ბლოგი - ჩემი მარაგი

ბაკალეა – საჭირო პროდუქტები საოჯახო მარაგების შესავსებად

საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია “ჩემი მარაგი” სწრაფი ტემპით იზრდება და მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ჩვენი კატალოგის კარგად ნაცნობ პროდუქციას, როგორებიცაა: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული და მარცვლეული, ბაკალეის კატეგორიაც დაემატა. მომხმარებელთა მაღალი ინტერესის ფონზე, ამ მიმართულებით განვითარება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ბაკალეის კატეგორიაში წარმოდგენილია: ყავა, ჩაი, ზეთი, თაფლი, ჯემები, კომპოტები, ტყემალი, აჯიკა, პომიდვრის წვენი და მწნილეული.

რატომ უნდა აირჩიოთ პროდუქტებიჩემი მარაგისბაკალეის კატეგორიიდან?

 

 აერთიანებს ოჯახისთვის საჭირო ყველა პროდუქტს

„ჩემი მარაგის“ კონცეფცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული პროდუქტი უნდა იყოს განკუთვნილი ხანგრძლივი შენახვისთვის და არა – მალფუჭებადი. ბაკალეის კატეგორიაც ამ პრინციპს ეყრდნობა – ის აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ყოველდღიური და სეზონური მარაგების შესავსებად არის საჭირო. მომხმარებელს საშუალება აქვს სეზონურად პოპულარული პროდუქტები წინასწარ მოიმარაგოს. მაგალითად, ახალი წლის პერიოდში დიდი მოთხოვნაა „ჩემი მარაგის“ თაფლზე, რომლის ხუთი სახეობა არის ხელმისაწვდომი: წაბლის, ცაცხვის, გაზაფხულის, შემოდგომის და ალპური. იდეალურია, როდესაც ყველა საჭირო პროდუქტი სახლში მოიპოვება, „ჩემი მარაგი“ კი ამ პროცესს მარტივს, მოსახერხებელსა და სასიამოვნოს ხდის.

 

ხარისხიანი პროდუქტი საუკეთესო ფერმერებისგან

„ჩემი მარაგის“ პროდუქცია შერჩეულია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ფერმერული კომპანიებიდან. არჩევანი ყოველთვის საუკეთესო მწარმოებლებზე კეთდება. ამ პროცესის შემდეგ, ჩემი მარაგის საწარმოში თითოეული პროდუქტი გადარჩევას და ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეფუთვასაც, რაც საოჯახო მარაგებისთვის აუცილებელი კომპონენტია. მაგალითად, ბაკალეის კატეგორიაში არსებული ხუთივე სახეობის ჩაი (მწვანე, შავი, მოცვის, ვარდის და ხილის) შეფუთულია ისე, რომ გახსნის შემდეგ დამატებითი კონტეინერი არ გჭირდებათ — შეგიძლიათ შეინახოთ პირდაპირ შეფუთვიანად, ჰერმეტულად, მშრალ და გრილ ადგილას.

 

იქმნება მომხმარებელთა სურვილიდან გამომდინარე

„ჩემი მარაგი“ ყოველთვის უსმენს მომხმარებლებს და ყურადღებით ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს. ბაკალეის ასორტიმენტზე მუშაობის დაწყებისას, ჩვენ ვკითხეთ მათ, თუ რა გაუხარდებოდათ და რა პროდუქტების მომარაგება სურდათ. სწორედ, მათი სურვილებიდან გამომდინარე, დაემატა სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის ზეთის ასორტიმენტი, რომელიც საოჯახო მოხმარებაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. დღეს „ჩემი მარაგი“ გთავაზობთ 10 სახეობის ზეთს: ზეითუნის, გოგრის, მზესუმზირის, ნიგვზის, კახური და სხვა.

 

დატვირთულია ქართული პროდუქციით

საუკეთესო მარაგების შექმნისა და პროდუქტების ონლაინ შეძენის სრულყოფილ სასიამოვნო გამოცდილებასთან ერთად, „ჩემი მარაგის“ ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოში აგრო ბიზნესისა და ქართველი ფერმერების ხელშეწყობა. ბაკალეის კატეგორიაში არსებული პროდუქციის უმეტესობა ქართული წარმოებისაა და ქართულ გემოებს ინახავს. მაგალითად, “ჩვენს მარაგში“ არსებობს ქართული ჩაის ჯიშები, რომლის გამოშრობის პროცესიც ხდება უნიკალურად, ყველანაირი ტექნოლოგიური ჩარევის გარეშე.

ქართველი ფერმერებისგან მოწოდებული პროდუქტებით არის დამზადებული ყვითელი, წითელი და მწვანე ტყემალი. ქართული პიკანტური გემოების მოყვარულებისთვის წითელი აჯიკა მოიძებნება მარაგებში და არომატული სურნელის მქონე პომიდვრის საწებელიც.

ჯემი და კომპოტები ყველა ქართულ ოჯახში მოიპოვება. მომზადებაზე მომხმარებელმა დრო და ენერგია რომ არ დაკარგოს, „ჩემი მარაგი“ მათ მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

ტკბილი და ნატურალური გემოების მოყვარული გურმანები მარაგებში 5 სახის ჯემს (ვაშლის, კომშის, მსხლის, ფეიჰოას და ქლიავის) იპოვიან, რომლებიც გამოიყენება დესერტების ან საუზმეულის მოსამზადებლად, ასევე 5 სახის კომპოტი (შვინდის, ფეიჰოას, მარწყვის, კომშის და ბლის) შესანიშნავი, ნატურალური სასმელია, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.

ქართული მწნილები კი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს, ხოლო მათი დიდი არჩევანი „ჩემს მარაგში“ დაგხვდებათ, იქნება ეს კიტრის და კომბოსტოს მწნილი თუ ჯონჯოლი.

 

უფასო მიტანა და საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება

ბაკალეის კატეგორია შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებელმა საოჯახო მარაგები სახლიდან გაუსვლელად, ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე შეავსოს. იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს, კომპანია უზრუნველყოფს უფასო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.