ბლოგი - ჩემი მარაგი

სააღდგომო სამზადისი და განსაკუთრებული შეთავაზებები

აღდგომის დღესასწაული ახლოვდება და სააღდგომო სუფრის სამზადისიც ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში გადადის. ყველაზე გრძელი 40 დღიანი, წინასააღდგომო მარხვა დასასრულს უახლოვდება, რაც ქართულ ოჯახებში დიდი ფუსფუსის დაწყებას ნიშნავს. ტრადიციული, სააღდგომო სუფრა თავისი სიმბოლური მნიშვნელობითა და გამორჩეული კერძებით განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

ამ პერიოდში მაღალი აქტივობა იგრძნობა საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. მომხმარებელთა სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ეს აღდგომაც არაა გამონაკლისი და სუფრისთვის თემატურ პროდუქტებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზებაში შედის: ყავისფერი ქიშმიში, ცუკატი, ნიგოზი და ფსტა.

ყავისფერი ქიშმიში და ცუკატი – რადგან სააღდგომო სუფრის სიმბოლო პასკაა, ოჯახები მის გამოცხობას ერთი კვირით ადრე იწყებენ. ასე გამომცხვარი პასკა გამოდის მძიმე, ნოტიო და გემოებით მდიდარი. თანამედროვე სუფრაზე ხშირად შეხვდებით ხაჭოს პასკას და პანეტონეს (სააღდგომო ტკბილი ნამცხვრის იტალიურ ვერსიას). რეცეპტების რაოდენობა უამრავია, თუმცა თითქმის ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ქიშმიში და ცუკატი.

ეს ორი ინგრედიენტი პასკაში არა მხოლოდ ტრადიციული გემოს ნაწილია, ასევე ნუტრიციულად სასარგებლო. ,,ჩემი მარაგის” ყავისფერი ქიშმიში მზადდება გამომშრალი მუქი ყურძნის მარცვლებისგან, რომლებიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით – განსაკუთრებით B2-ით და B6-ით. ამ ვიტამინების დეფიციტი ხშირად იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, გუნების მერყეობას და კონცენტრაციის პრობლემებს. გარდა ამისა, ქიშმიში ბუნებრივად ტკბილია, შეიცავს გლუკოზას, რკინასა და უჯრედისს, რაც ორგანიზმს აძლიერებს და ენერგიით ავსებს.

რაც შეეხება ცუკატებს, მათ ხშირად ქიშმიშთან ერთად პასკის ამოფუებულ ცომს უმატებენ ხოლმე. ცუკატები პასკას სასიამოვნო არომატს და ფერადოვნებას აძლევს. ეს ტკბილეული ინახავს ასევე ვიტამინებს და ცოცხალი ხილის ელემენტებს.

შესაბამისად, პასკაში ქიშმიშისა და ცუკატის დამატება მას მხოლოდ არომატულს და ლამაზს კი არ ხდის, არამედ სხეულსაც უწყობს ხელს სააღდგომო დღეებში ენერგიის შენარჩუნებასა და განწყობის გაუმჯობესებაში.

ნიგოზი და ფსტა – ეს ორი ჯანსაღი და გემრიელი თხილეული სააღდგომო სუფრაზე მრავალფეროვანი ფორმით არის წარმოდგენილი. ნიგოზს ხშირად იყენებენ პასკის ცომშიც – გემოსა და ტექსტურის გასამდიდრებლად, ხოლო ზემოდან დაყრილი დაქუცმაცებული ნიგოზი პასკას ორიგინალურ ელფერსა და ხრაშუნა ეფექტს მატებს. გარდა გემოვნური თვისებებისა, ნიგოზი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით: ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

ფსტა კი განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება შოკოლადით ან კრემით დეკორირებულ პასკაზე და გემრიელი ინგრედიენტია ხაჭოს პასკაში. ის აძლევს დესერტს გამორჩეულ არომატს, ფერსა და გემოს. ფსტა მდიდარია უჯრედისით, ცილებითა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით, რაც სასარგებლოა არა მხოლოდ მოზრდილების, ასევე ბავშვების ტვინის, იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციონირებისთვის.

,,ჩემი მარაგი” მომხმარებელს ასევე სუნელების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის პასკის სუნელებს. იგივე მუსკატის კაკალი, ილის მარცვლები და დაფქვილი დარიჩინი.

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ,,ჩემი მარაგის“ ონლაინ მაღაზიაში უკვე

წინასწარ მზადდება და მარაგდება. განსაკუთრებული ყურადღებით ორგანიზდება რეგიონის მომარაგება, რათა მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ წერტილში დროულად მიუვიდეს პროდუქცია.

სააღდგომო თემატურ პროდუქციასთან ერთად, ,,ჩემი მარაგი” მომხმარებელს 500-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს და ბაკალეას დიდ ასორტიმენტს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.