კონფიდენციალურობა

მიზანი
ვებ-გვერდზე www.chemimaragi.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად „ჩემი მარაგი“ მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 მომხმარებელი, რომელიც „ჩემ მარაგს“ საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას ჩემ მარაგს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს, მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელების მიზნით. 
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს „ჩემი მარაგის“ მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩემი მარაგის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს ჩემი მარაგის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

 ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
• ჩემი მარაგი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „აგრო ფუდ ტრეიდი“, (ს.ნ. 404952618)  ფაქტობრივი მისამართი: სამურზაყანოს 33, იურიდიული მისამართი: ყაზბეგის 3ა.
• პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
• მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
• მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
• მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
• მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
• პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება. 

თანხმობა
„ჩემი მარაგის“ ვებ-გვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, ჩემ მარაგს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშავოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია ჩემი მარაგის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
„ჩემი მარაგი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
• არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
• მონაცემთა დამუშავება საჭიროა „ჩემი მარაგის“ მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. 

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
• ჩემი მარაგის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
• ჩემი მარაგის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
• მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
• მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
• ჩემი მარაგის ვებგვერდზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
• მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
• მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
• ჩემი მარაგის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
• ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
• მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
• მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
• მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
• მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
• ჩემი მარაგის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
• სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდებასაქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
• კანონიერი ინტერესების დაცვა;
• ჩემი მარაგისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

 მომხმარებლის უფლებამოსილება 
მომხმარებელს უფლება აქვს ჩემ მარაგს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
• მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება ჩემი მარაგის მიერ;
• მონაცემთა დამუშავების მიზანი;
• მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
• რა გზით შეგროვდა მონაცემები;
• ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ჩემი მარაგი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ ჩემი მარაგისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია ჩემ მარაგს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ქოლ-ცენტრი
ჩემი მარაგის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.

ჩემი მარაგის ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
მომხმარებლის მიერ ჩემი მარაგის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას ჩემი მარაგის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.
მომხმარებელი ვალდებულია ჩემ მარაგს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი
ჩემი მარაგი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, ჩემი მარაგი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემ მარაგზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა ჩემ მარაგს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს ჩემ მარაგს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს ჩემ მარაგს. აღნიშნულში არ მოიაზრება ჩემი მარაგის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.

ლოგ ფაილები და Cookies
ჩემი მარაგი სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, ჩემი მარაგი იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
• IP მისამართი
• მოწყობილობის ტიპი
• ბრაუზერი
• ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
• რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი ჩემი მარაგის ვებგვერდზე
• ინფორმაცია ჩემი მარაგის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
• გავაანალიზოთ ტრენდები
• ჩემმა მარაგმა მართოს ვებ-გვერდი
• აწარმოოს სტატისტიკა
• თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით
• ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განსახორციელება
• რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.
Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

მონაცემების მიღება
ჩემი მარაგი ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
• როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
• როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
• როდესაც მომხმარებელი იყენებს ჩემი მარაგის ვებგვერდს და ჩატს

რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
• მობილურის ნომერი
• ელექტრონული ფოსტა
• მისამართი
• სახელი და გვარი
• პირადი ნომერი
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. ჩემ მარაგს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. ჩემი მარაგი იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
ჩემი მარაგი პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას ჩემი მარაგი ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება
ჩემი მარაგისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისჩემი მარაგისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. ჩემი მარაგი გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მარაგი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
ჩემი მარაგი მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას ჩემი მარაგის სერვერებზე.

მესამე მხარე
ჩემი მარაგი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს ჩემი მარაგის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, ჩემი მარაგი მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ჩემი მარაგის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

ჩემ მარაგთან დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@chemimaragi.ge