ბლოგი - ჩემი მარაგი

მარტივი და ჯანსაღი სნექის რეცეპტები ზაფხულისთვის

ზაფხულის ცხელ დღეებში კვების რაციონის განახლება აუცილებელია. ზოგადად, სიცხე ხშირად იწვევს სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას. ამიტომ, უმჯობესია, თუ რაციონიდან ცხიმოვან და რთულად გადასამუშავებელ საკვებს ამოიღებთ. კვებიდან კვებამდე კი შეგიძლიათ მარტივად მოსამზადებელი ჯანსაღი სნექები მიირთვათ. ქვემოთ მოცემულია რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ, მოამზადოთ ჯანსაღი პროდუქტებისგან გემრიელი და მარტივი სნექები.

  1. ფსტის ენერგიის ბურთი

ენერგიის ბურთები ზაფხულისთვის ერთ-ერთ საუკეთესო სნექს წარმოადგენს. ფსტა მდიდარია ვიტამინებით, როგორიცაა B6, რომელიც ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას,ფინიკი უზრუნველყოფს აუცილებელ მინერალებს და ვიტამინებს, როგორიცაა კალიუმი და მაგნიუმი, რომლებიც გადამწყვეტია ენერგიის გამომუშავებისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფსტა
  • 1 ჭიქა ფინიკი
  • 1/2 ჭიქა შვრია
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი

მომზადების წესი:

შეურიეთ ფსტა, ფინიკი, შვრია და თაფლი (ან ნეკერჩხლის სიროფი) ერთმანეთს. აურიეთ მიღებული მასა სანამ არ გახდება წებოვანი და მიეცით ბურთის ფორმები. თუ ძალიან მშრალია, დაამატეთ ცოტა წყალი. მიღებული ენერგიის ბურთები შეინახეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.

  1. არაქისისა და ქეშიუს ცხარე მიქსი

ეს კომბინაცია ჯანსაღი ცხიმებისა და ცილების იდეალური, სრულყოფილი ნაზავია. ზაფხულის ცხელ დღეებში არაქისისა და ქეშიუს მიქსი ორგანიზმს აავსებს ენერგიით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

ინგრედენტები:

  • 1 ჭიქა არაქისი
  • 1 ჭიქა ქეშიუ
  • 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი პაპრიკა

მოამზადეთ წესი:

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 350°F-მდე. არაქისისა და ქეშიუს ნაზავს მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პაპრიკა. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და აცხვეთ 10-15 წუთი.

მიირთვით გაციებულ მდგომარეობაში, როგორც ხემსი.

  1. საზამთროს ჩირისა და ნიგვზის ტროპიკული ხემსი

ნიგოზი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების იდეალური წყაროა, რომელიც აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისთვის. დაბალკალორიული საზამთროს ჩირი კი მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორებიცაა A და C. კონკრეტულად ეს ვიტამინები იმუნურ სისტემას აძლიერებენ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა საზამთროს ჩირი – დაჭრილი
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი – დაჭრილი
  • თაფლი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

დაჭრილი საზამთროს ჩირი და ნიგოზი ერთმანეთში აურიეთ. სურვილისამებრ, ჩაამატეთ ცოტაოდენი თაფლი. შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე, ან შეინახოთ ჰერმეტულ კონტეინერში.

  1. ვაშლის და არაქისის კარაქის სნექი

უმარტივესად მოსამზადებელი ეს ხემსი მდიდარია უჯრედისით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ცალკე, არაქისის კარაქი მდიდარია ცილებით, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გემრიელად დანაყრდეთ.

ინგრედიენტები:

  • ვაშლის ჩირი
  • არაქისის კარაქი
  • გრანოლა ან დაქუცმაცებული თხილი მოსაყრელად

მომზადების წესი:

ვაშლის ჩირი შეგიძლიათ არაქისის კარაქში ამოავლოთ, მოაყაროთ გრანოლა ან დაქუცმაცებული თხილი. მიირთვით გემრიელად.

  1. ქეშიუს და მზესუმზირის პესტო

უგემრიელესი პესტო, ქეშიუთი და მზესუმზირათი დამზადებული, ჯანსაღი ცხიმების შესანიშნავი წყაროა. ჯანსაღი ცხიმები აუცილებელია გულის ჯანმრთელობისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა ქეშიუ
  • 1/2 ჭიქა მზესუმზირის თესლი
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

საკვებ პროცესორში აურიეთ: ქეშიუ, მზესუმზირის თესლი, ნიორი და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მიღებული უგემრიელესი პესტო შეგიძლიათ მიირთვათ კრეკერებთან ან ბოსტნეულთან ერთად.

თითოეული სნექის მომზადებისას, ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. რაც შეეხება პროდუქტებს, მათი პოვნა ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ. თხილეულისა და ჩირეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან, თითოეული პროდუქტი ხელით არის ნარჩევი. იმისთვის, რომ ზაფხულის სიცხეებმა არ შეგაწუხოთ და დრო არ დაკარგოთ, ჩვენი კურიერი რჩეული ხარისხის პროდუქტს, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი სახლის კარამდე უფასო მიტანის სერვისით მოგიტანთ.