ფიტნეს მარაგი
69.00 ₾
საკვები პროდუქტების ნაკრები ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის
,,ჩემი მარაგი“ გთავაზობთ ხუთ საკვებ სუპერპროდუქტს ერთ ბოქსში, რომელიც გამდიდრებულია ბუნებრივი ენერგიით, ანტიოქსიდანტებითა და საჭირო ნუტრიენტებით. იდეალურია მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე.
ნაკრების შემადგენლობა:
- ნუში – 500 გ
- ჩიას თესლი – 500 გ
- კინოა – 500 გ
- მატჩას ფხვნილი – 150 გ
- გოჯი ბერი – 250 გ
ყველა პროდუქტი 100% ვეგანურია.
შენახვის პირობები: პროდუქტი ინახება მშრალ და გრილ, ჭარბი სინათლისა და სიცხისგან დაცულ ადგილას.
ნუში – მდიდარია მაგნიუმით, პროტეინითა და ჯანმრთელი ცხიმებით, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას, ქოლესტერინის დონის დაბალანსებას და კუნთების სწრაფ აღდგენას ვარჯიშის შემდეგ. ასევე, შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, L-კარნიტინს და B2 ვიტამინს, რომლებიც სასარგებლოა ტვინისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის.
გამოყენება: ნუში შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ჯანსაღი ხემსი, ასევე დაუმატოთ იოგურტს, ფაფას ან სალათებს.
მატჩას ფხვნილი – ძლიერი ანტიოქსიდანტი და ბუნებრივი ენერგიის წყაროა.
ასევე, ეფექტური დეტოქს საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს ეხმარება მავნე ტოქსინებისგან გაწმენდაში.
გამოყენება: ჩაის მოსამზადებლად 1 ჩ/კ მატჩას დაამატეთ ცხელი წყალი და სწრაფად აურიეთ, ტრადიციული მეთოდით მოსამზადებლად გამოიყენეთ ბამბუკის სათქვეფი. ასევე, მატჩა შეგიძლიათ დაუმატეთ რძიან ყავას, სმუზის და დესერტებს.
ჩიას თესლი – უჯერი ცხიმოვანი მჟავების, ბოჭკოსა და ცილის წყარო. აუმჯობესებს საკვების მონელებას, ენერგიის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დანაყრებას.
გამოყენება: დაალბეთ წყალში ან რძეში და გააჩერეთ რამდენიმე საათით — მიიღებთ პუდინგის მსგავსი ტექსტურის მასას. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ სმუზის, იოგურტს ან ფაფას.
კინოა – უგლუტენო მარცვულეული, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ამინომჟავებს, რაც ამ პროდუქტს ცილის წყაროდ გარდაქმნის. ცილა კი კუნთის აღდგენისა და ზრდისთვის მთავარი საკვები ნივთიერებაა. სწორედ ამ მიზეზის გამო, კინოას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სპორტსმენებისა და ფიტნესის მოყვარულების კვების რაციონში. ეს პროდუქტი ასევე მდიდარია ბოჭკოთი, რკინით, მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით.
გამოყენება: მოხარშეთ წყალში 2:1 პროპორციით. იდეალურია როგორც გარნირი, ასევე სალათების შესაზავებლად.
გოჯი ბერი – შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნუტრიენტებს. კენკრის მსგავსი გოჯის მარცვლები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს კუნთების აღდგენასა და იმუნური სისტემის გაუმჯობესებას.
გამოყენება: შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ჯანსაღი ხემსი, ასევე გამოიყენოთ სალათებში, იოგურტსა და ფაფებში ან ჩაის მოსამზადებლად.
მსგავსი პროდუქტები

თხილი მრგვალი მოხალული
27.50 ₾
მაკადამია
75.00 ₾
ქეშიუ მოხალული, შაქრით და სეზამით
33.75 ₾
ქეშიუ მოხალული, მარილით
32.50 ₾
თხილი ბრაზილიური
37.50 ₾
ნიგოზი უმაღლესი ხარისხი
12.50 ₾
ნუში კანგაცლილი
25.00 ₾