სტატიები

საოჯახო მარაგები საუკეთესო ფასად

საოჯახო მარაგები საუკეთესო ფასად

“ჩემი მარაგი“ წარმოადგენს საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს 250 – მდე დასახელების ჩირეულს, თხილეულს, მარცვლეულს, ბურღულეულსა და სანელებლებს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

ბრენდის მრავალ უპირატესობასთან ერთად, აღსანიშნავია უკონკურენტო ფასი და საუკეთსო ხარისხი. ნებისმიერ ჰიპერმარკეტსა თუ ბაზართან შედარებისას, მომხმარებელი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება „ჩემი მარაგი“ – ის კონცეფციით, რადგან საუკეთესო ონლაინ გამოცდილებისთვის გათვალისწინებულია შესყიდვის პროცესის მაქსიმალურად გამარტივება და ხელმისაწვდომობა.

ასორტიმენტში წარმოდგენილია ოჯახისთვის ყველა საჭირო პროდუქტი, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ასევე ყოველდღიურად მოხმარებადი მარცვლეული და ბურღულეული, ხოლო გურმანებისთვის ეგზოტიკური და ტროპიკული კატეგორიის პროდუქტები. მაგალითად, თხილეულიდან მაკადამია, კასტანია, ქეშიუ და ფსტა, ჩირეულიდან ჰიბისკუსი, ქოქოსი, მარაკუია და პაპაია.

„ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზია წარმოდგენილია ასორტიმენტის მარტივი და კომფორტული სისტემით, რომელიც ძალიან სწრაფად უზრუნველყოფს შერჩეული პროდუქციის შეკვეთის მიღებას სახლიდან გაუსვლელად. ასევე, შეძენის პროცესის გამარტივების მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა გადახდის მეთოდის გამოყენება: ნაღდი, საბარათე და გადარიცხვით ანგარიშსწორება.

აღნიშნულ უპირატესობებთან ერთად, მომხმარებლები მიიღებენ გადარჩეულ პროდუქტსა და უფასო მიწოდების სერვისს ყოველგვარი ლიმიტების გარეშე.

ბრენდის დაპირება – რჩეული ხარისხი, რჩეული გამოცდილება – განსაზღვრავს გამორჩეულ ხარისხსა და ონლაინ შეძენის საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც იწყება ხელით ნარჩევი პროდუქციით და გრძელდება სახლის კარამდე უფასო მიწოდებით – ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

• 032 2 42 47 97
• www.chemimaragi.ge
• www.facebook.com/chemimaragi