სუპერ პროდუქტები ჯანსაღი კვებისთვის
თანამედროვე სამყაროში ადამიანები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას. ჯანსაღი ცხოვრების წესს და საკვებს დიდი როლი აქვს როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. დაბალანსებული რაციონის შედგენისას აუცილებელია საკვები პროდუქტებიდან გამოვყოთ ისეთი სახეობები, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი კვებითი ღირებულება. ასეთ პროდუქტებს „სუპერფუდებს“ უწოდებენ.
სუპერსაკვები (Superfoods) – ისეთი პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ხოლო მათი ნუტრიციული ღირებულება საგრძნობლად აღემატება სხვა პროდუქტების სარგებელს. დღევანდელ ბლოგში წარმოდგენილია 5 სუპერ საკვები, რომელთა მიღებაც რეკომენდირებულია ნუტრიციოლოგების მიერ.
1. გოჯი ბერი
გოჯი ბერი კენკრის მსგავსი ხილია, რომელიც ჩინურ მედიცინაში საუკუნეების მანძილზე სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ანტიოქსიდანტებით მდიდარი გოჯის მარცვალი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ეხმარება ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში. აღნიშნული სასარგებლო თვისებების გარდა, გოჯის მარცვლები დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ბოჭკოს, რკინასა და ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს.
გოჯი ბერი გამოიყენება სმუზებში, საუზმის ვარიაციებსა თუ სალათებში.
2. ყვითელი კუსკუსი
კუსკუსი ნახშირწყლებით მდიდარი მარცვლეულია, რომლის სამშობლოდ ჩრდილოეთ აფრიკული სამზარეულო მიიჩნევა. კუსკუსი შეიცავს კომპლექსურ ნახშირწყლებს, რომლებიც ორგანიზმს მდგრადი ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება. პროდუქტი ასევე მდიდარია ბოჭკოთი, B-ვიტამინითა და ისეთი მინერალებით, როგორებიცაა: სელენი და მაგნიუმი. კუსკუსი იდეალურად ერწყმის გარნირად ხორცისა და ბოსტნეულის კერძებს.
კუსკუსი გამოიყენება სალათებში, ლანჩის ვარიაციებსა და წვნიანებში.
3.თეთრი კინოა
კინოას მოხმარება ჯანსაღი კვების მოყვარულებში სულ უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროდუქტი მთლიანად პროტეინია მარცვლეულის სახით, რადგან შეიცავს 9 აუცილებელ ამინომჟავას, რასაც ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს. კინოა ასევე მდიდარია რკინით, მაგნიუმითა და მანგანუმით. თხილის მსგავსი არომატი და ნაზი ტექსტურა კინოას გამორჩეულ მარცვლეულად აქცევს, რის გამოც გურმანების საყვარელი პროდუქტია.
კინოა გამოიყენება სალათებში, ლანჩის ვარიაციებსა და წვნიანებში. დაფქული სახით კინოას გამოყენება შესაძლებელია საცხობი მიმართულებითაც, როგორც ფქვილის უგლუტენო ალტერნატივა.
4. ჩიას თესლი
ჩიას თესლი ძალიან სასარგებლო და ნუტრიციული ღირებულებებით მდიდარი მარცვლეულია, რომელსაც ორგანიზმის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, პროტეინებით, კალციუმით, ფოსფორითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჩიას თესლი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას. დღის მანძილზე 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი ეხმარება ორგანიზმს შეივსოს საჭირო მინერალებით და ვიტამინებით.
ჩიას თესლი გამოიყენება სმუზებში, საუზმის ვარიაციებსა და სალათებში.
5. სელის თესლი
სელის თესლი გამოირჩევა გემოვნური მახასიათებლებით და ნუტრიციული ღირებულებით, რის გამოც რეკომენდირებულია ჯანსაღი კვების რაციონში. სელის მარცვლები სუპერსაკვების ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან ის შესანიშნავი წყაროა მაგნიუმის, კალციუმისა და სპილენძის.
სელის მარცვლები გამოიყენება სმუზებში, საუზმის ვარიაციებსა და სალათებში.
ბლოგში განხილული სუპერ საკვების მომარაგება შესაძლებელია „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიიდან, სადაც აღნიშნულ 5 პროდუქტზე 14 იანვრის ჩათვლით სააქციო შეთავაზება ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით.