ჩვენ შესახებ

ისტორია

„ჩემი მარაგი“ წარმოადგენს საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს სთავაზობს კომფორტულ მომსახურებებთან ერთად.

ბრენდის მიზანია ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს რჩეული ხარისხის პროდუქტი უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც აერთიანებს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

კომპანიის უმთავრესი მიღწევებია:

• საუკეთესო ხარისხის პროდუქტის თავმოყრა ადგილობრივი მწარმოებლებისა და მსოფლიოს საუკეთესო ფერმერებისგან.
• საქართველოში აგრო ბიზნესის და ქართველი ფერმერების ხელშეწყობა.

ფილოსოფია

ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია.

„ჩემი მარაგი“ განვითარების უწყვეტ გზას ადგას, რომ მარაგების კეთების და ონლაინ პროდუქტების ყიდვის სრულყოფილად სასიამოვნო გამოცდილება შეუქმნას ნებისმიერ ადამიანს.

ჩვენ ვიცით როგორ ვაწარმოოთ საუკეთესო პროდუქტი. ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ საუკეთესო სერვისი და რჩეული პროდუქტები სრულიად უფასოდ მოგართვათ პირდაპირ სახლის კართან .

ჩვენ ვაკონტროლებთ ხარისხს, ფასს და სასიამოვნო გამოცდილებას.

მარაგების შევსებისთვის გამოყოფილი საზრუნავი ჩვენ დაგვითმეთ, თავისუფალი დრო კი თქვენთვის სასიამოვნო საქმეებს და დასვენებას მოახმარეთ.


ხარისხის გარანტია

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგის“ საწარმოში  ყოველთვიურად ხდება სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისობის სერთიფიკატის განახლება.

ჩვენი საწყობი და საწარმო უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საოპერაციო რესურსით. დანერგილია  პროდუქციის ხარისხის კონტროლის სისტემა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და თანამშრომელთა ეკიპირება სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 

მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით -  მიმდინარეობს ტემპერატურის კონტროლი, განთავსებულია ტენიანობის მარეგულირებელი ჰიგრომეტრები. მუშაობს სანიტარული და სადეზინფექციო სისტემა.   

პროდუქცია ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა საფეხურს გადის - პროდუქტის გადარჩევიდან დაწყებული, სანამ შეფუთული თქვენ კარამდე მოვა.