ბლოგი - ჩემი მარაგი

ზაფხული და ჯანსაღი კვება

ზაფხული წლის ყველაზე ფერადი, მსუბუქი და ენერგიული სეზონია – ისევე, როგორც ამ დროისთვის დამახასიათებელი კერძები. სიცხის ფონზე ორგანიზმი განსაკუთრებულად საჭიროებს წყლით, ანტიოქსიდანტებით და მინერალებით გაჯერებულ საკვებს.

ზაფხულის კვების წესები: რას ითხოვს ორგანიზმი?

ზაფხულში ორგანიზმი  კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, რაც ზრდის დეჰიდრატაციას და ამცირებს ენერგიას. ამ პროცესის დაბალანსების მიზნით, უმჯობესია ისეთი საკვების მიღება, რომელიც:

  • მდიდარია წყლით, ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით
  • მსუბუქია და არ ართულებს მონელებას
  • შეიცავს უჯრედისს, რაც აუმჯობესებს ნაწლავურ მოძრაობას და ეხმარება საჭმლის გადამუშავებას
  • იცავს ორგანიზმს მზის სხივების უარყოფითი გავლენისგან

წყურვილის  დასაკმაყოფილებლად  წყალი ან უშაქრო, მწვანე ჩაი საუკეთესო საშუალებაა.

 

იდეალური ფორმულა კი საზაფხულო კერძებისთვის ასე გამოიყურება:

ცილა + უჯრედისი + ანტიოქსიდანტები = ზაფხულის ჯანსაღი კერძი

იმისთვის, რომ ზაფხული ენერგიულად, ჯანმრთელად და გემრიელად გაატაროთ, „ჩემი მარაგი“ გთავაზობთ მრავალფეროვან, ხარისხიან და სეზონისთვის შესაბამის ასორტიმენტს, რომელიც დაგეხმარებათ შეადგინოთ ჯანსაღი მენიუ – დილით, შუადღეს და საღამოს.

 

საუზმე

ზაფხულის საუზმე უნდა იყოს მსუბუქი და წყლის მაღალი შემცველობის მქონე. ცილების, უჯრედისისა და ანტიოქსიდანტების ერთობლიობა უზრუნველყოფს სტაბილურ ენერგიას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

საზაფხულო საუზმისთვის „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ შემდეგი პროდუქტები:

  • შვრიის ფანტელი – მდიდარია უჯრედისით და აუმჯობესებს მონელებას.
  • ჩიას თესლი – შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და ცილებს. ასევე აქვს უნიკალური უნარი შეიწოვოს საკუთარ წონაზე 10–12-ჯერ მეტი სითხე და წარმოქმნას ჟელესმაგვარი სტრუქტურა.
  • გარგრის, შტოშის ან მოცხარის ჩირი – გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით და იდეალურია ფაფების, სმუზებისა და ენერგეტიკული ბურთულების მოსამზადებლად.
  • ფინიკიბუნებრივი ტკბილეულის შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც მდიდარია უჯრედისით, კალიუმითა და რკინით. ზაფხულში ის შეგიძლიათ მიირთვათ დილით, რადგან მთელი დღის განმავლობაში სწრაფ ენერგიას მოგცემთ. სულ რაღაც 1-2 ცალი ფინიკი არის საკმარისი, რათა მიიღოთ ყველა საჭირო მიკროელემენტი..
  • მატჩას ფხვნილი – მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით კატეხინებით, რაც ეხმარება ორგანიზმს უჯრედების დაზიანებისგან დაცვაში. მატჩა ასევე აუმჯობესებს კონცენტრაციასა და ენერგიის დონეს კოფეინისა და L-თეანინის კომბინაციის წყალობით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ, სტაბილურ გონებრივ სიფხიზლეს დაძაბულობის გარეშე. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაი, ყავა ან სმუზი და დაიწყოთ დილა ენერგიულად.

 

სადილი

მაღალი ტემპერატურა აჩქარებს ოფლის გამოყოფას, რაც იწვევს სითხისა და მინერალების დაკარგვას. ამასთან, მძიმე საკვები – განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ცილა, როგორიცაა წითელი ხორცი – ართულებს მონელებას და კიდევ უფრო ზრდის სხეულის შიდა ტემპერატურას. შედეგად, ხშირია დაღლილობისა და გაღიზიანების შეგრძნება.

ამიტომ, ზაფხულის პერიოდში უმჯობესია, მიირთვათ მსუბუქი ცილა, რომელიც აგავსებთ ენერგიით და შეგინარჩუნებთ სიმსუბუქესა და სიგრილეს.

ასეთია მცენარეული ცილებით მდიდარი სუპერფუდები, ბურღულეული და მარცვლეული:

  • წიწიბურა – მარტივად მოსამზადებელი მცენარეული ცილის წყაროა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი სალათების ბაზად.
  • მსუბუქად მომზადებული ლობიო – შეიცავს მცენარეულ ცილას და რკინას. უმჯობესია, თუ მოამზადებთ ბოსტნეულთან ერთად, უხვი სუნელებისა და ცხარე კომპონენტების გარეშე.
  • კინოას სალათი ბოსტნეულით უნიკალური პროდუქტია მაღალი ცილის შემცველობით. ასევე შეიცავს მაგნიუმს.
  • სელის თესლი – შეიცავს უჯრედისსა და სასარგებლო ცხიმებს. ხშირად გამოიყენება სალათების გასაფორმებლად. ის კერძის გემოს არ ცვლის, თუმცა მნიშვნელოვნად ზრდის კვებით ღირებულებას.
  • ნუში ან ნიგოზი – მდიდარია ცილებითა და სასარგებლო ცხიმებით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ხემსი, საუზმიდან სადილამდე პერიოდში.

 

ვახშამი

საზაფხულო ვახშმის მთავარი პრინციპია სიმსუბუქე — ის უნდა იყოს მარტივად მოსანელებელი და თავისუფალი მძიმე ცილებისგან, ზედმეტი ცხიმებისა და სწრაფი ნახშირწყლებისგან. იდეალურია, თუ იგი მოიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც მდიდარია მაგნიუმითა და უჯრედისით, რაც ხელს უწყობს ღამის მშვიდ ძილს.

  • მუხუდო – მცენარეული ცილის და უჯრედისის უმდიდრესი წყაროა, რაც ხელს უწყოფს მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას. მუხუდოსგან შეგიძლიათ მოამზადოთ არომატული ჰუმუსი ან სალათი.
  • ქლიავის, ლეღვისა ან გარგრის ჩირი + ნუში ან ნიგოზიმაგნიუმით და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი თხილეული ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ჩირეულთან ერთად იდეალურ დესერტს ქმნის, შესანიშნავია დღის გემრიელი დასასრულისთვის.

საზაფხულო მარაგების შევსება „ჩემს მარაგში“ მარტივ პროცესს წარმოადგენს.  რჩეული ხარისხის პროდუქციის შეკვეთას, საუკეთესო ფასად შეძლებთ. შეკვეთის მიწოდების სერვისი კი უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით.