ბლოგი - ჩემი მარაგი

ნუში – სასარგებლო თვისებებით მდიდარი თხილეული

ნუში ყველასთვის ერთ-ერთი საყვარელი და გემრიელი თხილეულია, რომელსაც კულინარიაში მრავალმხრივი გამოყენება აქვს. მისი ნაზი, ოდნავ მოტკბო გემო იდეალურად ერწყმის როგორც ტკბილ, ასევე მარილიან კერძებს. განსაკუთრებით გემრიელია მოხალული ნუში, რომელიც ღრმა და გამორჩეული არომატით ხასიათდება.

მაგრამ რა იქნება, თუ გეტყვით, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესების საიდუმლო ისეთივე მარტივია, როგორც დღის განმავლობაში ერთი მუჭა ნუშის მიღება? მხოლოდ 28 გრამი ნუშია საჭირო ჯანმრთელი გულის, ძლიერი კუნთებისა და იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. ეს თხილეული ერთ-ერთი სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია, რომელიც ნუტრიციოლოგების თქმით, დღის კვებით რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს.

ნუში უნდა მიირთვათ იმისთვის, რომ გქონდეთ:

ჯანმრთელი გული და სტაბილური არტერიული წნევა

ნუში დიდი ოდენობით შეიცავს მაგნიუმს – ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინერალს, რომელიც აუმჯობესებს გულის მუშაობასა და არეგულირებს მაღალ წნევას. შესაბამისად, ნუშის ყოველდღიური მიღება აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აბალანსებს ცუდი და კარგი ქოლესტერინის დონეს, რაც ჯანმრთელი გულის ერთ-ერთი საიმედო გარანტია.

ჯანმრთელი ძვლები, მახვილი გონება და ძლიერი კუნთები

ნუშის კიდევ ერთი საოცარი თვისება ფოსფორისა და კალციუმის მდიდარი შემცველობაა, რაც უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცესა და ჯანმრთელობას. მასში არსებული L-კარნიტინები აძლიერებს შემეცნებით უნარებს, ხოლო ვიტამინი B2 აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სწორედ პროტეინების, ჯანსაღი ცხიმებისა და მაგნიუმის უნიკალური კომბინაციის წყალობით, ნუში საუკეთესო არჩევანია აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის – იგი ხელს უწყობს კუნთების სწრაფ აღდგენასა და გაძლიერებას დატვირთული ვარჯიშის შემდეგ.

ძლიერი მეტაბოლიზმი და სასურველი წონა

ნუშის პატარა მარცვლები პროტეინისა და უჯრედისის დაუჯერებლად დიდი წყაროა. ეს ნივთიერებები უზრუნველყოფს ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას, რაც საშუალებას გაძლევთ, ბუნებრივად დაარეგულიროთ კვების რეჟიმი.

მიუხედავად იმისა, რომ ნუში მაღალკალორიულია, ორგანიზმი  ნუშში არსებული ცხიმების მხოლოდ ნაწილს ითვისებს. თანამედროვე კვლევები კი იმასაც ადასტურებს, რომ ნუშის რეგულარული მიღება აძლიერებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას.

ძლიერი იმუნური სისტემა

ნუში უამრავ ძლიერ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რაც იცავს ორგანიზმს ანთებითი პროცესებისა და სერიოზული დაავადებების განვითარებისგან. ეს კი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის დაცვას ინფექციებისაგან. საინტერესოა, რომ ნუში ნაჭუჭით ანტიოქსიდანტების უფრო მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მის სასარგებლო თვისებებზე.

კულინარიის სფეროში ეს ჯანსაღი თხილეული უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ნებისმიერ კერძს თავის დამახასიათებელ გემოს აძლევს. თავად ნუშისგან მრავალი კერძისა და ნაწარმის დამზადება შეიძლება, მათ შორის:

ნუშის რძე – ძროხის რძის იდეალური ალტერნატივა;

ნუშის კრემი – საუკეთესო შემავსებელი საკონდიტრო ნაწარმისთვის;

ნუშის ფქვილი  – გლუტენის საოცარი ჩამნაცვლებელი;

ნუშის ფანტელები – უგემრიელესი ინგრედიენტი ნამცხვრებისა და ენერჯი ბარებისთვის

ნუშის ზეთი – გამოიყენება კულინარიაში აქტიურად, კერძისთვის განსხვავებული არომატის მისაცემად.

 

ნუშს ყველაზე ხშირად ხემსის სახით მიირთმევენ. სწორედ, ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მოხალული, ასევე კანგაცლილი, ნაჭუჭიანი და გარჩეული ნუში. ქართული ტრადიციული დესერტების მოყვარულებს კი შეგიძლიათ აირჩიოთ თეთრ და წითელ ბადაგში ამოვლებული ნუშის ლებნები. ხელით ნარჩევ რჩეული ხარისხის პროდუქციას ჩვენი კურიერი სასურველ ადგილას უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.