სამარხვო კერძების გემრიელი რეცეპტები
აღდგომის მარხვა ის პერიოდია, როდესაც ყოველდღიურ მენიუში ჩნდება სამარხვო კერძები. ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები – სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სამარხვო მენიუ მრავალფეროვანი, გემრიელი და ნოყიერი გამოვიდეს. ამ ინგრედიენტების სხვადასხვაგვარი კომბინაციით ყოველდღე შეიძლება განსხვავებული კერძების მომზადება. მრავალფეროვანი სამარხვო მენიუსთვის გიზიარებთ რამდენიმე მარტივ და გემრიელ რეცეპტს.
ლობიოს ბლინები
ამ რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ 15-მდე ლობიოს ბლინი, რომელიც გამოდის ერთდროულად ჯანსაღი, გემრიელი და ნოყიერი.
ინგრედიენტები:
ბლინის ცომისთვის:
- 500 მლ გაზიანი მინერალური წყალი
- 200 გ ფქვილი
- ½ ჩაის კოვზი მარილი
- 1.5 სუფრის კოვზი ზეთი
- 50 მლ ცივი წყალი
შიგთავსისთვის:
- 200 გ მოხარშული ლობიო
- 2 თავი ხახვი
- 4-5 სუფრის კოვზი ზეთი
- 4 კბილი ნიორი
- ½ ჩაის კოვზი ქონდარი
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაიწყეთ ბლინის ცომის მომზადება. ჯამში აურიეთ: ნაბეღლავი, მარილი და ფქვილი. მიღებულ მასას დაუმატეთ ზეთი და კარგად გადაურიეთ.
- ცომი გააჩერეთ დაახლოებით30 წუთი. მის გასათხელებლად შეგიძლიათ ჩაამატოთ ცოტაოდენი წყალი.
- გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ცომი და გამოაცხვეთ თხელი ბლინები ორივე მხრიდან.
- შიგთავსისთვის: თუ კრემოვანი ტექსტურა გიყვართ, მოხარშული ლობიო ოდნავ დაჭყლიტეთ.
- ცალკე ტაფაზე ზეთში მოშუშეთწვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ კი ლობიოს შეურიეთ. დაამატეთ ქონდარი, მარილი, წიწაკა და დანაყილი ნიორი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
- მზა ბლინებზე გაანაწილეთ ლობიოს მასა, გადაახვიეთ და სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთხელ მსუბუქადშეწვით ტაფაზე, რათა უფრო ხრაშუნა ტექსტურა მიიღოთ.
ოსპის კატლეტები
ოსპის კატლეტი ნოყიერი და არომატული კერძია, რომელიც მარტივად მზადდება და ყოველდღიურ სამარხვო მენიუსაც მრავალფეროვნებას მატებს. ამასთანავე, ხორცის კატლეტის შესანიშნავი ალტერნატივაა.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ოსპი
- 1 თავი ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 1 ცალი კარტოფილი
- 1 ცალი სტაფილო
- ცოტაოდენი დაჭრილი ქინძი
- 1-2 სუფრის კოვზი ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- პურის ფქვილი (ამოსავლებლად)
- ზეთი შეწვისთვის
მომზადების წესი:
- ოსპი კარგად გარეცხეთ იქამდე, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. შემდეგ დაალბეთ2-3 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და გადაიტანეთ ჩოფერში.
- ოსპს დაუმატეთხახვი, ნიორი, სტაფილო, კარტოფილი, დაჭრილი ქინძი და ზეთი. ყველაფერი ერთად დააჩოფერეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთმარილი და პილპილი, შემდეგ კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასიდან აიღეთ დაახლოებითერთი სუფრის კოვზი, ამოავლეთ პურის ფქვილში და მიეცით კატლეტის ფორმა.
- გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და კატლეტებიორივე მხრიდან თანაბრად შეწვით.
სამარხვო ღვეზელები ბრინჯისა და სტაფილოს შიგთავსით
ამ რეცეპტის მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ დაახლოებით 22-25 ცალი სამარხვო ღვეზელი, რომლის მთავარი ინგრედიენტი მცენარეულია და თან ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- 800 გ ფქვილი
- 1 სუფრის კოვზი საფუარი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 300 მლ თბილი წყალი
- 80 მლ მცენარეული ზეთი
შიგთავსისთვის:
- 4 საშუალო ზომის სტაფილო
- 2 საშუალო ხახვი
- 2,5 ჭიქა გრძელი ბრინჯი
- 1 კონა ცერეცო
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
- ზეთი მოსათუშად და შესაწვავად
მომზადების წესი:
- მოამზადეთ ცომი სტანდარტულად. ჯამში აურიეთ საფუარი, შაქარი, მარილი, რამდენიმე კოვზი ფქვილი და თბილი წყალი. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, სანამ ზედაპირზე ბუშტუკები არ გაჩნდება და მოცულობა არ მოიმატებს.
- ამის შემდეგ დაამატეთმცენარეული ზეთი და ეტაპობრივად შეურიეთ დარჩენილი, წინასწარ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი.
- ჯამს ოდნავ წაუსვით ზეთი, ჩადეთ ცომი, გადააფარეთ ტილო და დატოვეთ თბილ ადგილას დაახლოებით1 საათით, რათა კარგად ამოვიდეს და ზომაში გაიზარდოს. სურვილის შემთხვევაში ცომი შეგიძლიათ მაცივარშიც გააჩეროთ მთელი ღამით და მეორე დღეს გამოიყენოთ.
- ამ დროს მოამზადეთ შიგთავსი. ბრინჯი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. სტაფილო გაათალეთ და გახეხეთ, ხახვი კი წვრილად დაჭერით.
- ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი და ჯერხახვი მოთუშეთ, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და კიდევ რამდენიმე წუთი მოშუშეთ. შემდეგ ჩაყარეთ მოხარშული ბრინჯი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთი. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ცერეცო. შიგთავსი ცოტა ხნით გააგრილეთ.
- ამოსული ცომი გაყავით პატარა ნაწილებად. თითოეული გუნდა ხელით ან რულეტით ოდნავ გააბრტყელეთ, შუაში ჩადეთ დაახლოებითერთი სუფრის კოვზი შიგთავსი და კარგად მოუკარით თავი.
- ღვეზელები შეწვით კარგად გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება.
მუხუდოს სალათა ავოკადოთი
მუხუდო მცენარეული ცილის კარგი წყაროა, ხოლო ავოკადო სალათას ნაზ ტექსტურასა და სასიამოვნო არომატს აძლევს. ეს სალათა მარტივად მზადდება და იდეალურია მსუბუქი სადილისთვის ან ჯანსაღი გარნირისთვის.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა მოხარშული მუხუდო
- 1 ავოკადო
- 1 პომიდორი
- ½ წითელი ხახვი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- ქინძი ან ოხრახუში
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხარშული მუხუდო მოათავსეთ ჯამში.
- ავოკადო გაათალეთ, კურკა ამოაცალეთ და კუბებად დაჭერით.
- პომიდორი და წითელი ხახვი წვრილად დაჭერით.
- ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს.
- მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი ან ოხრახუში და მსუბუქად აურიეთ.
კინოა ბოსტნეულით
ეს არის სამარხვო, მსუბუქი და ჯანსაღი კერძი, რომელიც იდეალურად ერგება მსუბუქ სადილს.
ინგრედიენტები:
- 100 გ კინოა
- 2 ბადრიჯანი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 პომიდორი
- 2 კბილი ნიორი
- ყვითელი ყვავილი (კურკუმა ან იმერული ყვითელი) გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კინოა კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რათა ზედმეტი სიმწარე მოიშოროს. შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით დაახლოებით ორმაგი რაოდენობის წყალი, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით12-15 წუთის განმავლობაში. როცა კინოა წყალს მთლიანად შეიწოვს, გადმოდგით და გააციეთ.
- ამ დროს მოამზადეთ ბოსტნეული: ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა დაჭერით საშუალო ზომის კუბებად, პომიდორი კი წვრილად დაჭერით. ნიორი დაჭყლიტეთ ან წვრილად დაჭერით.
- ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენიზეითუნის ზეთი. ჯერ დაამატეთ ბადრიჯანი და რამდენიმე წუთი მოთუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ბულგარული წიწაკა. როცა ბოსტნეული ოდნავ დარბილდება, ჩაყარეთ პომიდორი და ნიორი.
- მოაყარეთმარილი და ყვითელი ყვავილი გემოვნებით და კიდევ რამდენიმე წუთი გააგრძელეთ მოთუშვა, სანამ ბოსტნეული კარგად არ დარბილდება.
- ბოლოს ტაფაში ჩაყარეთ მოხარშულიკინოა, ყველაფერი კარგად აურიეთ და კიდევ 2-3 წუთი გააჩერეთ, რათა გემოები ერთმანეთს გაუჯდეს.
სამარხვო ინგრედიენტები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მაღაზიაში ,,ჩემი მარაგი”. მიტანის სერვისი უფასოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში.