყენეთ ცხრილი მარაგების სამართავად
სასურველია თუ გექნებათ ციფრული ან ხელით შედგენილი სია, მარაგების სამართავად, სადაც ჩაწერთ პროდუქტების შესაკვეთ გეგმას, დაამატებთ ან ამოაკლებთ კატეგორიებს.
საოჯახო მარაგების გონივრულად დაგეგმვა სირთულეს არ წარმოადგენს, მთავარია წინასწარ იცოდეთ რა გჭირდებათ და სად შეიძინოთ მისაღებ ფასად. საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგი“ სწორედ ამ იდეას ეფუძნება, სადაც შეძლებთ რჩეული ხარისხის პროდუქციის შეკვეთას, საუკეთესო ფასად. შეკვეთის მიწოდების სერვისი უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით.