ბლოგი - ჩემი მარაგი

3 სადღესასწაულო დესერტის რეცეპტი თხილეულით

ახალი წელი ახლოვდება და მასთან ერთად საახალწლო სუფრისთვის საუკეთესო კერძების შერჩევის დრო დგება. ამ პერიოდში სუფრის გაფორმება და გემოების მრავალფეროვნება თითოეული დიასახლისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თხილეული, საახალწლო სუფრაზე, ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. ის კერძებს არა მხოლოდ უნიკალურ გემოსა და ტექსტურას სძენს, არამედ ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ქეშიუ, პეკანი, ნიგოზი და სხვა თხილეული მარტივად ერწყმის ტკბილეულსაც და კერძებსაც, რაც მათ უნივერსალურ ინგრედიენტად აქცევს. სწორედ, ამიტომ, გთავაზობთ 3 საინტერესო და საახალწლო რეცეპტს, რომლებშიც თხილი მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს.

 

  1. გოზინაყი ნუშით

გოზინაყი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული დესერტია, რომელიც ახალ წელთან ასოცირდება. ქართული საახალწლო სუფრა ამ ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. ნუში დიდი ოდენობით შეიცავს მაგნიუმს – ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინერალს, რომელიც აუმჯობესებს გულის მუშაობასა და არეგულირებს მაღალ წნევას.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი კანგაცლილი ნუში
  • 200 გრამი თაფლი
  • 250 გრამი შაქარი

მომზადების წესი:
დაჭერით კანგაცლილი ნუში. პარალელურად გააცხელეთ ტაფა და დაადნეთ შაქარი. შემდეგ დაუმატეთ ცოტა ვანილის ექსტრაქტი და თაფლი.

თაფლიანი მასა რომ აქაფდება, დაუმატეთ დაჭრილი თხილეული და გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ არ შესქელდება. მიღებული მასა გადაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და მიეცით ბრტყელი ფორმა.

მოათავსეთ საყინულეში 15 წუთი და დაჭერით სასურველ ფორმებად.

 

  1. პეკანის ტკბილი ნამცხვარი

პეკანის ამ უგემრიელესი ნამცხვარის მოსამზადებლად დაახლოებით 1 საათი დაგჭირდებათ. ამ დესერტის მთავარი ინგრედიენტი პეკანია – თხილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ასოცირდება. ამასთან ერთად, პეკანი შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე.

ეს უგემრიელესი ნამცხვარი შეგიძლიათ მიირთვათ ცხელ შოკოლადთან ერთად.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 250 გრამი
  • უმარილო კარაქი – 200 გრამი (დარბილებული)
  • ყავისფერი შაქარი – 100 გრამი
  • თაფლი – 120 გრამი
  • თეთრი შაქარი – 100 გრამი
  • დიდი ზომის კვერცხი – 2ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი – 5 მლ
  • პეკანის კაკალი – 200 გრამი (წვრილად დაჭრილი)

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 175°C-მდე. საცხობ ფორმას საცხობი ქაღალდი გადააფარეთ.

დიდ ჯამში აურიეთ ფქვილი, დარბილებული კარაქი და ყავისფერი შაქარი, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ქაღალდზე და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, შეოქროსფრებამდე.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ თაფლი, თეთრი შაქარი, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, სანამ ერთგვაროვან და ნაზ კრემს არ მიიღებთ. ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი პეკანი და კარგად აურიეთ. (უფრო დასამახსოვრებელი გემოსთვის, პეკანი შეგიძლიათ ოდნავ მოხალოთ და ისე ჩაამატოთ)

მიღებული კრემი თანაბრად მოასხით გამომცხვარ ქერქზე, დააბრუნეთ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ შიგთავსი სრულად არ გამკვრივდება.

გამოცხობის შემდეგ, ნამცხვარს მიეცით გაგრილების დრო, ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და ბასრი დანით დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.

 

  1. ქეშიუსა და შტოშის ჩირის დესერტი ცხობის გარეშე

ამ საშობაო დესერტს ცხობა არ სჭირდება, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო სხვა კერძების მოსამზადებლად. შტოშის ჩირისა და თეთრი შოკოლადის კომბინაცია ძალიან ლამაზ და გემრიელ ტკბილეულს ქმნის, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. ქეშიუ, თავის მხრივ, ამ დესერტს დამატებით კვებით ღირებულებას სძენს და ამდიდრებს მასში შემავალი მაგნიუმითა და ჯანსაღი ცხიმებით.

ინგრედიენტები:

  • ნედლი ქეშიუ – 150 გრამი
  • თეთრი შოკოლადი – 200 გრამი
  • შესქელებული რძე (ტკბილი) – 200 გრამი
  • უმარილო კარაქი – 30 გრამი
  • შტოშის ჩირი – 50 გრამი
  • ვანილის ექსტრაქტი – 5 მლ
  • მარილი – მწიკვი
  • საკვებად გამოყენებადი გლითერი და სადღესასწაულო მოსართავები

მომზადების წესი:

მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, 15 წუთის განმავლობაში მოხალეთ ქეშიუ. როგორც კი შეოქროსფერდება, გააგრილეთ და დაჭერით.   ქვაბში, დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ თეთრი შოკოლადი, შესქელებული რძე და კარაქი ერთმანეთს. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი და გლუვი მასა. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, მარილი, მოხალული ქეშიუ და შტოშის ჩირი. კარგად აურიეთ.

მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. თანაბრად გაასწორეთ ზედაპირი. სურვილისამებრ მოაყარეთ საკვებად გამოყენებადი გლითერი და სადღესასწაულო მოსართავები.

შედგით მაცივარში 2-3 საათით, სანამ მასა კარგად არ გამაგრდება.

როგორც კი დესერტი გამაგრდება, დაჭერით კვადრატებად და მიირთვით ცივად.

 

საშობაო-საახალწლო სუფრის შექმნაში ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ დაგეხმარებათ. არჩევანი შეგიძლიათ შეაჩეროთ 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტზე, მათ შორის არის: თხილეული, მარცვლეული, ჩირეული და ბურღულეული. იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი კერძების მომზადების პროცესში ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთოთ და საახალწლო განწყობა შექმნათ, ჩვენი კურიერი სასურველ პროდუქტს, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.